ნათია ჩირიკაშვილი 2021 წლის 21 ივლისიდან სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარეა.
ნათია ჩირიკაშვილი არის პროფესიით იურისტი. 2007 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (Российский государственный гуманитарный университет – РГГУ) იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი). ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში სხვადასხვა დროს მონაწილეობდა 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ სემინარსა და კონფერენციაში.
სამუშაო გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
2009-2010 წლებში მუშაობდა ადვოკატად კომანდიტურ საზოგადოებაში „მოდებაძე და კომპანია“. იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი რამდენიმე დროებითი კომისიის წევრი, რომელიც მუშაობდა: 2010 წლის 01 ოქტომბერს ამოქმედებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებისა და დამატებების საკანონმდებლო პროექტზე; „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წესდებაში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტზე;
2010-2012 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანაშემწე; ასევე ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი სისხლის სამართლის კომიტეტისა და ადვოკატთა უფლებების დაცვის კომისიის კოორდინატორი.
2012 წლის ნოემბერში დაინიშნა იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მრჩევლის პოზიციაზე.
2014 წლიდან 2020 წლის 1 იანვამდე იყო იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი. ასევე იუსტიციის სამინისტროს კვოტით 2014 წლიდან - იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი და 2020 წლის პირველ იანვრამდე საბჭოს თავმჯდომარე.
2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 21 ივლისამდე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.