დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 111 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 10/02/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 10/02/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 120.090.000.08.002.003 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2006 - 21/04/2006)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №111
2006 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბრის №294 ბრძანებულება.
3. ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უზრუნველყოს შემდეგი ბრძანებების გამოცემა:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების (ჰაუპტვახტის) ფუნქციონირების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;
ბ) საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული, ოქმებისა და დისციპლინური საქმისწარმოებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების ნიმუშების დამტკიცების თაობაზე.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
კარი პირველი. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების ამოცანები და მიზნები
1. საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების (ტექსტში შემდგომში – „წესდება“) ამოცანაა მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა; დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ზუსტი და განუხრელი დაცვით, მოქალაქეთა და სხვა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების პატივისა და ღირსების გათვალისწინებით, საერთო და სამხედრო ცხოვრების წესების პატივისცემით, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.
2. აღნიშნული ამოცანის განხორციელების მიზნით, წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და რომელი ღირსეულ საქციელს, რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან რა სახის წახალისება და რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ, რა წესით შეიძლება დაეკისროს დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეს.
3. წესდება გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლით და საქართველოს კანონმდებლობით საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან.
4. წესდების მიზანია სამხედრო მოსამსახურის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება, სამხედრო დისციპლინის დაცვა და ღირსეული საქციელისათვის მათი წახალისება.
მუხლი 2. წესდების მიზანი
1. წესდების მიზანია დაიცვას სამხედრო მოსამსახურის ღირსება და განამტკიცოს სამხედრო დისციპლინა.
2. სამხედრო მოსამსახურის ღირსება გულისხმობს მის ზნეობრივ დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და საზოგადოების მიმართ. იგი ღირსების საშუალებით აცნობიერებს საკუთარ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.
3. სამხედრო დისციპლინა არის სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებებით გათვალისწინებული წესების მკაცრი და ზუსტი დაცვა. სამხედრო დისციპლინა ეფუძნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ მოვალეობების განუხრელ შესრულებას, პირადი პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით.
მუხლი 3. დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება
შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებები შეიმუშავებენ და განახორციელებენ დისციპლინური გადაცდომების თავიდან აცილების, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღმოფხვრის ღონისძიებებს.
მუხლი 4. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან ღირსეული საქციელისათვის წახალისების შეფარდება
1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან ღირსეული საქციელისათვის წახალისება შეეფარდება ამ წესდებით დადგენილი წესის მიხედვით.
2. სამხედრო დისციპლინასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება ხორციელდება ამ წესდებითა და კანონმდებლობის ზუსტი დაცვით.
3. უფლებამოსილი დაწესებულებები და თანამდებობის პირები დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს ან წახალისებებს შეუფარდებენ მათი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი დაცვით.
4. სამხედრო მოსამსახურეს არ შეიძლება შეეფარდოს რამდენიმე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან წახალისება ერთი და იმავე ქმედებისთვის.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან წახალისების შეფარდებისას კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს ზემდგომი უწყებების (თანამდებობის პირთა) მხრიდან სისტემატური კონტროლი, გასაჩივრების უფლება და კანონმდებლობით დადგენილი სხვა საშუალებები.
მუხლი 5. ტერმინთა განმარტება
წესდებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამხედრო ძალები – შეიარაღებული ფორმირება, რომელიც შექმნილია კანონმდებლობით ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით. საქართველოს სამხედრო ძალების შემადგენლობაა:
ა.ა) საქართველოს შეიარაღებული ძალები;
ა.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო ძალები;
ბ) შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება:
ბ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
გ) სამხედრო მოსამსახურე – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში.
დ) უფროსები (მეთაურები) და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები – სამსახურებრივი მდგომარეობისა და სამხედრო წოდების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეები სხვათა მიმართ შეიძლება იყვნენ უფროსები ან მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირები. უფროსებს უფლება აქვთ უბრძანონ მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს და შეამოწმონ ბრძანების შესრულება. უფროსები, რომელთაც სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივად ემორჩილებიან, არიან პირდაპირი უფროსები. სამხედრო მოსამსახურეთა თანამდებობრივად უახლოეს უფროსს ეწოდება უშუალო უფროსი.
სამხედრო წოდების მიხედვით, უფროსები არიან სამხედრო წოდებით ზემდგომნი სამხედრო წოდებით ქვემდგომების მიმართ;
ე) ოფიცერთა შემადგენლობა – საქართველოს სამხედრო ძალების ოფიცერთა შემადგენლობა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო მოხელეთა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მდგომარეობა;
ვ) ოფიცერი – პირი, რომელსაც მიღებული აქვს სამხედრო განათლება ან გავლილი აქვს სპეციალური სამხედრო მომზადება ან უამისოდ მიენიჭა ოფიცრის სამხედრო წოდება;
ზ) გარნიზონი – დასახლებულ პუნქტებში ან მათ გარეთ მუდმივად ან დროებით განლაგებული სამხედრო ძალების შემადგენლობაში მყოფი სამხედრო ნაწილების, სამხედრო სასწავლებლებისა და დაწესებულებების ერთობლიობა;
თ) ადმინისტრაციული წარმოება – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა (შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების, ხელმძღვანელის ან მეთაურის საქმიანობა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით;
ი) ექსტრემალური სიტუაცია – სიტუაცია, რომელშიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშ იმყოფება;
კ) ხელფასი – თანამდებობრივი განაკვეთი, წოდებრივი სარგო და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის დანამატები;
ლ) არაერთგზის ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა – ორჯერ ან მეტჯერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომა დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
თავი II
წესდების მოქმედების ფარგლები
მუხლი 6. წესდების მოქმედება დროში
1. სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან ღირსეული საქციელისათვის წახალისება უნდა შეეფარდოს სამხედრო სადისციპლინო წესდებით, რომელიც მოქმედებს აღნიშნული ქმედების ჩადენის დროს.
2. ქმედების ჩადენის დრო არის დრო, როდესაც მოქმედებს სამხედრო მოსამსახურე. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს.
მუხლი 7. წესდების უკუძალა
1. წესდების ნორმას, რომელიც აუქმებს დისციპლინური გადაცდომის დაკისრებას ან ამსუბუქებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, აქვს უკუძალა. ნორმას, რომელიც აწესებს ან ამკაცრებს პასუხისმგებლობას დისციპლინური გადაცდომისათვის, უკუძალა არა აქვს.
2. წესდების ნორმას, რომელიც აწესებს ან აუქმებს წახალისების ზომებს ღირსეული საქციელისათვის, უკუძალა არ აქვს.
მუხლი 8. წესდების მოქმედების ფარგლები
წესდება მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეთა პირად შემადგენლობაზე, აგრეთვე საქართველოს საზღვრებს გარეთ განლაგებული საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების პირად შემადგენლობაზე იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
კარი მეორე
ღირსეული საქციელი და წახალისების სახეები
თავი III
ღირსეული საქციელი
მუხლი 9. სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ღირსეული საქციელის ცნება
სამხედრო მოსამსახურის ღირსეულ საქციელად ჩაითვლება სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, სამხედრო დისციპლინის, მოქალაქისა და სამხედრო მოსამსახურის უფლება-მოვალეობების, მმართველობის მიერ დადგენილი წესის დასაცავად ჩადენილი ქმედება, რომელიც გამოიწვევს სამხედრო სამსახურში, საზოგადოებაში სამხედრო მოსამსახურის მკვეთრად დადებით შეფასებას და რომლისთვისაც ამ წესდებით გათვალისწინებულია წახალისება.
მუხლი 10. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი და განსაკუთრებული გარემოებები
1. ღირსეული საქციელის ჩვეულებრივი გარემოებებია:
ა) მშვიდობიანობის პერიოდი;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო;
გ) უფროსის (მეთაურის) ბრძანების შესრულება;
დ) შვებულებაში ყოფნის პერიოდი;
2. ღირსეული საქციელის განსაკუთრებული გარემოებებია:
ა) საბრძოლო მოქმედებების ან საბრძოლო სამსახურის (ამოცანის) შესრულების დრო;
ბ) სხვა სახელმწიფოში ყოფნის დრო.
გ) საერთაშორისო სამხედრო წრთვნებში მონაწილეობის დრო;
დ) ექსტრემალურ სიტუაციაში მოქმედება;
ე) საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების დრო.
თავი IV
წახალისება
მუხლი 11. წახალისების მიზნები
წახალისება გამოიყენება სამხედრო დისციპლინის გასამტკიცებლად. წახალისების მიზანია სამხედრო მოსამსახურეთა მოტივირება დაკისრებულ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისა და სამხედრო მოსამსახურეთა პატივისა და ღირსების წარმოჩენისათვის.
მუხლი 12. წახალისების სახეები
ღირსეული საქციელისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები:
ა) მადლობა;
ბ) ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა;
გ) საპატიო სიგელი;
დ) ფასიანი საჩუქარი;
ე) ფულადი ჯილდო;
ვ) სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ან დისლოკაციის ადგილიდან რიგგარეშე დათხოვნა (რიგგარეშე დათხოვნა);
ზ) სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნა;
თ) დაჯილდოება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით;
ი) ქვედანაყოფის (ნაწილის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრა;
კ) ნაწილის (გემის) საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანა;
ლ) „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
მ) „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ნ) უწყებრივი მედლით დაჯილდოება;
ო) მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება – ამ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით;
პ) სახელობითი ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება;
ჟ) სახელმწიფო ჯილდოებით – ორდენებით და მედლებით დაჯილდოება.
მუხლი 13. მადლობა
მადლობა, როგორც წახალისების ზომა, ცხადდება მწყობრის წინ ან სამხედრო მოსამსახურეების კრებაზე ზეპირად და ფორმდება ბრძანებით. მადლობა შეიძლება გამოუცხადდეს როგორც ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეს, ისე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეთა მთელ შემადგენლობას.
