საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის "ა"ქვეპუნქტში სიტყვებს: "დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო", უნდა დაემატოს სიტყვები "და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირი", ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებსაც უნდა ჰქონდეთ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების უფლება. მაგალითად:"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად, არც ფიზიკური პირია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ადმინისტრაციულ წარმოებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას როგორც დაინტერესებული პირი, ვინაიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ პუნქტის "ა"ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მხოლოდ იურიდიული და ფიზიკური პირი არის დაინტერესებული მხარე და არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლი რომლითაც, დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა, ეწინააღმდეგება, “ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომლითაც ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. „ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №506 დადგენილებით განსაზღვრულია მომსახურების საფასური- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც აღემატება ასლის გადაღების საფასურს, მაგალითად, არქივში დაცული მოვლენის, ცნობის დადგენის (დადასტურების) შესახებ (11-20 წლის პერიოდი)ინფორმაციის გაცემის საფასურია- 50 ლარი და სხვა. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება იმ საინფორმაციო მომსახურებაზე, რომლის გაწევისათვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დადგენილია საფასური."
ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი არასწორია, რადგან კოდექსში 2005 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემული აქტი არის არა ბათილი, არამედ „არარა აქტი“ (მე-60 მუხლი). შესაბამისად, მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი უნდა იყოს მე-60 მუხლის შესაბამისი.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ მისიგამოცემის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად იყოს გადამეტებული. სხვა შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს აქტის უკანონობის და შესაბამსად ბათილად გამოცხხადების საფუძველი
უკანონოდ დაკავებულ ფართზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება

(Y)
khatuna.kharkheli@gmail.com
ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი არასწორია, რადგან კოდექსში 2005 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემული აქტი არის არა ბათილი, არამედ „არარა აქტი“ (მე-60 მუხლი). შესაბამისად, მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი უნდა იყოს მე-60 მუხლის შესაბამისი.
რას ნიშნავს აღმასრულებლის პრივილეგია
ამ მუხლის 1 ნაწილში მითითებული 91–ე მუხლის ნაცვლად ხომ არ უნდა იყოს მითითებული 92–ე მუხლი?
აღმასრულებელი პრივილეგია – საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან;
60 პრიმა
60 პრიმა
96 პრიმა მუხლი მაინტერესებს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად მიჩნევისთვის აუცილებელია, რომ მისიგამოცემის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად იყოს გადამეტებული. სხვა შემთხვევაში ის შეიძლება გახდეს აქტის უკანონობის და შესაბამსად ბათილად გამოცხხადების საფუძველი
91-ე მუხლი შეცდომითაა მითითებული, სავარაუდოდ 92-ე უნდა იყოს!
96-ე მუხლის პირველი ნაწილი ძალიან ფართო მნიშვნელობით იკითხება და ყოველთვის ქმნის საკამათო სიტუაციას მხარეებს შორის.
მე-4 ნაწილში ჩაასწორეთ, მე-60 პრიმა უნდა ეწეროს და არა მე-60