„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შე­ტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შე­ტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 735
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 12/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 13/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004
  • Word
735
12/12/2006
სსმ, 167, 13/12/2006
010.210.040.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შე­ტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №735

2006 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, №78, 2005 წ., მუხ. 831) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტში რიცხვი „136“ შეიცვალოს რიცხვით „161“ და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 161 ერთეულით.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო.“;

გ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი;

დ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის კომპიუტერების ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება;

გ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი წინადადებების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე;

დ) ერთიანი კომპიუტერული სისტემის ფორმირება, კოორდინაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ე) ერთიანი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობამ (ზ. ნოღაიდელი) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად უზრუნველყოს ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში შესაბამისი ასიგნებების გათვალისწინება.

მ. სააკაშვილი