კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013) მე–10 მუხლის მე–8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს პროფესიული სახელმწიფო თეატრის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი) სამხატვრო ხელმძღვანელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით, მაგრამ კანონში არ არის დაკონკრეტებული, თუ, რომელ თვითმმართველობის ორგანოსთან (წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანო) შეთანხმებით ნიშნავს მინისტრი პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულს ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები. ამდენად, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ტ“, „უ“, „ფ“ „ჩ“ ქვეპუნქტებში, მე–5 მუხლის პირველი, მე–2, მე–5, მე–6, ქვეპუქტებში, მე–10 მუხლის მე–7 პუნქტში, მე–10 მუხლის მე–8 პუნქტის „გ“ ქვეპუქტში, მე–10 მუხლის მე–9 პუნქტში, მე–10 მუხლის მე–12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, მე–10 მუხლის მე–15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში უნდა დაკონკრეტდეს, თუ, რომელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე (წარმომადგენლობითი თუ აღმასრულებელი ორგანო) ვრცელდება „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.