მუხლი 14. ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა
1. ადრე დადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნა, როგორც წახალისების ერთ-ერთი ზომა, ცხადდება მწყობრის წინ ან სამხედრო მოსამსახურეების კრებაზე ზეპირად და ფორმდება ბრძანებით. წახალისების ამგვარი ზომით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მოეხსნას მხოლოდ ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნის უფლება აქვს იმ უფროსს (მეთაურს), რომელმაც გამოიყენა პასუხისმგებლობის ზომა, აგრეთვე სხვა პირდაპირ უფროსს (მეთაურს), რომელსაც აქვს არანაკლები სადისციპლინო უფლება.
3. ეს წახალისების ზომა გამოიყენება წესდების 54 – 107 მუხლებით გათვალისწინებული ღირსეული საქციელისათვის, თუ იგი ჩადენილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების პერიოდში.
მუხლი 15. საპატიო სიგელი
საპატიო სიგელი, როგორც წახალისების ზომა, ცხადდება წერილობით და ფორმდება ბრძანებით. სიგელებით შეიძლება დაჯილდოვდეს როგორც ცალკეული სამხედრო მოსამსახურე, ისე ქვედანაყოფის მთელი პირადი შემადგენლობა.
მუხლი 16. ფასიანი საჩუქარი
1. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება ხდება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.
2. ფასიანი საჩუქრის ღირებულება არ უნდა იყოს დაჯილდოებული სამხედრო მოსამსახურის ხელფასის 50%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ხელფასის ღირებულებას.
მუხლი 17. ფულადი ჯილდო
1. ფულადი ჯილდოთი წახალისება ხდება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე.
2. ფულადი ჯილდოს ოდენობა არ უნდა იყოს დაჯილდოებული სამხედრო მოსამსახურის ხელფასის 50%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს დასაჯილდოებელი სამხედრო მოსამსახურის ერთი თვის ხელფასს.
მუხლი 18. სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან ან დისლოკაციის ადგილიდან რიგგარეშე დათხოვნა
1. სამხედრო მოსამსახურის რიგგარეშე დათხოვნა, როგორც წახალისების ზომა, ცხადდება მწყობრის წინ ან სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე ზეპირად და ფორმდება ბრძანებით.
2. აღნიშნული წახალისების ზომა გამოიყენება მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფთა მიმართ.
მუხლი 19. სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნა
სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნა, როგორც წახალისების ზომა, გამოიყენება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფ რიგითთა და სერჟანტთა შემადგენლობის მიმართ.
მუხლი 20. დაჯილდოება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით
დაჯილდოება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით, როგორც წახალისების ზომა, ფორმდება ბრძანებით.
მუხლი. 21. ქვედანაყოფის (ნაწილის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრა
1. ქვედანაყოფის (ნაწილის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრა, როგორც წახალისების ზომა, ფორმდება ბრძანებით.
2. აღნიშნული წახალისების ზომა მოქმედებს წახალისებული სამხედრო მოსამსახურის სხვა ნაწილში გადასვლამდე ან/და დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის ზომის დადებამდე.
მუხლი. 22. ნაწილის (გემის) საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანა
1. ნაწილის (გემის) საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანა, როგორც წახალისების ზომა, ფორმდება ბრძანებით.
2. აღნიშნული წახალისების ზომა მოქმედებს ნაწილის (გემის) არსებობის მანძილზე.
მუხლი 23. „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება
1. „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება, როგორც წახალისების ზომა, ცხადდება ზეპირად და ფორმდება ბრძანებით.
2. „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით სამხედრო მოსამსახურის დაჯილდოება ხდება მწყობრის წინ.
3. „ფრიადოსანი მებრძოლის “ სამკერდე ნიშნის ნიმუშს შეიმუშავებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 24. “წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება
1. „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით დაჯილდოება, როგორც წახალისების ზომა, ცხადდება ზეპირად და ფორმდება ბრძანებით.
2. „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით სამხედრო მოსამსახურის დაჯილდოება ხდება მწყობრის წინ.
3. „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნის ნიმუშს შეიმუშავებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
მუხლი 25. უწყებრივი მედლით დაჯილდოება
1. უწყებრივი მედლით დაჯილდოება, როგორც წახალისების ზომა, ცხადდება ზეპირად და ფორმდება ბრძანებით.
2. უწყებრივი მედლით სამხედრო მოსამსახურის დაჯილდოება ხდება მწყობრის წინ ან სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე.
3. „უწყებრივი მედლის“ ნიმუშს შეიმუშავებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი.
შენიშვნა: უწყებრივი მედლით დაჯილდოება ხორციელდება ამ წესდებითა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად.
მუხლი 26. იარაღით დაჯილდოება
1. იარაღით დაჯილდოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იარაღით ჯილდოვდებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება ჯილდოდ გადაეცეთ სამსახურებრივსაშტატო იარაღი.
3. ჯილდოდ მიღებულ იარაღად ითვლება სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღი (დაშნა, ხმალი და სხვ).
4. იარაღით დაჯილდოებას აწარმოებს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი პირადად, დაჯილდოების აქტი ფორმდება ბრძანების სახით.
5. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ჯილდოდ გადაცემა აკრძალულია.
მუხლი 27. სახელმწიფო ჯილდოებით – ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება
1. კანონმდებლობით დაწესებული სახელმწიფო ჯილდოებით – ორდენებით და მედლებით ჯილდოვდებიან სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც გამოიჩინეს გმირობა, მამაცობა ქვეყნის დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში, განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვით სახელმწიფოს მშენებლობაში.
2. სახელმწიფო ჯილდოებით – ორდენებითა და მედლებით დაჯილდოება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. წახალისების აღნიშნული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ წესდებით დადგენილი წესის გარეშე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით.
თავი V
წახალისების წესი
მუხლი 28. წახალისების ზოგადი წესი
1. ღირსეული ქმედებისათვის წახალისება ხდება წესდებით განსაზღვრული წესით.
2. წახალისება ცხადდება ზეპირად, ბრძანებით მწყობრის წინ ან სამხედრო მოსამსახურეების კრებაზე, რომელიც შემდგომ ფორმდება ბრძანებით.
მუხლი 29. წახალისება რამდენიმე ღირსეული საქციელისათვის
სამხედრო მოსამსახურე ორი ან მეტი ღირსეული ქმედების ჩადენისას წახალისდება თითოეული ქმედებისათვის ცალ-ცალკე.
მუხლი 30. წახალისების გარდაუვალობა
სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც წესდებით გათვალისწინებულ ღირსეულ საქციელს ჩაიდენს, წახალისების შესაბამისი ზომა უნდა შეეფარდოს წესდების ზუსტი დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში დისციპლინური ზომის გამოყენებით უფლებამოსილ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა წესდებით დადგენილი წესით.
კარი მესამე
დისციპლინური გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობა
თავი VI
დისციპლინური გადაცდომა
მუხლი 31. დისციპლინური გადაცდომის ცნება
დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის და/ან სამხედრო სამსახურის წესის, საკუთრების, სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების, მმართველობის მიერ დადგენილი წესის (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პასუხისმგებლობის ზომას არ ითვალისწინებს.
მუხლი 32. უკიდურესი აუცილებლობა
დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა იმ სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელმაც ჩაიდინა ამ წესდებით გათვალისწინებული ქმედება უკიდურესი აუცილებლობის ვითარებაში იმ საფრთხის ასაცილებლად, რომელიც ემუქრება სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სამხედრო სამსახურის წესს, საკუთრებას, სამხედრო მოსამსახურეთა ან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის მიერ დადგენილ წესს და ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია სხვა საშუალებებით, ამასთან, მიყენებული ზიანი, აცდენილ ზიანთან შედარებით, ნაკლებმნიშვნელოვანია.
მუხლი 33. აუცილებელი მოგერიება
1. დისციპლინურ გადაცდომად არ მიიჩნევა იმ სამხედრო მოსამსახურის ქმედება, რომელმაც ჩაიდინა ამ წესდებით გათვალისწინებული ქმედება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმ საფრთხის ასაცილებლად, რომელიც ემუქრება სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სამხედრო სამსახურის წესს, საკუთრებას, სამხედრო მოსამსახურეთა ან მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მმართველობის მიერ დადგენილ წესს, მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ, ამასთან, არ მოხდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.
2. აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედების აშკარა შეუსაბამობას მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათსა და საშიშროებასთან.
მუხლი 34. ფსიქიკური მოშლილობა
დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ეკისრება სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დროს იმყოფებოდა დროებითი ფსიქიკური მოშლილობის მდგომარეობაში, ე.ი. არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
თავი VII
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები
მუხლი 35. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიზნები
1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიზანია სამხედრო მოსამსახურის დისციპლინის დაცვა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი გადაცდომის თავიდან აცილება და დისციპლინის დამრღვევი სამხედრო მოსამსახურის რესოციალიზაცია.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიზანი არ არის სამხედრო მოსამსახურის პიროვნული ღირსების დამცირება.
მუხლი 36. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახეები
დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა;
დ) მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა;
ე) გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო;
ვ) ადმინისტრაციული პატიმრობა;
ზ) ხელფასის დაქვითვა;
თ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეი-თება;
ი) სამსახურიდან დათხოვნა.
მუხლი 37. შენიშვნა
1. შენიშვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ცხადდება ზეპირად და ფორმდება ბრძანებით. იგი გამოიყენება მცირედმნიშვნელოვანი დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის მიმართ. სამხედრო მოსამსახურეს საყვედურს უცხადებენ პირადად, მიწერილობით ან თათბირზე. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე ბრძანების ძალაში შესვლიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ავტომატურად მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იმავე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას.
მუხლი 38. საყვედური
1. საყვედური, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ცხადდება ზეპირად და ფორმდება ბრძანებით. სამხედრო მოსამსახურეს საყვედურს უცხადებენ პირადად, მიწერილობით ან თათბირზე. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე ბრძანების ძალაში შესვლიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ავტომატურად მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იმავე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას.
მუხლი 39. რიგგარეშედ განაწესში სამი განწესით დანიშვნა
1. რიგგარეშედ განაწესში სამი განწესით დანიშვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ და ფორმდება ბრძანებით. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე ბრძანების ძალაში შესვლიდან.
2. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისას განწესი სრულდება 10 დღის ვადაში.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით გამოყენებულ განწესში არ იგულისხმება სამხედრო მოსამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ავტომატურად მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იმავე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას.
მუხლი 40. მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა
1. მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება მხოლოდ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირთა მიმართ და შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე ბრძანების ძალაში შესვლიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ავტომატურად მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იმავე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას.
მუხლი 41. გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო
1. დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის არასრული და არაჯეროვანი შესრულებისათვის სამხედრო მოსამსახურეს პირადად, მიწერილობით ან თათბირზე გამოეცხადება გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც ფორმდება ბრძანებით. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაა ექვსი თვე ბრძანების ძალაში შესვლიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ავტომატურად მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იმავე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას.
მუხლი 42. ადმინისტრაციული პატიმრობა
1. ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება) გამოიყენება სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიმართ ცალკეული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის ვადით 30 დღე-ღამემდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა სამხედრო სამსახურის ვადაში არ ეთვლება და, შესაბამისად, ხელფასი არ მიეცემათ.
მუხლი 43. ხელფასის დაქვითვა
1. ხელფასის დაქვითვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.
2. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება ვადით ათ თვემდე.
3. სამხედრო მოსამსახურეს, ამ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებისას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან დაექვითება ხელფასის არა უმეტეს 30 პროცენტი.
მუხლი 44. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება
1. სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება ხდება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან აშკარად გამოხატული სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის.
2. აღნიშნული პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება ერთი წლის ვადით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ავტომატურად მოხსნილად ითვლება ექვსი თვის შემდეგ, თუ სამხედრო მოსამსახურე ამ ვადის განმავლობაში არ ჩაიდენს იმავე ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას.
მუხლი 45. სამსახურიდან დათხოვნა
სამსახურიდან დათხოვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.
თავი VIII
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადება
მუხლი 46. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების ზოგადი წესი
1. დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადება ხდება ამ წესდებისა და სხვა ნორმატიული აქტების ზუსტი შესაბამისობით.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ცხადდება ბრძანებით (წერილობით) – პირადად ან თათბირზე. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოცხადება მეთაურებისათვის (უფროსებისათვის) ხელქვეითთა თანდასწრებით აკრძალულია.
მუხლი 47. დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი
დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად ითვლება:
1. დისციპლინური გადაცდომის გულწრფელი მონანიება.
2. დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ გადაცდომის მავნე შედეგების აცილება, ზარალის ნებაყოფილობით ანაზღაურება ან მიყენებული ზიანის გამოსწორება.
3. დისციპლინურ გადაცდომის ჩადენაზე ნებაყოფილობით ხელის აღება.
4. გადაცდომის ჩადენა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
5. სხვა გარემოებათა გამო, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში შესაძლებელია მიჩნეულ იქნენ გადაცდომის ჩადენის შემამსუბუქებელ გარემოებებად.
მუხლი 48. დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი
დისციპლინური გადაცდომისათვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ითვლება:
1. მართლსაწინააღმდეგო ქცევის განგრძობა, მისი შეწყვეტის შესახებ საამისოდ უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის მიუხედავად.
2. პირის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების ვადაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.
3. ხელქვეითების ჩაბმა სამართალდარღვევაში.
4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ.
5. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში.
6. დისციპლინური გადაცდომის ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაში.
მუხლი 49. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადება რამდენიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის
სამხედრო მოსამსახურეს, ორი ან მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეეფარდება თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე.
მუხლი 50. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადების გაანგარიშება
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადებისას ვადის გაანგარიშება ხდება წლებით, თვეებით ან დღეებით.
მუხლი 51. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების ვადები
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დადებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, განსაკუთრებულ შემთხვევაში – მისი გამოცხადების დღიდან არა უგვიანეს 30 დღე-ღამისა, იმ დღიდან, როდესაც გადაცდომის შესახებ ცნობილი გახდა უფლებამოსილი ორგანოსათვის (თანამდებობის პირისათვის).
მუხლი 52. მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისათვის შეფარდებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადება არ ათავისუფლებს დისციპლინური გადაცდომის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისათვის მას შეფარდებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
მუხლი 53. წესდებით გათვალისწინებული წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სისრულეში მოყვანის წესი
1. წახალისება სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი დაუყოვნებლივ.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა სისრულეში უნდა იქნეს მოყვანილი დაუყოვნებლივ, განსაკუთრებულ შემთხვევაში – მისი გამოცხადების დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ამასთან, პირი რომლის მიზეზითაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ იქნა სისრულეში მოყვანილი ერთი თვის განმავლობაში, პასუხს აგებს ამ წესდებით დადგენილი წესით.
კარი მეოთხე
სამხედრო მოსამსახურის ღირსეული საქციელი
თავი IX
სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობა
მუხლი 54. სამხედრო სასწავლებლის ფრიადზე დამთავრება
კურსანტის ან მსმენელის მიერ სამხედრო სასწავლებლის ფრიადზე დამთავრება, –
წახალისდება სამხედრო ნაწილის (სასწავლებლის) საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანით.
მუხლი 55. სამხედრო წესდებების, სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების სრულყოფილი თეორიული შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება
სამხედრო წესდებების, სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების სრულყოფილი თეორიული შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენება, –
წახალისდება „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით.
მუხლი 56. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა
ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, –
წახალისდება რიგგარეშე დათხოვნით.
მუხლი 57. საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა
1. საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე თანამდებობით გათვალისწინებული საბრძოლო ტექნიკის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, –
წახალისდება მადლობით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, –
წახალისდება „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით.
მუხლი 58. მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა
მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 59. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება, –
წახალისდება „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით.
მუხლი 60. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით შესრულება
ფიზიკური ნორმატივის წარმატებით შესრულება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 61. სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა
სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სახელმწიფო დონის ჩემპიონატებში ან ფესტივალებში მონაწილეობის მიღება და საპრიზო ადგილის დაკავება, –
წახალისდება ქვედანაყოფის (ნაწილის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრით.
მუხლი 62. სამხედრო წვრთნისას სასწავლო საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება
სამხედრო წვრთნისას სასწავლო საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 63. სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა
1. შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა, –
წახალისდება უწყებრივი მედლით.
მუხლი 64. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა
1. შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა, –
წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა, –
წახალისდება უწყებრივი მედლით.
მუხლი 65. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა
1. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა, –
წახალისდება მადლობის გაგზავნით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან/და სხვა განსაკუთრებული პირობების სიტუაციებში, –
ქვედანაყოფის (ნაწილის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრით.
მუხლი 66. თანამებრძოლისათვის დახმარების გაწევა
1. თანამებრძოლისათვის სამხედრო საკითხებში დახმარების გაწევა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, –
წახალისდება სამხედრო მოსამსახურის ოჯახში მადლობის წერილის გაგზავნით.
მუხლი 67. საბრძოლო მოქმედებების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა
საბრძოლო მოქმედებების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განუხრელი დაცვა, –
წახალისდება სამხედრო მოსამსახურის ოჯახისათვის მადლობის წერილის გაგზავნით.
მუხლი 68. ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა
ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა, –
წახალისდება უწყებრივი მედლით.
მუხლი 69. ბრძოლისას მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება
ბრძოლის დროს მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება, –
წახალისდება „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით.
თავი X
სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობა
მუხლი 70. მოვალეობების მაღალხარისხიანი შესრულება
1. მოვალეობების მაღალხარისხიანი შესრულება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ გეგმით დადგენილი მოვალეობების სისტემატურად ხარისხიანი შესრულება, –
წახალისდება მადლობით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან/და სხავ განსაკუთრებული სიტუაციების გარემოებებში, –
წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 71. სამხედრო სასწავლებლის ფრიადზე დამთავრება
სამხედრო სასწავლებლის ფრიადზე დამთავრება, –
წახალისდება ნაწილის (სასწავლებლის) საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანით.
მუხლი 72. სამხედრო წესდებების, სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული შესწავლა
სამხედრო წესდებების, სამხედრო საქმისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული შესწავლა, –
წახალისდება „ფრიადოსანი მებრძოლის “ სამკერდე ნიშნით.
მუხლი 73. ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა
ცეცხლსასროლი იარაღის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის მოვლის, შენახვისა და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 74. ახალი საბრძოლო-სამხედრო იარაღის და ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა
ახალი სამხედრო-საბრძოლო იარაღის და ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შეიარაღებაში ახლადშემოსული იარაღის ან საბრძოლო ტექნიკის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 75. საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა
1. საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი შესწავლა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე თანამდებობით გათვალისწინებული საბრძოლო ტექნიკის მოვლის, შენახვის და გამოყენების წესების სრულყოფილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, –
წახალისდება სამხედრო ნაწილის გაშლილ საბრძოლო დროშასთან გადაღებული პირადი ფოტოსურათით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში წახალისდება „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით
მუხლი 76. მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა
მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა, –
წახალისდება „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით.
მუხლი 77. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების სისტემატურად წარმატებით შესრულება
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების სისტემატურად საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება, –
წახალისდება „ფრიადოსანი მებრძოლის“ სამკერდე ნიშნით.
მუხლი 78. ფიზიკური ნორმატივების წარმატებით შესრულება
1. ფიზიკური ნორმატივის წარმატებით შესრულება ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ასაკისა და ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების საუკეთესო მაჩვენებლებით შესრულება, –
საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან/და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, –
წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 79. სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა
სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სახელმწიფო დონის ჩემპიონატებში ან ფესტივალებში მონაწილეობის მიღება და საპრიზო ადგილის დაკავება, –
წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
მუხლი 80. სამხედრო წვრთნისას სასწავლო საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება
სამხედრო წვრთნისას სასწავლო საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება, –
წახალისდება „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით.
მუხლი 81. სამხედრო სპეციალობის მიხედვით სამეცნიერო ხარისხის დაცვა
სამხედრო სპეციალობის მიხედვით სამეცნიერო ხარისხის დაცვა, –
წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
მუხლი 82. სამხედრო ნაწილში (ქვედანაყოფში) არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა
სამხედრო ნაწილში არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ქვედანაყოფში კანონიერი და ზნეობრივი სამხედრო ტრადიციის განვითარება და მისდამი პირადი შემადგენლობის პატივისცემით აღზრდა, ასევე, კანონიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით, ახალი სამხედრო ტრადიციების დანერგვა, –
წახალისდება სახელობითი ცივი იარაღით.
მუხლი 83. მაღალი ბრძოლისუნარიანობის მქონე სამხედრო ქვედანაყოფის აღზრდა
მეთაური (უფროსი), რომლის ქვედანაყოფი წახალისებულია წესდების 62-ე მუხლით, ხოლო თავად – წესდების მე-80 მუხლით, –
წახალისდება მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
მუხლი 84. სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა
1. შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა, –
ცივი იარაღით დაჯილდოებით.
მუხლი 85. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა
1. შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა, –
წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა, –
წახალისდება ცივი იარაღით დაჯილდოებით.
მუხლი 86. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა
1. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა, –
წახალისდება მადლობით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან/და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, –
წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
მუხლი 87. თანამებრძოლისათვის დახმარების გაწევა
1. თანამებრძოლისათვის სამხედრო საკითხებში დახმარების გაწევა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, –
წახალისდება ფასიანი საჩუქრით.
მუხლი 88. საბრძოლო მოქმედებების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა
საბრძოლო მოქმედებების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განუხრელი დაცვა, –
წახალისდება მადლობით.
მუხლი 89. ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა
ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა, –
წახალისდება მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.
მუხლი 90. სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება
სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება, –
წახალისდება ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
მუხლი 91. ბრძოლის დროს მაღალი ინდივიდუალური მომზადების გამომჟღავნება
ბრძოლის დროს მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება, –
წახალისდება მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.
მუხლი 92. განსაკუთრებული დამსახურება
სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წახალისებულია წესდების 90-ე და 91-ე მუხლების შესაბამისად, –
შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია წახალისდეს მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭებით.
თავი XI
კადრის ოფიცერი
მუხლი 93. სამხედრო სასწავლებლის ფრიადზე დამთავრება
სამხედრო სასწავლებლის ფრიადზე დამთავრება, –
წახალისდება სამხედრო ნაწილის (სასწავლებლის) საპატიო წიგნში სამხედრო მოსამსახურის სახელის შეტანით.
მუხლი 94. სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა
სპორტულ ან/და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება და წარმატების მიღწევა, ე.ი. კადრის სამსახურში მყოფი პირის მიერ სახელმწიფო დონის ჩემპიონატებში ან ფესტივალებში მონაწილეობის მიღება და საპრიზო ადგილის დაკავება, –
წახალისდება ქვედანაყოფის (ნაწილის) საპატიო დაფაზე ფოტოსურათის გაკვრით.
მუხლი 95. სამხედრო სპეციალობის მიხედვით სამეცნიერო ხარისხის დაცვა
სამხედრო სპეციალობის მიხედვით სამეცნიერო ხარისხის დაცვა, –
წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
მუხლი 96. სამხედრო ნაწილში (ქვედანაყოფში) არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა
სამხედრო ნაწილში არსებული ტრადიციების განვითარება და ახალი ტრადიციების დანერგვა, ე.ი. კადრის სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ქვედანაყოფში კანონიერი და ზნეობრივი სამხედრო ტრადიციის განვითარება და მისდამი პირადი შემადგენლობის პატივისცემით აღზრდა, ასევე, კანონიერი და ზნეობრივი თვალსაზრისით ახალი სამხედრო ტრადიციების დანერგვა, –
უწყებრივი მედლით.
მუხლი 97. სამხედრო წვრთნისას სასწავლო საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება
სამხედრო წვრთნისას სასწავლო საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება, –
წახალისდება „წარჩინებული სპეციალისტის“ სამკერდე ნიშნით.
მუხლი 98. მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა
მომიჯნავე სამხედრო სპეციალობის სრულყოფილი შესწავლა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
მუხლი 99. თანამებრძოლისათვის დახმარების გაწევა
1. თანამებრძოლისათვის სამხედრო საკითხებში დახმარების გაწევა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან/და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, –
წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
მუხლი 100. სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა
1. შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამაშველო სამსახურისათვის დახმარების გაწევა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა, –
წახალისდება ცივი იარაღით დაჯილდოვებით.
მუხლი 101. ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა
1. შვებულებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურის მიერ ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურისათვის დახმარების გაწევა, –
წახალისდება საპატიო სიგელით.
2. იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის გადარჩენა, –
წახალისდება ცივი იარაღით დაჯილდოვებით.
მუხლი 102. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა
1. დანაშაულის აღკვეთისას სამართალდამცავი ორგანოებისათვის დახმარების გაწევა წახალისდება ფულადი ჯილდოთი.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის ან/და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში, –
წახალისდება „უწყებრივი მედლით“ მედლით.
მუხლი 103. საბრძოლო მოქმედებების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დაცვა
საბრძოლო მოქმედებების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განუხრელი დაცვა, –
წახალისდება უწყებრივი მედლით.
მუხლი 104. ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა
ბრძოლის ველიდან დაჭრილების გამოყვანა, –
წახალისდება მედლით „მხედრული მამაცობისათვის “.
მუხლი 105. სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება
სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ მიცემული საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულება, –
წახალისდება ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
მუხლი 106. ბრძოლის დროს მაღალი ინდივიდუალური მომზადების გამომჟღავნება
ბრძოლის დროს მაღალი ინდივიდუალური სამხედრო მომზადების გამომჟღავნება, –
წახალისდება სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით.
მუხლი 107. განსაკუთრებული დამსახურება
სამხედრო მოსამსახურე, რომელიც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში წახალისებულია წესდების 105-ე და 106-ე მუხლების შესაბამისად, –
შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია წახალისდეს მორიგი სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭებით.
კარი მეხუთე
დისციპლინური გადაცდომა
თავი XII
სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემადგენლობა
მუხლი 108. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა
1. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მხრიდან ჩადენილი ქმედება, რომელიც არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არღვევს სამხედრო წესდებებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.
მუხლი 109. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა
1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 110. ბრძანების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება
1. ბრძანების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 111. მეთაურის (უფროსის) მოტყუება
1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება როგორც პირად, ასევე სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას რიგგარეშე – 3 განწესამდე დანიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
შენიშვნა : პირადი ხასიათის ინფორმაციად ჩაითვლება ინფორმაცია, რომლის მიწოდებამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 112. მხედრული მისალმების წესის დარღვევა
1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მხედრული სალმის არმიცემა ან სალმის მიცემის დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას, – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 113. მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდის „სმენა“ გაუცემლობა
1. მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდის „სმენა“ გაუცემლობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო წესდებებით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – შენიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 114. სამწყობრო კომანდების დარღვევა
1. სამწყობრო კომანდების დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 115. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება
სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება, აგრეთვე ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორ დღე-ღამემდე ვადით გამოუც-ხადებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 116. სიმულაცია
სიმულაცია, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ მოქმედებები, აგრეთვე საკუთარი სხეულის განზრახ დაზიანება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 117 სიმთვრალე
სიმთვრალე, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 118. ჩხუბი
ჩხუბი, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მონაწილეობა ჩხუბში სამხედრო ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 119. სამსახურებრივი ინვენტარის დაკარგვა-დაზიანება
სამსახურებრივი ინვენტარის დაკარგვა-დაზიანება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 120. პირადი ეკიპირების დაკარგვა-დაზიანება
პირადი ეკიპირების დაკარგვა-დაზიანება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 121. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა
სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა სამხედრო ნივთების სამოქალაქო პირე-ბისათვის მიცემა ან მიყიდვა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 122. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა
1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარების და სხვ. წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 123. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა
1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – შენიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
მუხლი 124. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე
სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკის, ინსიგნიების ან ღილკილოების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
მუხლი 125. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება
1. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარცხნილობები გამოიწვევს, –
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – შენიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
მუხლი 126. მიუღებელი სამკაულების ტარება
სამკაულების ტარება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირისათვის მიუღებელი სამკაულების (პირსინგის) ტარება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 127 . საბუთების გაყალბება
საბუთების გაყალბება, ესე იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ დოკუმენტაციაში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 128. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება
სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
მუხლი 129. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა
არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 130. აზარტული თამაში
1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე აზარტული თამაში, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 131. არაეთიკური ქცევა მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, კონფერენციასა და სხვა ოფიციალურ თავშეყრის ადგილებში
არაეთიკური ქცევა მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, კონფერენციასა და სხვა ოფიციალური თავშეყრის ადგილებში, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 132. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა
დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკის ან საბრძოლო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც შეიძლება გამოეწვია მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 133. თამბაქოს მოწევა
თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
მუხლი 134. სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება
სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (ჰომოსექსუალური ან სხვაგვარი სექსუალური ქმედება), –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 135. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა
ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 136. არადანიშნულებისამებრ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება
არადანიშნულებისამებრ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 137. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა
ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რასაც არ მოჰყვა მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 138. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა
დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.
მუხლი 139. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობა
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 140. სასწავლო პერიოდის არადამაკმაყოფილებლად დამთავრება
1. სასწავლო პერიოდის არადამაკმაყოფილებლად დამთავრება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – რიგგარეშე 3 განწესამდე დანიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევას.
თავი XIII
სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის შემადგენლობა
მუხლი 141. ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა
ყარაულის მიერ საგუშაგოზე დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, ე.ი. ქმედება, რომელიც არ შეიცავს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ არღვევს სამხედრო წესდებებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას სამი თვის ვადით.
