„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 03/10/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 04/10/2006
სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.08.002.004
  • Word
583
03/10/2006
სსმ, 136, 04/10/2006
190.020.060.08.002.004
„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №583

2006 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №92, მუხ. 662) და ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“;

ბ) ბრძანებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში გრანტითა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოსატანი საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის, გამოყენებისა და მონიტორინგის გაუმჯობესების და ამ სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით“;

გ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს დებულება „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“;

დ) დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“;

ე) დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დებულება შემუშავებულია საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვის, გამოყენებისა და მონიტორინგის მოწესრიგების მიზნით.“;

ვ) დებულების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

ამ დებულების პირველი თავის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტებები:

1. დონორი – ორგანიზაცია, რომელიც ხელშეკრულების ან წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფს ჰუმანიტარულ საქონელს მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადასაცემად.

2. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია – იურიდიული პირი, ფილიალი, წარმომადგენლობა ან უშუალოდ დონორი, რომელიც მიმღებს დადგენილი წესით უნაწილებს ჰუმანიტარულ საქონელს. თუ დონორი უშუალოდ ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას, მასვე ეკისრება იმ უფლებამოვალეობათა შესრულება, რომლებსაც განსაზღვრავს ეს დებულება ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის.

3. მიმღები – იურიდიული ან ფიზიკური პირი, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო, რომელიც იღებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ჰუმანიტარულ საქონელს.

4. მონეტიზაცია – ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონე საქონლის რეალიზაცია, გაცვლითი ოპერაციები (ბარტერული ოპერაციები).

5. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამა – ცალკეული ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს მიმღებთათვის დახმარების უსასყიდლოდ გაწევას.

6. საქონელი – ყველა საქონელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქონლის გარდა.

7. ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმა – კონკრეტული საქონლის განაწილების გეგმა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს ფინანსთა სამინისტროში ამ საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად.“;

ზ) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისანიჭებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წერილობითი მომართვა საიმპორტო საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით;

ბ) ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ასლები (შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, წესდების ასლი, საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული მოწმობის ასლი საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თაობაზე), რეგისტრაციის მოწმობის ასლი არ მოეთხოვებათ დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციებს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;

გ) დონორსა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულების ან ჰუმანიტარული საქონლის გამოყოფის შესახებ დონორის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია (ან მიმღები), რომელი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამისთვის იგზავნება საქონელი, საქონლის დასახელება, რაოდენობა, ღირებულება და ჰუმანიტარული დახმარების მიზანი;

დ) საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ე) თუ ხელშეკრულება ან წერილობითი შეტყობინება სრულყოფილად არ ასახავს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ „გ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა აღნიშნოს მომართვის წერილში. ამასთან, თუ საქონელი ექვემდებარება განაწილებას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარი გეგმაც.“;

თ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი;

ი) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭება არ ხდება ამ მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის გარეშე.“;

კ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი;

ლ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აღრიცხავს საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებულ საქონელს. სრულყოფილი აღრიცხვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საიმპორტო საქონელზე ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებიდან 30 კალენდარულ დღეში ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს ანგარიში ჰუმანიტარული სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების შესახებ (თუ საქონელი ექვემდებარებოდა განაწილებას). იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ვადა აღემატება 30 კალენდარულ დღეს, ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს მიმდინარე ანგარიში ყოველი თვის 10 რიცხვამდე, წარმოდგენილი ანგარიშები (თითოეული გვერდი) დამოწმებული უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.“;

მ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახდენს ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილების მონიტორინგს. აღნიშნული მოიცავს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ანგარიშების ჰუმანიტარული დახმარების განაწილების წინასწარ გეგმასთან შედარებასა და ანალიზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებების გამო ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებული საქონლის განაწილება (განაწილების წინასწარი გეგმის შესაბამისად), ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაცია ვალდებულია ანგარიშის წარდგენის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ წერილობითი განმარტება და შეუთანხმოს გასანაწილებელი საქონლის შემდგომი განაწილების (გამოყენების) მიმართულებები.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ წერილობით განმარტებას და განაწილების (გამოყენების) შემდგომ მიმართულებებს და შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ჰუმანიტარული დახმარების განმახორციელებელ ორგანიზაციას აცნობებს წერილობითი განმარტების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში.

4. ამავე მუხლის მეორე პუნქტში აღნიშნული წერილობითი განმარტების ან ანგარიშების დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების წინასწარი განაწილების გეგმის შეუსაბამოდ განაწილების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებულ საქონელს მოუხსნას ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი. ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ჰუმანიტარული დახმარების სტატუსით იმპორტირებულ საქონელს გაუუქმოს სტატუსი ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზეც (რომელშიც განმარტებული უნდა იყოს სტატუსის გაუქმების მიზეზები). საქონლისათვის ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი და შემდგომი გადაცემა დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5. 21 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევით ჰუმანიტარული საქონლის განაწილებისას, ასეთ საქონელს ეხსნება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი და იბეგრება საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

6. საქონელი, რომელსაც მიენიჭება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი, არ ექვემდებარება მონეტიზაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონეტიზაციის პროგრამა შეთანხმებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, და როდესაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს საქონლის მონეტიზაციის შედეგად მიღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებას.“;

ნ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.

1. საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) გრანტის მიმღების წერილობითი მომართვა;

ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;

გ) გრანტის მიმღების შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის მოწმობის ასლი (რეგისტრაციის მოწმობის ასლი არ მოეთხოვებათ დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული სტატუსის მქონე ორგანიზაციებს, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს);

დ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;

ე) საგადასახადო ინსპექციის მიერ გრანტის მიმღებისათვის გაცემული მოწმობა საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თაობაზე (ასლი);

ვ) საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღებია საქართველოს მოქალაქე.

2. უცხო ენაზე შედგენილი ყველა დოკუმენტი, რომლებსაც გრანტის მიმღები წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, უნდა იყოს ქართულ ენაზე ნათარგმნი. თარგმნის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიალურად ან გრანტის მიმღების ბეჭდით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იძლევა დასაბუთებულ უარს.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია გრანტის სტატუსით იმპორტირებულ საქონელს გააუქმოს გრანტის სტატუსი გრანტის მიმღების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რომელშიც განმარტებული უნდა იყოს გრანტის სტატუსის გაუქმების მიზეზები.

5. საქონლისათვის გრანტის სტატუსის მოხსნის შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის იმპორტი დაიბეგრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მ. სააკაშვილი