„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 343
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 74, 02/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003
  • Word
343
02/06/2006
სსმ, 74, 02/06/2006
010.210.040.08.002.003
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №343

2006 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-2 პუნქტში რიცხვი ,,177“ შეიცვალოს ,,147“-ით და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 147 ერთეულით.“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) პრესსამსახური;“.

3. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) კორესპონდენციის კოორდინაციის, ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახური;“.

4. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პრესსამსახურის ფუნქციებია:

ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ბ) საზოგადოების ინფორმირება საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.“.

5. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11. კორესპონდენციის კოორდინაციის, ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახურის ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) ორგანიზაცია;

ბ) ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;

გ) საქმისწარმოების ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებებისა და პროექტების მომზადება;

დ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების რედაქტირება და ხელმოსაწერად მომზადება;

ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების რეესტრების წარმოება;

ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

ზ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი განცხადებების განხილვა;

თ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილ განცხადებებსა და სახელმწიფო ორგანოებიდან მიღებულ პასუხებზე სტატისტიკური და თემატური ანალიზის მომზადება;

ი) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის სახელზე წარმოდგენილი განცხადებების განხილვის პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

კ) ადმინისტრაციის არქივის წარმოება;

ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მ. სააკაშვილი