კომენტარები

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტში წინადადებები: “ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე“ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლს, რომლითაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონი „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (მიღებულია 2011 წლის 27 დეკემბერს) მიღებულია უფრო გვიან ვიდრე „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი (მიღებულია 2005 წლის 16 დეკემბერს), „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლის მოთხოვნები.
ამასთანავე, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი შესაბამისობაშია მოსაყვანი საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 151-ე მუხლთან.

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
რეგ. თარ: 2010/12/29
ბოლო შემოს: 2019/02/11 09:26:30
კონტაქტი - ყველა კომენტარი

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45–ე მუხლის მე–4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამსახურს ეწევა: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; ბ) მოხელე; გ) დამხმარე მოსამსახურე; დ) შტატგარეშე მოსამსახურე.
ამავე, კანონის მე–6 მუხლის თანახმად, მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. მოხელეები იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებად.
ამავე, კანონის მე–7 მუხლით, დამხმარე მოსამსახურე არის ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე.
ამავე, კანონის მე–8 მუხლის შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.
ვინაიდან, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45–ე მუხლის მე–4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს არა აქვთ უფლება გაწიონ აგიტაცია, შესაბამისად, შტატგარეშე მოსამსახურეს, დამხმარე მოსამსახურეს აქვს აგიტაციის უფლება. ზემოხსენებულმა გარემოებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საარჩევნო პროცესზე.
საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფის საკითხის განხილვისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ზემოხსენებული გარემოება და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45–ე მუხლის მე–4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში სიტყვების „სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეები“ ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს სიტყვები „საჯარო მოსამსახურეები“, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეს, შტატგარეშე მოსამსახურეს, დამხმარე მოსამსახურეს („საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტი).

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

კონსტიტუციის მუხლი 70

7. თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, არჩევნების დღიდან ორი თვის ვადაში იმართება ხელახალი არჩევნები.
ორგანული კანონის 106–ე მუხლით ხელახალი არჩევნები არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში იმართება. რა საჭიროა ასეთი განსხვავებები? ვადის განსაზღვრისთვის აქვს კი მნიშვნელობა კანდიდატი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს პირველ ტურში თუ პირველ ტურში კანდიდატურებს მოხსნიან?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

კონსტიტუციით შედეგების შეჯამება აუცილებელია იმის დასადგენად კანდიდატმა მიიღო თუ არა ხმათა საჭირო რაოდენობა თუმცა ხელახალი არჩევნების ვადა არჩევნების თარიღიდან და არა შედეგების შეჯამებიდან 2თვით განისაზღვრება. ორგანული კანონით კი თუ პირველ ტურში ყველამ კანდიდატურა მოხსნა და შესაჯამებელიც არაფერი არ არის მაინც შედეგების შეჯამებიდან 2თვის ვადაში?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

მთავრობის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა მოტივირებულად უარყო მოთხოვნა და არ გამოსცა ბრძანებულება რეფერენდუმის დანიშვნაზე, მთავრობას რჩება ბერკეტი გადაწყვეტილების შესაცვლელედ? ამ მუხლით გათვალისწინებულია როგორც მოთხოვნის დაკმაყოფილება ასევე მისი უარყოფა. მთავრობის მოთხოვნის უარყოფისას გამოცემულ ბრძანებულებას მთავრობის კონტრასიგნაცია უნდა მივიჩნიოთ, რომ არ ესაჭიროება, შესაბამისად ამის შემდგომ მთავრობის მოქმედებების არეალი განსაზღვრული არ არის?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

ცესკო ყველა კომისიის საუბნოს და საოლქის გადაწყვეტილებებს იხილავს?

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

მუხლი 100 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. თუ პირველ ტურში ყველა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა ამ შემთხვევაში რა შედეგებს აჯამებს კომისია? ეს ხომ კენჭისყრამდე ხდება თანაც 10 დღით ადრე? ამასთან კონსტიტუციის 70–ე მუხლით კანდიდატი თუ ერთი იყო და მან საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო კომისიამ უნდა შეაჯამოს შედეგები ამასთან შედეგების შეჯამებიდან კი არ იმართება არჩევნები არამედ არჩევნების დღიდან, თუ გავითვალისწინებთ ცესკოსთვის შედეგების გამოცხადებისტვის დადგენილ ვადას ამ შემთხვევაში ერთ თვეზე ცოტა დრო რჩება ხელახალი არჩევნებისთვის, ხოლო პირველ შემთხვევაში კი თუ კანდიდატები მოიხსნა და დასათვლელიც არაფერია ,,არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში", რაც ალბათ პრაქტიკულ ლოგიკას მოკლებულია.

()
რეგ. თარ: 1970/01/01
ბოლო შემოს: 1970/01/01 04:00:00
ყველა კომენტარი

პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადები წინააღმდეგობაშია თვითმმართველობის კოდექსის 56–ე მუხლის მე–8 ნაწილთან, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში.