საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/09/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 103, 27/09/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
  • Word
389
27/09/2001
სსმ, 103, 27/09/2001
010.340.000.05.002.002.
საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №389

2001 წლის 27 სექტემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად დამტკიცდეს:

1. ტყიბულის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 13 აგვისტოს №21 გადაწყვეტილება „ტყიბულის რაიონის ჯვარისის თემში შემავალ ლაშიის უბნისათვის სოფლის სტატუსისა და საზღვრების აღდგენის შესახებ“.

2. ვანის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 2 თებერვლის №9 გადაწყვეტილება „ზედა ციხესულორის ქ. ვანის საკრებულოდან გამოყოფისა და სოფელ ციხესულორის საკრებულოში გაერთიანების შესახებ“.

3. ცაგერის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 23 დეკემბრის №33 გადაწყვეტილება „ქვედა ცაგერის თემიდან სოფლების ჩხუტელის, ლასხანის და დოღურაშის გამოყოფის და მათ ბაზაზე სოფელ ჩხუტელის ადმინისტრაციული ცენტრით ჩხუტელის თემის შექმნის შესახებ“.

4. გურჯაანის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 14 ივნისის №13 გადაწყვეტილება ჭანდარის თემიდან სოფელ ძირკოკის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ“.

5. ყვარლის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 5 სექტემბრის №26 გადაწყვეტილება „ახალსოფლის თემიდან სოფელ ბალღოჯიანის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ“.

6. ბორჯომის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 8 სექტემბრის №44 გადაწყვეტილება დაბა ბაკურიანში შემავალი დასახლებისათვის სოფლის სტატუსის აღდგენისა და სახელწოდება „თორის“ მინიჭების შესახებ.

7. გურჯაანის რაიონის საკრებულოს 2000 წლის 23 თებერვლის №4 გადაწყვეტილება ჯიმითის თემიდან სოფელ ნანიანის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ“.

8. წალკის რაიონის საკრებულოს 2001 წლის 7 სექტემბრის №11 გადაწყვეტილება „ავრანლოს თემიდან სოფელ გუმბათის, არჯევან-სარვანის თემიდან სოფელ თეჯიშის და რეხის თემიდან სოფელ ხანდოს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულებად გამოყოფის შესახებ“.

9. წალკის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 29 ივნისის №4 გადაწყვეტილება „ედიქილისის თემიდან სოფელ ნარდევანის, თიქილისას და გუნიაკალას; კუშჩის თემიდან სოფელ ყიზილქილისას, სოფელ ოზნის, სოფელ ოლიანგის, სოფელ ჯინისის და სოფელ ბურნაშეთის; ხაჩკოის თემიდან სოფელ კაბურის და სოფელ ჩივთქილისას; წინწყაროს თემიდან სოფელ დარაქოის; თრიალეთის თემიდან სოფელ დაშბაშის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულებად გამოყოფის შესახებ“.

10. გარდაბნის რაიონის საკრებულოს 1999 წლის 19 ოქტომბრის №8 გადაწყვეტილება „თელეთის თემიდან სოფელ კუმისის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ“.

ე. შევარდნაძე