„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 617
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 143, 19/10/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004
  • Word
617
19/10/2006
სსმ, 143, 19/10/2006
010.210.040.08.002.004
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №617

2006 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, №78, 2005 წ., მუხ. 831) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტში რიცხვი „147“ შეიცვალოს რიცხვით „136“ და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 136 ერთეულით.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

„ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელს განსაზღვრავს ადმინისტრაციის უფროსი.“;

გ) ამოღებულ იქნეს ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი;

დ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპიუტერული უზრუნველყოფა და კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირება, კოორდინაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;“.

2. ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ.

მ. სააკაშვილი