გადმოსაწერი ვერსია

თუ თქვენ ხართ საკანონმდებლო მაცნეს ავტორიზებული მომხმარებელი და ხშირად ხვდებით გარემოში, სადაც არ გაქვთ ინტერნეტი, ასეთ შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებითი საფასურის გარეშე, შეგიძლიათ გადმოწეროთ საკანონმდებლო მაცნეს offline საძიებო სისტემა, რაც საშუალებას მოგცემთ ინტერნეტთან წვდომის გარეშე ისარგებლოთ საკანონმდებლო მაცნეს სრული ბაზით და მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სამართლებრივი აქტი.

პროგრამის პირველად გაშვებისას სასურველია გქონდეთ სწრაფი ინტერნეტკავშირი, რათა პროგრამამ შედარებით მოკლე დროში გადმოწეროს მთელი საკანონმდებლო ბაზა თქვენს კომპიუტერში. სრული ბაზის საწყის გადმოწერას შესაძლოა რამდენიმე საათი დაჭირდეს.

პროგრამის ავტომატური განახლება იმუშავებს მუდმივად, სანამ თქვენ იქნებით ავტორიზებული მომხმარებელი. ავტორიზაციის შეჩერების შემდეგ თქვენ კვლავ შეძლებთ offline საძიებო სისტემით სარგებლობას დოკუმენტების არსებული ბაზის მდგომარეობით.

offline საძიებო სისტემა საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ დოკუმენტების სტანდარტული საძიებო ფორმით. ძიება განხორციელდება კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე მაცნეს ვებგვერდით online რეჟიმში სარგებლობისას.

გადმოსაწერი ვერსია საშუალებას იძლევა დოკუმენტებს გაეცნოთ როგორც PDF-ის, ასევე Word-ის ფორმატში.

 

კორპორატიულიგარემო

შესაძლებელია offline საძიებო სისტემა განთავსდეს კორპორატიულ გარემოშიც. ამ შემთხვევაში კომპანიაში უნდა გამოიყოს სერვერი, რომელზეც დაინერგება პროგრამა სტანდარტული ინსტრუქციის მიხედვით. კომპანიის თანამშრომლები ბრაუზერში შიდა მისამართზე შევლენ და ისარგებლებენ სისტემით. სერვერის კონფიგურაცია, წვდომის გახსნა და თანამშრომლებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება უნდა უზრუნველყოს თავად კომპანიამ. კორპორატიულ გარემოში პროგრამის დაყენებისას გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, რათა მოხდეს შესაბამისი უფლების გააქტიურება.

 

კომპიუტერის მოთხოვნები

  • ოპერაციული სისტემა Windows.
  • მინიმუმ 15 GB თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე.
  • 2 GB ოპერატიული მეხსიერება
  • დაინსტალირებული ბრაუზერი Chrome ან Firefox.