კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

“ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილებით დამტიცდა დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები. საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 58– ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ტექნიკური რეგლამენტი მიიღება მხოლოდ კანონით ან საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის ან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის მე–8 მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1–1/1254 ბრძანება, რომელიც შინაარსობრივად იდენტურია და იგივე სამართლებრივ ურთიერთობას არეგულირებს, რასაც არეგულირებს ზემოხსენებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N59 დადგენილება.