მემორანდუმის გაფორმება

2015 წლის 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს, სსიპ ,,საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა’’ და სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
მემორანდუმს, რომელიც სასამართლო სხდომის დარბაზებში საკანონმდებლო მაცნეს სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, ხელი მოაწერეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა, ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს’’ თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ და ,,საერთო სასამართლოების დეპარტამენტის” თავმჯდომარე შოთა ქარჩავამ.
მემორანდუმის ფარგლებში ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე თბილისის საქალაქო სასამართლოს 43 სხდომათა დარბაზში, 129 (ას ოცდაცხრა) სტაციონარულ ბრენდირებულ კომპიუტერს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე განათავსებს.
პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეწყობას, სამართალწარმოების მონაწილე მხარეთათვის ქართული ნორმატიული ბაზის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს სერვისების პოპულარიზაციას.