მუხლი 142. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა
1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შერულება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 25 პროცენტის დაქვითვას სამ თვის ვადით
მუხლი 143. ბრძანების შეუსრულებლობის მცდელობა
1. ბრძანების დაუმორჩილებლობა, ე.ი. დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ, რაც არ შეიცავს სისხლისსამართლებრივ დანაშაულის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას 6 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 144. მეთაურის (უფროსის) მოტყუება
1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ასევე სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას 6 თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
შენიშვნა: პირადი ხასიათის ინფორმაციად ჩაითვლება ინფორმაცია, რომლის მიწოდებამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 145. მხედრული მისალმების წესის დარღვევა
1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მხედრული სალმის არმიცემა ან სალმის მიცემის დადგენილი წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 146. მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდის „სმენას“ გაუცემლობა
მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდის „სმენას“ გაუცემლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო წესდებებით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 147. სამწყობრო კომანდების დარღვევა
სამწყობრო კომანდების დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 148. სიმულაცია
სიმულაცია, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცრუ მოქმედებები, აგრეთვე საკუთარი სხეულის დაზიანება განზრახი ქმედებებით, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 149. სიმთვრალე
1. სიმთვრალე, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის სამსახურში ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 150. ჩხუბი
1. ჩხუბი, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მონაწილეობა ჩხუბში სამხედრო ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრციულ პატიმრობას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას შეუფერებლობით.
მუხლი 151. სამსახურებრივი ინვენტარის დაკარგვა-დაზიანება
სამსახურებრივი ინვენტარის დაკარგვა-დაზიანება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – დაკარგული დაზიანებული ინვენტარის ღირებულების ანაზღაურებას.
მუხლი 152. პირადი ეკიპირების დაკარგვა-დაზიანება
პირადი ეკიპირების დაკარგვა-დაზიანება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – დაკარგული , დაზიანებული ეკიპირების ღირებულების ანაზღაურებას.
მუხლი 153. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა
სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას და შესაბამისი ინვენტარის ღირებულების ანაზღაურებას.
მუხლი 154. პირადი ნივთების მოუვლელობა
1. პირადი ნივთების მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამსახურებრივი პირადი ნივთების შენახვის, მოხმარებისა და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – შენიშვნას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 25 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 155. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა
1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარებისა და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
მუხლი 156. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა
1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 157. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე
1. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკის, ინსიგნიების ან ღილკილოების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 158 სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება
სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარც-ხნილობები, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 159. სამკაულების ტარება
1. სამკაულების ტარება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მიუღებელი მოსართავი სამკაულების (პირსინგის) ტარება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 160. საბუთების გაყალბება
საბუთების გაყალბება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამის ხელმისაწვდომ დოკუმენტაციაში მცდარი მონაცემების შეტანა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
მუხლი 161. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება
1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 162. არაეთიკური ქცევა მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, კონფერენციასა და სხვა ოფიციალურ თავშეყრის ადგილებში
1. არაეთიკური ქცევა მწყობრში, სამხედრო მოსამ-სახურეთა კრებაზე, სემინარზე, კონფერენციასა და სხვა ოფიციალურ თავშეყრის ადგილებში, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 163. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა
1. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას სამი თვის ვადით.
მუხლი 164. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ექვს თვის ვადით
მუხლი 165. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა
ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა რასაც არ გამოუწვევის მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 15 პროცენტის დაქვითვას სამ თვის ვადით.
მუხლი 166. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა
1. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს და ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ორი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 25 პროცენტის დაქვითვას 10 თვის ვადით.
მუხლი 167. აზარტული თამაში
1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე აზარტული თამაში, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას 6 თვის ვადით.
მუხლი 168. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა
დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც შეიძლება გამოეწვია ნაკლებად მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს
მუხლი 169. უკანონო ბრძანების გაცემა
1. უკანონო ბრძანების გაცემა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 170. თამბაქოს მოწევა
1. თამბაქოს მოწევა, გარდა ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 5 პროცენტის დაქვითვას
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას
მუხლი 171. სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (ჰომოსექსუალური ან სხვაგვარი სექსუალური ქმედება), –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 172. სამსახურში დაგვიანება
1. სამსახურში დაგვიანება, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ არასაპატიო მიზეზით სამუშაო დროის პერიოდში დაგვიანება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
მუხლი 173. სამსახურში გამოუცხადებლობა
1. სამსახურში გამოუცხადებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 15 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
მუხლი 174. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება
1. სამხედრო ქვედანაყოფის თვითნებური მიტოვება, აგრეთვე ნაწილში დანიშვნის, ნაწილიდან დათხოვნის ან გადაყვანის დროს, მივლინებიდან, შვებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე ორი დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 175. სამხედრო დისციპლინის წესდების დარღვევა
1. სამხედრო დისციპლინის წესდების დარღვევა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ წესდების 30-ე და 53-ე მუხლების დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას 6 თვის ვადით.
მუხლი 176. პოლიტიკური პარტიის წევრობა
პოლიტიკური პარტიის წევრობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 177. სამეწარმეო საქმიანობა
სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ საწარმოს მართვა ან საწარმოს მართვის ორგანოებში მონაწილეობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 178. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა
1. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 179. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობა
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მყოფი პირის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
მუხლი 180. საბრძოლო დავალების წარუმატებლად შესრულება
საბრძოლო დავალების წარუმატებლად შესრულება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
მუხლი 181. ატესტაციის გაუვლელობა
ატესტაციის გაუვლელობა, ე.ი. ატესტაციის ჩაბარება არადამაკმაყოფილებელი შეფასებით, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
თავი XIV
კადრის ოფიცერთა შემადგენლობა
მუხლი 182. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა
1. ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მხრიდან მისთვის განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შერულება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას სამი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 183. ბრძანების შეუსრულებლობლობის მცდელობა
1. ბრძანების დაუმორჩილებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ დადგენილი წესით მიღებული ბრძანების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას სამი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
მუხლი 184. მეთაურის (უფროსის) მოტყუება
1. მეთაურის (უფროსის) მოტყუება, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ მეთაურისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება, როგორც პირად, ასევე სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, რამაც არსებითად არ დააზიანა სამხედრო სამსახურის ინტერესები, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 185. მხედრული მისალმების წესის დარღვევა
1. მხედრული მისალმების წესის დარღვევა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ მხედრული სალმის არ მიცემა ან სალამის მიცემის დადგენილი წესების უხეშად დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითებას.
მუხლი 186. მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა „სმენას “ გაუცემლობა
მეთაურის (უფროსის) შემოსვლის დროს კომანდა „სმენას“ გაუცემლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო წესდებებით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 187. სამწყობრო კომანდების დარღვევა
სამწყობრო კომანდების დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 188. სიმულაცია
სიმულაცია, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცრუ მოქმედებები, აგრეთვე, საკუთარი სხეულის დაზიანება განზრახი ქმედებებით, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 189. სიმთვრალე
1. სიმთვრალე, სამსახურში ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 190. ჩხუბი
1. ჩხუბი, ე.ი. კადრის ოფიცრის მონაწილეობა ჩხუბში სამხედრო ტერიტორიაზე, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 191. სამსახურებრივი ინვენტარის დაკარგვა-დაზიანება
სამსახურებრივი ინვენტარის დაკარგვა-დაზიანება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – დაკარგული დაზიანებული ინვენტარის ღირებულების ანაზღაურებას.
მუხლი 192. პირადი ეკიპირების დაკარგვა-დაზიანება
პირადი ეკიპირების დაკარგვა-დაზიანება, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – პირადი ეკიპირების ღირებულების ანაზღაურებას.
მუხლი 193. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა
სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან სხვა ნივთების სამოქალაქო პირებისათვის მიცემა ან მიყიდვა, რაც არ შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – შესაბამსი ნივთის ღირებულების ანაზღაურებას და ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 194. პირადი ნივთების მოუვლელობა
1. პირადი ნივთების მოუვლელობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამსახურებრივი პირადი ნივთების შენახვის, მოხმარების და სხვა წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 195. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა
1. სამხედრო აღჭურვილობის მოუვლელობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო აღჭურვილობის შენახვის, მოხმარების და სხვ. წესების დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 196. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა
1. სამხედრო ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებით არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
მუხლი 197. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე
1. სამსახურებრივი ნიშნების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლის, ატრიბუტიკის, ინსიგნიების ან ღილკილოების ტარება უფლებამოსილებათა გარეშე, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 198. სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება
სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი ვარცხნილობის ტარება, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო სამსახურისათვის შეუფერებელი თმის ვარცხნილობა, გაუპარსავი ყოფნა, წვერ-ულვაშის მიუღებელი ვარცხნილობები, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 199. სამკაულების ტარება
1. სამკაულების ტარება, ე.ი. კადრის ოფიცრისათვის მიუღებელი მოსართავი სამკაულების (პირსინგის) ტარება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 200. საბუთების გაყალბება
1. საბუთების გაყალბება, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამის ხელმისაწვდომ დოკუმენტაციაში მცდარი მონაცემების შეტანა, რომელიც არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას სამი თვის ვადით.
მუხლი 201. უკანონო ბრძანების გაცემა
უკანონო ბრძანების გაცემა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 202. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება
1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიის დაბინძურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 203. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა
1. არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო ფორმის ტანსაცმლით საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ათი თვის ვადით.
მუხლი 204. აზარტული თამაში
1. სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე აზარტული თამაში, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 205. დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა
დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ სამხედრო ნაწილის (ქვედანაყოფის) ტერიტორიაზე დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც შეიძლება გამოეწვია მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის შესახებ.
მუხლი 206. თამბაქოს მოწევა
1. თამბაქოს მოწევა, გარდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი ადგილისა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 10 პროცენტის დაქვითვას.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას.
