კომენტარები

tarika (ტარიელ კაცაძე)
საგადასახადო სამართალი
რეგ. თარ: 2013/03/30
ბოლო შემოს: 2013/04/21 15:08:03
კონტაქტი - ყველა კომენტარი

სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ეწევიან სურსათით ვაჭრობას, ისინიც უნდა დარეგისტრირდნენ ბიზნეს ოპერატორად?

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

ბატონო ტარიელ, "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" მე–2 მუხლის "რ" ქვეპუნქტის შესაბამისად,ბიზნესოპერატორი არის მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დარეგისტრირებულია სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორად და პასუხისმგებელია სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან, ასევე პირველად წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის, ე.ი.ბიზნესოპერატორად უნდა დარეგისტრირდნენ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან, ასევე პირველად წარმოებასთან და არა სურსათით ჩვეულებრივ ვაჭრობასთან. ამასთანავე, ამავე, კოდექსის პირველი მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, ასევე პირველად წარმოებაზე , რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად არის ოჯახური წარმოების სუბიექტი.

natalie_nato (ნატო)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
რეგ. თარ: 2014/02/07
ბოლო შემოს: 2014/02/10 10:18:31
კონტაქტი - ყველა კომენტარი

მცირე მეწარმე ახორციელებს ხორცპროდუქტების ნახევარფაბრიკატების წარმოებას (ხინკალი, პელმენი...).მაინტერესებს: 1.რა საბუთი უნდა მოითხოვოს ცოცხალი ხორცის შესყიდვისას? 2.თავადაც ვალდებულია თუ არა დარეგისტრირდეს ბიზნეს ოპერატორად? 3. იმპორტირებული გაყინული ხორცის შესყიდვისას თუ ჭირდება ე.წ. ფორმა N2? 4.თუ პირველ შემოწმებისას აღმოაჩნდა ე.წ. დაუბეჭდავი ანუ ფორმა#2-ის გარეშე ნაყიდი ხორცისგან დამზადებული პროდუქცია, რა სანქცია დაეკისრება, თუ ხორცი ნამდვილად კარგია და შეესაბამება მოთხოვნებს?