,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/02/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 28/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.422
  • Word
39
23/02/2006
სსმ, 27, 28/02/2006
040.030.000.10.003.000.422
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ”
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №39

2006 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირების � ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ

�უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების � ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაცია მათი გაერთიანების გზით.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებათა რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს � უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტატუსად განესაზღვროს უნივერსიტეტი და ეწოდოს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

3. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნად განისაზღვროს ,,უმაღლესი განათლების შესა-ხებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის � აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებათა საფუძველზე უზრუნველყოს ,,საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე� საქართველოს კანონის პროექტის მომზადება საჯარო სამართლის იურიდიული პირების � ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის � აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გადაცემის მიზნით.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) საჯარო სამართლის იურიდიული პირის � აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება დაამტკიცოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სსიპ � აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის გაერთიანებული ინსტიტუტების ბალანსებზე რიცხული სახელმწიფო ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი��� �ზ. ნოღაიდელი