კომენტარები

NikaJei (ნიკა)
ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართალი
რეგ. თარ: 2013/03/19
ბოლო შემოს: 2013/03/19 07:25:11
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები:
ა)საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ იმ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდებოდა ფარული თვალთვალი ან მიყურადება და შემდგომ შეწყდა, ეცნობოს ხსენებულის შესახებ თუნდაც მოგვიანებით ეტაპზე, რათა მან შეძლოს მის პირად ცხოვრებაში განხორციელებული ჩარევის მართლზომიერების გასაჩივრება სასამართლოში;
ბ)საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს დანაშაულთა იმ კატეგორიას ან პირთა წრეს რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ფარული თვალთვალის ან მიყურადების განხორციელება;
ც)საქართველოს კანონმდებლობა არ აწესებს სტანდარტებს, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს გამოძიებამ, იმისათვის, რათა მოიპოვოს მოსამართლისაგან ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელების ნებართვა.
დ)მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ოპერატიული ინფორმაციის წყაროზე ხელი მიუწვდებათ მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებს და მოსამართლეს, რაც შეუძლებელს ხდის, რომ მოსამართლე სანქციის გაცემამდე დარწმუნდეს ოპერატიული ინფორმაციის სანდოობაში და გამორიცხოს გამომძიებლის თვითნებობა ან შესაძლო წყაროს მოქმედება რაიმე ქვენაგრძნობით;
ე)მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მოხსნილი ინფორმაციის შენახვის, მასზე ხელმისაწვდომობის, მესამე მხარისათვის მის გადაცემასთან დაკავშირებულ ჯეროვან ნორმებს.