„სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word
„სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 226
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 24/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 440.020.010.08.002.003
  • Word
226
24/03/2006
სსმ, 40, 24/03/2006
440.020.010.08.002.003
„სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №226

2006 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რეორგანიზაცია მისი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მიერთების გზით.

2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მიერთების საკითხის გადაწყვეტა.

3. საჯარო სამართლის იურდიულ პირს – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მიენიჭოს უფლებამოსილება განახორციელოს დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) და უწყვეტი პროფესიული განვითარება.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმით გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ოქტომბრის №565 ბრძანებულება (სსმ III, 1999 წ., №49, მუხ. 852).

მ. სააკაშვილი