მუხლი 207. სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება
სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სექსუალური კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება (ჰომოსექსუალური ან სხვაგვარი სექსუალური ქმედება), –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 208. სამსახურში დაგვიანება
1. სამსახურში დაგვიანება, ე.ი. კადრის ოფიცრის სამსახურში არასაპატიო მიზეზით სამუშაო დროის პერიოდში დაგვიანება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 20 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 209. სამსახურში გამოუცხადებლობა
1. სამსახურში გამოუცხადებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 210. სამხედრო დისციპლინის წესდების დარღვევა
1. სამხედრო დისციპლინის წესდების დარღვევა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ ამ წესდების 30-ე და 53-ე მუხლების დარღვევა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 211. პოლიტიკური პარტიის წევრობა
პოლიტიკური პარტიის წევრობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 212. სამეწარმეო საქმიანობა
სამეწარმეო საქმიანობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ საწარმოს მართვა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 213. არაეთიკური ქცევა მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, კონფერენციასა და სხვა ოფიციალურ თავშეყრის ადგილებში
არაეთიკური ქცევა მწყობრში, სამხედრო მოსამსახურეთა კრებაზე, სემინარზე, კონფერენციაზე და სხვა ოფიციალურ თავშეყრის ადგილებში, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ მიუღებელი ფრაზებით, ჟესტიკულაციით ან ჟარგონებით საუბარი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
მუხლი 214. ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა
ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის წესების დარღვევა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ მასზე ტაბელით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის ან მოვლის წესების დარღვევა, რასაც შეიძლება მოყვეს მისი დაზიანება, დაკარგვა ან განადგურება, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
მუხლი 215. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება არადანიშნულებისამებრ, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა არადანიშნულებისამებრ, რასაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 30 პროცენტის დაქვითვას ექვსი თვის ვადით.
მუხლი 216. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა
ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლა, რასაც არ გამოუწვევია მძიმე შედეგი, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – ხელფასიდან 25 პროცენტის დაქვითვას სამი თვის ვადით.
მუხლი 217. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა
1. დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი ფიზიკური ნორმატივების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – გაფრთხილებას არასრული შესაბამისობის გამო.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – სამსახურიდან დათხოვნას.
მუხლი 218. ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის დადგენილი ნორმატივების შეუსრულებლობა
ცეცხლსასროლი იარაღიდან ან საბრძოლო ტექნიკიდან სროლის ნორმატივების შეუსრულებლობა, ე.ი. კადრის ოფიცრის მიერ შესაბამისი ქვედანაყოფისათვის დადგენილი საცეცხლე ნორმატივების შეუსრულებლობა, –
გამოიწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას – საყვედურს.
კარი მეექვსე
დისციპლინური საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები
თავი XV
ძირითადი დებულებანი
მუხლი 219. დისციპლინური საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები)
დისციპლინურ საქმეებს განიხილავენ:
ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოები;
ბ) სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი;
გ) მეთაურთა (უფროსთა) შემადგენლობა;
დ) სამთავრობო დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი სამანდატო კომისიები.
მუხლი 220. დისციპლინური საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოების (თანამდებობის პირთა) კომპეტენციების გამიჯვნა
მეთაურები (უფროსები), სამთავრობო დაწესებულების, ჯარების სახეობების, ბრიგადის (I რანგის გემის), ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის), ბატალიონის (III რანგის გემის) და ცალკეული ასეულის (IV რანგის გემის) სამანდატო კომისიები განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც ამ წესდების მიხედვით, მათ კომპეტენციას განეკუთვნება.
მუხლი 221. დისციპლინური საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი კოლეგიური ორგანოების შექმნის წესი
დისციპლინური საქმეების განხილვით უფლებამოსილი სამანდატო კომისიების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით.
მუხლი 222. მეთაურთა (უფროსთა) უფლებამოსილება
მეთაურებს (უფროსებს), რომლებიც უფლებამოსილნი არიან განიხილონ ამ წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური საქმეები, შეუძლიათ უფლებამოსილების ფარგლებში შეუფარდონ წესდებით გათვალისწინებული წახალისებები ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
თავი XVI
დისციპლინური საქმეების ქვემდებარეობა
მუხლი 223. რაიონული (საქალაქო) სასამართლო
რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 109-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 111-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 112-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 113-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 114-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 115-ე; 116-ე, 117-ე; 118-ე; 119-ე, 120-ე; 121-ე მუხლებით; 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით 127-ე, 129-ე მუხლებით; 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 132-ე; 134-ე; 135-ე 136-ე; 137-ე მუხლებით; 143-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 145-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 148-ე მუხლით, 149-ე მუხლის პირველი პუნქტით, 150-ე მუხლის პირველი პუნქტით, 153-ე; 160-ე მუხლებით; 174-ე მუხლის პირველი პუნქტით.
მუხლი 224. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი
სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი განიხილავს დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 64-ე მუხლით, 68-ე მუხლით; 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 79-ე; 81-ე და 82-ე მუხლებით; 84-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 85-ე მუხლით; 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 87-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 92-ე; 95-ე; და 96-ე მუხლებით; 99-ე მუხლის მე-2 პუნქტით; მე-100 მუხლის მე-2 პუნქტით; 101-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 102-ე; 103-ე; 106-ე; 107-ე მუხლებით, 149-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 150-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 169-ე მუხლით; 171-ე მუხლით; 174-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 176-ე, 177-ე მუხლებით; 178-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 179-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლით; 182-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 183-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 184-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 185-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 188-ე მუხლით; 189-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 190-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 201-ე მუხლით; 204-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 207-ე მუხლით; 208-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 209-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 210-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 211-ე; 212-ე მუხლებით; 217-ე მუხლის მე-2 პუნქტით.
მუხლი 225. ბრიგადის (I რანგის გემის) და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები
ბრიგადის (I რანგის გემის) მეთაურები ბატალიონის მეთაურების წარდგინებით და ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები ასეულის მეთაურის წარგინებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 55-ე; 57-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 58-ე; 59-ე; მე-60; 62-ე მუხლებით; 63-ე მუხლის პირველი პუნქტით; 66-ე მუხლის პირველი პუნქტით; 69-ე; 72-ე; 73-ე; 74-ე მუხლებით; 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 76-ე; 77-ე მუხლებით; 78-ე მუხლის პირველი პუნქტით; მე-80 მუხლით; 84-ე მუხლის პირველი პუნქტით; 87-ე მუხლის პირველი პუნქტით; 97-ე; 98-ე მუხლით; 99-ე მუხლის პირველი პუნქტით; მე-100 მუხლის პირველი პუნქტით; 101-ე მუხლის პირველი პუნქტით; 141-ე მუხლით; 142-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 143-ე მუხლის პირველი პუნქტით; 144-ე მუხლის პირველი პუნქტით; 151-ე, 152-ე მუხლებით; 154-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 156-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 157-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 159-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 161-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 162-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 163-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 164-ე; 165-ე; 166-ე მუხლებით; 167-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 170-ე; 172-ე; 173-ე მუხლებით; 175-ე მუხლით; 178-ე მუხლის პირველი პუნქტით; 182-ე მუხლის პირველი პუნქტით; 183-ე მუხლის პირველი პუნქტით; 189-ე მუხლის პირველი პუნქტით; 190-ე მუხლის პირველი პუნქტით; 191-ე, 192-ე 193-ე; 194-ე; 195-ე მუხლებით; 196-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 197-ე მუხლით; 199-ე მუხლის მე-2 პუნქტით; მე-200 მუხლით; 202-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 203-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 205-ე მუხლით; 206-ე მუხლით; 208-ე მუხლის პირველი პუნქტით; 209-ე მუხლის პირველი პუნქტით; 210-ე მუხლის პირველი პუნქტით; 214-ე; 215-ე; 216-ე მუხლებით; 217-ე მუხლის პირველი პუნქტით.
მუხლი 226. ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები
ბატალიონის (II რანგის გემის) მეთაურები ასეულის მეთაურების წარდგინებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 56-ე მუხლით; 57-ე მუხლის პირველი პუნქტით; 70-ე მუხლის პირველი პუნქტით; 75-ე მუხლის პირველი პუნქტით; 86-ე მუხლის პირველი პუნქტით; 88-ე მუხლით; 108-ე მუხლის პირველი პუნქტით; 114-ე მუხლის პირველი პუნქტით; 122-ე მუხლის პირველი პუნქტით; 126-ე; 131-ე; 139-ე მუხლებით; 142-ე მუხლის პირველი პუნქტით; 145-ე მუხლის პირველი პუნქტით; 146-ე; 147-ე მუხლებით; 155-ე მუხლის პირველი პუნქტით; 156-ე მუხლის პირველი პუნქტით; 157-ე მუხლის პირველი პუნქტით; 158-ე მუხლით; 159-ე მუხლის პირველი პუნქტით; 161-ე მუხლის პირველი პუნქტით; 162-ე მუხლის პირველი პუნქტით; 163-ე მუხლის პირველი პუნქტით; 167-ე მუხლის პირველი პუნქტით; 168-ე მუხლით; 184-ე მუხლის პირველი პუნქტით; 185-ე მუხლის პირველი პუნქტით; 186-ე; 187-ე მუხლებით; 196-ე მუხლის პირველი პუნქტით; 198-ე მუხლით; 199-ე მუხლის პირველი პუნქტით; 202-ე მუხლის პირველი პუნქტით; 203-ე მუხლის პირველი პუნქტით; 204-ე მუხლის პირველი პუნქტით; 213-ე; 218-ე მუხლებით.
მუხლი 227. ასეულის მეთაურები
ასეულის მეთაურები, ოცეულის მეთაურებისა და ათეულის მეთაურების წარდგინებით, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განიხილავენ დისციპლინურ საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია წესდების: 54-ე, 61-ე, და 65-ე მუხლებით; 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 67-ე; 71-ე მუხლით; 93-ე; 94-ე მუხლებით; 108-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 109-ე მუხლის პირველი პუნქტით; 110-ე მუხლის პირველი პუნქტით; 111-ე მუხლის პირველი პუნქტით; 112-ე მუხლის პირველი პუნქტით; 113-ე მუხლის პირველი პუნქტით; 123-ე მუხლით; 124-ე მუხლით; 125-ე მუხლით; 128-ე მუხლით; 130-ე მუხლის პირველი პუნქტით; 133-ე; 138-ე; 140-ე; მუხლებით; 154-ე მუხლის პირველი პუნქტით.
