სალომე ბარბაქაძე სამსახურის უფროსი salbarbakadze@matsne.gov.ge
ლევან ხარაიშვილი მთავარი იურისტი lkharaishvili@matsne.gov.ge
ქეთევან ბარჯაძე მრჩეველი kbarjadze@matsne.gov.ge
ქეთევან ფალავანდიშვილი მრჩეველი kphalavandishvili@matsne.gov.ge
მიხეილ დავიდოვი მრჩეველი mdavidovi@matsne.gov.ge
დავით სარიშვილი პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი dsarishvili@matsne.gov.ge
ანი ქებულაძე მრჩეველი akebuladze@matsne.gov.ge
1. ადმინისტრაცია (სამსახური) უზრუნველყოფს:
ა) მაცნეს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ბ) მაცნეს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას და წარმოებას;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად, მაცნეში კონკურსთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
დ) მაცნეს შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, მაცნეს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ე) თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციას;
ვ) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტების მიღებას და ელექტრონულ აღრიცხვას;
ზ) მაცნეში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და დროულად მიწოდებას მაცნეს ხელმძღვანელისთვის;
თ) მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის აღრიცხვას და შედეგების თაობაზე თავმჯდომარის ინფორმირებას;
ი) მაცნეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;
კ) მაცნეს ვებგვერდზე გამოგზავნილი მომხმარებელთა წერილების და წინადადებების შესწავლას და შესაბამის დამუშავებას;
ლ) მაცნეს არქივში არსებული დოკუმენტების შენახვა-დაცვას და არქივის გამართულად ფუნქციონირებას;
ლ1) მაცნეს მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებას, დანერგვას, განახლებას, შესრულებასა და მაცნეს სხვა სამსახურების მიერ მის შესრულებაზე კონტროლს;
მ) ამ მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.
2. ადმინისტრაციაში (სამსახური), სხვა თანამშრომლებთან ერთად, შედიან მთავარი იურისტი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მრჩეველი და პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
3. მთავარი იურისტი უზრუნველყოფს:
ა) მაცნეს სამართლებრივ მომსახურებას;
ბ) მაცნეს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და სასამართლო დავებზე მაცნეს წარმომადგენლობას;
გ) მაცნეს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვას და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას;
დ) შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და ვიზირებას;
ე) მაცნეს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადებასა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზებას;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ზ) მაცნეს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადებას.
4. (ამოღებულია - 28.11.16, №203).
5. პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი უზრუნველყოფს:
ა) მაცნეს მიერ დანერგილი სიახლეების პერიოდულ გაშუქებას;
ბ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების და შეხვედრების ორგანიზებას;
გ) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას.
6. ინფორმაციული ტექნოლოგიების მრჩეველი უზრუნველყოფს:
ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას და მათი საშუალებით მაცნეს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას;
ბ) მაცნეს ვებგვერდის, მართვის ავტომატიზებული საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული სისტემების ადმინისტრირებასა და გამართულ ფუნქციონირებას, აგრეთვე, მაცნეს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს ინფორმაციული კომუნიკაციების სფეროში;
გ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში მაცნეს თანამშრომელთა ხელშეწყობას შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;
დ) მაცნეს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლასა და დანერგვას.