მუხლი 228. სამანდატო კომისია
1. სამთავრობო დაწესებულების სამანდატო კომისია და ჯარების სახეობების სამანდატო კომისია იქმნება შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.
2. ბრიგადის (I რანგის გემის), ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის), ბატალიონის (III რანგის გემის) და ცალკეული ასეულის (IV რანგის გემის) სამანდატო კომისია იქმნება შესაბამისი ჯარების სახეობების ხელმძღვანელის (სარდლის) ბრძანებით.
3. შესაბამისი დაწესებულების სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს და ამ წესდების 224-ე მუხლის შესაბამისად, დისციპლინურ საქმეებს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს.
4. ჯარების სახეობების სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს და ამ წესდების 224-ე მუხლის შესაბამისად დისციპლინურ საქმეებს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს.
5. ბრიგადის (I რანგის გემის), ცალკეული ბატალიონის (II რანგის გემის), ბატალიონის (III რანგის გემის) და ცალკეული ასეულის (IV რანგის გემის) სამანდატო კომისია დაქვემდებარების მიხედვით განიხილავს და ამ წესდების 224-ე მუხლის შესაბამისად დისციპლინურ საქმეებს გადაწყვეტილების მისაღებად გადასცემს შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელს.
6. სამანდატო კომისიები, გარდა ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობისა, განიხილავენ სამხედრო მოსამსახურეების საჩივრებსა და პატაკებს (განცხადებებს), დაქვემდებარების მიხედვით.
მუხლი 229. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ჯარების სახეობების ხელმძღვანელი (სარდალი)
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ჯარების სახეობების ხელმძღვანელი (სარდალი) მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ განიხილავენ ყველა სახის დისციპლინურ საქმეებს და უფლებამოსილი არიან გამოიყენონ შესაბამისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, გარდა წესდების 223-ე და 224-ე მუხლებით გათვალისწინებული დისციპლინური საქმეებისა და იმ საქმეებისა, რომელთა გადაწყვეტაც განსაზღვრულია მოქმედი კანონმდებლობით.
კარი მეშვიდე
დისციპლინური საქმეების წარმოება
თავი XVII
ძირითადი დებულებანი
მუხლი 230. დისციპლინური საქმეების წარმოების ამოცანები
დისციპლინური საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამორკვევა, მისი გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, დისციპლინურ გადაცდომათა თავიდან აცილება, სამხედრო მოსამსახურეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება.
მუხლი 231. დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები
1. დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძველს წარმოადგენს:
ა) მეთაურის შუამდგომლობა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიმართ;
ბ) დაინტერესებული პირის საჩივარი ან შუამდგომლობა შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;
გ) დაზარალებულის საჩივარი ან შუამდგომლობა შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე;
დ) ფიზიკური ან იურიდიული პირის საჩივარი ან შუამდგომლობა შესაბამისი ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელზე.
2. ანონიმური საჩივრები და შუამდგომლობები არ განიხილება.
მუხლი 232 დისციპლინური საქმეების წარმოების წესი
დისციპლინური საქმეების წარმოების წესი იმ ორგანოებში (თანამდებობის პირთა მიერ), რომლებიც უფლებამოსილი არიან განიხილონ დისციპლინური საქმეები, განისაზღვრება ამ წესდებით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 233. გარემოებანი, რომლებიც გამორიცხავენ დისციპლინური საქმის წარმოებას
დისციპლინური საქმის წარმოება არ შეიძლება დაიწყოს და დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს:
ა) ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის არარსებობის გამო;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის ფსიქი კური მოშლილობის გამო;
გ) თუ სამხედრო მოსამსახურე მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობისა ან აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში;
დ) წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმების გამო;
ე) იმ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, რომლის მიმართ დაწყებული იყო საქმის წარმოება.
მუხლი 234. დისციპლინური საქმის განხილვა სამხედრო მოსამსახურეთა თანასწორობის საწყისებზე
დისციპლინურ საქმეს განიხილავენ კანონისა და საქმის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) წინაშე ყველა სამხედრო მოსამსახურის თანასწორობის საწყისებზე წარმოშობის, სოციალური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, რასობრივი და ეროვნული კუთვნილების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, საქმიანობის სახეობისა და ხასიათის, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა გარემოებათა მიუხედავად.
მუხლი 235. დისციპლინური საქმის საჯაროდ განხილვა
დისციპლინური საქმე განიხილება საჯაროდ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ინტერესებს.
მუხლი 236. მტკიცებულებანი
1. დისციპლინურ საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, ორგანო (თანამდებობის პირი) კანონით განსაზღვრული წესით ადგენს ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის არსებობას ან არარსებობას, სამხედრო მოსამსახურის ბრალეულობას და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
2. დისციპლინური საქმის წარმოებისას მტკიცებულებად დაშვებულია:
ა) დისციპლინური ოქმი;
ბ) წასახალისებელი ან დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება.
გ) დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება;
დ) მოწმეთა ახსნა-განმარტებები;
ე) ექსპერტის დასკვნა;
ვ) ნივთიერი მტკიცებულებები;
ზ) ნივთებისა და დოკუმენტების ამოღების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები.
მუხლი 237. მტკიცებულებათა შეფასება
ორგანო (თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონმდებლობით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებითა და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს შინაგანი რწმენით, რაც დამყარებული უნდა იყოს საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე.
მუხლი 238. შესაბამისი თანამდებობის პირისათვის და საგამოძიებო ორგანოებისათვის მასალების გადაცემა
თუ საქმის განხილვის დროს ორგანო (თანამდებობის პირი) დაასკვნის, რომ დისციპლინური გადაცდომა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, იგი ვალდებულია მასალები გადასცეს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ან თანამდებობის პირს.
თავი XVIII
მტკიცებულებათა სახეები
მუხლი 239. დისციპლინური ოქმი
1. ღირსეული საქციელის ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში შედგება ოქმი საამისოდ უფლებამოსილი მეთაურის (უფროსის) მიერ.
2. დისციპლინურ ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი, შემდგენის თანამდებობა, წოდება, სახელი და გვარი; მონაცემები ქმედების ჩამდენი სამხედრო მოსამსახურის შესახებ, ქმედების ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს წახალისებას ან პასუხისმგებლობას ქმედებისათვის; მოწმეთა, დაინტერესებულ პირთა ან/და დაზარალებულთა (თუკი არსებობენ) გვარები და მისამართები, სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება; საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
3. ოქმს ხელს აწერენ მისი შემდგენი და ქმედების ჩამდენი; მოწმეები და დაზარალებულნი (თუკი არსებობენ).
4. იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. გადაცდომის ჩამდენს უფლება აქვს წარმოადგინოს ოქმისათვის თანდართული ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
5. ოქმის შედგენისას დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეს განემარტება წესდების 253-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები, რაც აღინიშნება ოქმში.
6. ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს დისციპლინური საქმე.
7. თუ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი სამხედრო მოსამსახურე სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას, მაშინ ოქმი არ შედგება.
მუხლი 240. წასახალისებელი ან დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება
1. წასახალისებელი ან დისციპლინურ პასუხისმგებლობაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის ახსნა-განმარტება არის სამხედრო მოსამსახურის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მის მიმართ არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას, აგრეთვე ინფორმაცია დისციპლინური საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ.
2. სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის, მისცეს ახსნა-განმარტება.
მუხლი 241. დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება
დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს დისციპლინურ საქმეზე. დაზარალებულის ან/და დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას, ფსიქიკური ავადმყოფობის, გონებრივი ჩამორჩენილობის ან მცირეწლოვანობის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
მუხლი 242. მოწმეთა ახსნა-განმარტებები
მოწმეთა ახსნა-განმარტებები არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს დისციპლინურ საქმეზე. მოწმის ახსნა-განმარტება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას, ფსიქიკური ავადმყოფობის, გონებრივი ჩამორჩენილობის ან მცირეწლოვანობის გამო, არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები.
მუხლი 243. ახსნა-განმარტების ზეპირი და წერილობითი ფორმა
1. დაზარალებული ან/და დაინტერესებული პირი, აგრეთვე მოწმე, ახსნა-განმარტებას აყალიბებს ზეპირად. ახსნა-განმარტება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული პირი და საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ ახსნა-განმარტება.
3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ახსნა-განმარტების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, კერძოდ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.
მუხლი 244. ახსნა-განმარტების ძალდაუტანლობა
ახსნა-განმარტება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით მიღებული მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული.
მუხლი 245. ექსპერტის დასკვნა
1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ.
2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.
3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკი, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.
4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს, როგორც ნივთიერი მტკიცებულება.
5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან არაკომპეტენტურობის გამო.
6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია და ამ აქტს, ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად, უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისთვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ასეთი ექსპერტიზის ჩატარება.
მუხლი 246. ნივთიერი მტკიცებულება
1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით, დაკავშირებულია დისციპლინური საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.
2. ნივთიერი მტკიცებულება არის დისციპლინური გადაცდომის ან ღირსეული საქციელის იარაღი, ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი ქმედების კვალი, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დისციპლინური გადაცდომის ან ღირსეული საქციელის აღმოჩენის საშუალება.
3. ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო, თუ ამის შესაძლებლობა არ არის – გვარობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებითი შემოწმება ხდება დამსწრეთა მონაწილეობით.
მუხლი 247. ნივთებისა და დოკუმენტების ამოღების ოქმი, აგრეთვე სხვა დოკუმენტები
1. მტკიცებულებები დისციპლინურ საქმეზე არის წესდებით გათვალისწინებული წესით საქმის წარმოებისას შედგენილი ოქმები.
2. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს დისციპლინური საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭირო ცნობებს. დოკუმენტი შეიძლება მომდინარეობდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირისაგან.
3. დოკუმენტად ითვლება წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ან/და ფოტო, კინო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუკი ამასთანავე დაცულია წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები. დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია მისი წარმომავ-ლობის წყარო და შესაძლებელია მისი უტყუარობის შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით.
4. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის, ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად, თუკი ეს საქმისათვის საზიანო არ იქნება.
თავი XIX
ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა
მუხლი 248. დისციპლინური საქმეების წარმოების უზრუნველყოფის ზომები
1. ზემოქმედების სხვა ზომების ამოწურვის შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომათა აღსაკვეთად, პიროვნების დასადგენად, დისციპლინური ოქმის შესადგენად (თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ შეუძლებელია მისი ადგილზე შედგენა), საქმის დროულად და სწორად განხილვისა და დისციპლინურ საქმეებზე მიღებულ დადგენილებათა აღსრულების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე წესდების 109-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის; 112-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 113-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 114-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 115-ე; 116-ე, 117-ე; 118-ე; 119-ე, 120-ე; 121-ე მუხლებით; 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით 127-ე, 129-ე მუხლებით; 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 132-ე; 134-ე; 135-ე; 136-ე; 137-ე მუხლებით; 143-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 145-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 148-ე მუხლით, 149-ე მუხლის პირველი პუნქტით, 150-ე მუხლის პირველი პუნქტით, 153-ე; 160-ე მუხლებით; 174-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 249. ადმინისტრაციული დაკავება
1. ადმინისტრაციული დაკავება წარმოებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული დაკავების შესახებ დგება ოქმი.
2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაკავებული პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს აცნობებენ ნათესავებს, ადმინისტრაციას, სამუშაო თუ სწავლის ადგილის მიხედვით.
მუხლი 250. პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა
1. პირადი გასინჯვა წარმოებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. პირადი გასინჯვა შეუძლია აწარმოოს საამისოდ უფლებამოსილმა პირმა, რომელიც გასასინჯი პირის სქესისაა, იმავე სქესის ორი პირის თანდასწრებით.
2. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის შესახებ შედგება ოქმი, ან/და დისციპლინური დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
მუხლი 251. ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა
1. დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილ ნივთებსა და დოკუმენტებს, რომლებიც წარმოადგენენ გადაცდომის იარაღს ან უშუალო ობიექტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოართმევენ ამ წესდებით განსაზღვრული თანამდებობის პირები. ჩამორთმეულ ნივთებსა და დოკუმენტებს დისციპლინური საქმის განხილვამდე ინახავენ იმ ორგანოების (თანამდებობის პირთა) მიერ განსაზღვრულ ადგილას, რომლებსაც ნივთების და დოკუმენტების ჩამორთმევის უფლება აქვთ, ხოლო საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, მათ, დადგენილი წესით, გაუკეთებენ კონფისკაციას ან დაუბრუნებენ მფლობელს, ან/და გაანადგურებენ, ხოლო სასყიდლით ჩამორთმევის შემთხვევაში – რეალიზაციას გაუკეთებენ.
2. წესდების 135-ე, 136-ე, 137-ე, 163-ე, 164-ე, 165-ე, 214-ე, 215-ე, 216-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას მეთაურს (უფროსს), აგრეთვე უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ სამხედრო მოსამსახურეს დისციპლინური საქმის განხილვამდე, ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სახეობების აღნიშვნით. იმ სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელმაც დისციპლინური გადაცდომა ჩაიდინა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს, ნივთების ჩამორთმევა და პირადი გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.
მუხლი 252. ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება
ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან სამანდატო კომისიაში.
თავი XX
დისციპლინური საქმის წარმოებაში მონაწილე პირები
მუხლი 253. დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული სამხედრო მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმის წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. დისციპლინური საქმე განიხილება იმ სამხედრო მოსამსახურის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში. ამ სამხედრო მოსამსახურის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არსებობს ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
მუხლი 254. დაზარალებული
1. დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დისციპლინურმა გადაცდომამ მიაყენა მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანი.
2. დაზარალებულს უფლება აქვს გაეცნოს საქმის ყველა მასალას, განაცხადოს შუამდგომლობები, გაასაჩივროს დისციპლინური საქმის გამო მიღებული დადგენილება.
3. დაზარალებული შეიძლება დაიკითხოს როგორც მოწმე ამ წესდების 257-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 255. კანონიერი წარმომადგენლები
დაზარალებულის ინტერესები, რომლებიც არასრულწლოვნები ან ისეთი პირები არიან, რომლებსაც ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო, დისციპლინურ საქმეზე თავად არ შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი უფლებები, უფლება აქვთ დაიცვან მათმა კანონიერმა წარმომადგენლებმა (მშობლები, მშვილებლები, მეურვეები, მზრუნველები).
მუხლი 256. ადვოკატი
დისციპლინური საქმის განხილვაში მონაწილე ადვოკატს უფლება აქვს გაეცნოს საქმის ყველა მასალას; განაცხადოს შუამდგომლობანი იმ პირის დავალებით, რომელმაც მიიწვია და მისი სახელით შეიტანოს საჩივარი საქმის გამო მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მუხლი 257. მოწმე
1. დისციპლინურ საქმეზე მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ყველა პირი, რომელმაც შესაძლოა რამე იცოდეს ამ საქმესთან დაკავშირებით დასადგენ გარემოებათა შესახებ.
2. მოწმე მოვალეა გამოცხადდეს დანიშნულ დროს იმ ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით, რომლის წარმოებაშიც იმყოფება საქმე, აცნობოს, თუ რა იცის საქმის შესახებ და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.
მუხლი 258. ექსპერტი
1. დისციპლინარული გადაცდომის საქმის წარმოებისას საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ინიშნება ექსპერტი.
2. ექსპერტი მოვალეა გამოცხადდეს გამოძახებით და მისცეს ობიექტური დასკვნა მის წინაშე დაყენებული საკითხების შესახებ.
3. ექსპერტს უფლება აქვს:
ა) გაეცნოს საქმის იმ მასალებს, რომლებიც ექსპერტიზის საგანს შეეხება;
ბ) განაცხადოს შუამდგომლობები მისი დასკვნისათვის საჭირო დამატებითი მასალების გადაცემის შესახებ;
გ) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნებართვით, რომლის წარმოებაში იმყოფება დისციპლინური საქმე, პასუხისგებაში მიცემულ სამხედრო მოსამსახურეს, დაზარალებულს, მოწმეებს მისცეს შეკითხვები ექსპერტიზის საგნის შესახებ;
დ) დაესწროს საქმის განხილვას.
მუხლი 259. თარჯიმანი
1. თარჯიმანს ნიშნავს ორგანო (თანამდებობის პირი), რომლის წარმოებაში იმყოფება დისციპლინური საქმე.
2. თარჯიმანი მოვალეა გამოცხადდეს ორგანოს (თანამდებობის პირის) გამოძახებით და სრულად და ზუსტად შეასრულოს მისთვის დავალებული თარგმანი.
თავი XXI
დისციპლინური საქმეების განხილვა
მუხლი 260. დისციპლინური საქმის მომზადება განსახილველად
დისციპლინური საქმის განსახილველად მომზადებისას ორგანო (თანამდებობის პირი) წყვეტს შემდეგ საკითხებს:
ა) განეკუთვნება თუ არა აღნიშნული საქმის განხილვა მის კომპეტენციას;
ბ) სწორად არის თუ არა შედგენილი ოქმი და დისციპლინური საქმის სხვა მასალები;
გ) საქმის განხილვის მონაწილე პირებს ეცნობათ თუ არა საქმის განხილვის დრო და ადგილი;
დ) გამოთხოვილია თუ არა საჭირო დამატებითი მასალები;
ე) დაკმაყოფილდეს თუ არა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული სამხედრო მოსამსახურის, დაზარალებულის, კანონიერი წარმომადგენლების, ადვოკატის შუამდგომლობები;
ვ) დარღვეულია თუ არა ამ წესდებით გათვალისწინებული პროცედურა დისციპლინური საქმის წარმოების რომელიმე სტადიაზე.
მუხლი 261. დისციპლინური საქმეების განხილვის ადგილი
1. დისციპლინური საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე ან სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ადგილზე.
2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს დისციპლინური საქმის განხილვის სხვა ადგილიც.
მუხლი 262. დისციპლინური საქმეების განხილვის ვადები
დისციპლინურ საქმეებს უფლებამოსილი ორგანო (თანამდებობის პირი) განიხილავს დისციპლინური ოქმისა და სხვა მასალების მიღებიდან ათი დღის ვადაში დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაიზარდოს კიდევ ათ დღემდე.
მუხლი 263. დისციპლინური საქმეების განხილვის წესი
1. საქმის განხილვა იწყება სამანდატო კომისიის შემადგენლობის გამოცხადებით ან აღნიშნული საქმის განმხილველი თანამდებობის პირის (მეთაურის (უფროსის)) წარდგენით.
2. სამანდატო კომისიის სხდომის თავმჯდომარე ან საქმის განმხილველი თანამდებობის პირი (მეთაური, უფროსი) აცხადებს რომელი საქმე განიხილება, ვინ არის მიცემული დისციპლინურ პასუხისგებაში, საქმის განხილვის მონაწილე პირებს განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს, საჯაროდ კითხულობს დისციპლინურ ოქმს, სხდომაზე მოუსმენენ საქმის განხილვის მონაწილე პირებს, გამოიკვლევენ მტკიცებულებებს და გადაწყვეტენ შუამდგომლობებს.
მუხლი 264. დისციპლინური საქმეების განხილვისას გამოსარკვევი გარემოებანი
ორგანო (თანამდებობის პირი) დისციპლინური საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ღირსეული საქციელი ან ბრალეულია თუ არა სამხედრო მოსამსახურე დისციპლინური გადაცდომის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი წახალისებას ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას, არსებობს თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე – გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
მუხლი 265. სამანდატო კომისიის სხდომის ოქმი
1. სამანდატო კომისია დისციპლინური საქმის განხილვისას ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება:
ა) სხდომის თარიღი და ადგილი;
ბ) საქმის განმხილველი სამანდატო კომისიის დასახელება და შემადგენლობა;
გ) განსახილველი საქმის შინაარსი;
დ) ცნობა საქმის მონაწილე პირთა გამოცხადების შესახებ;
ე) საქმის განხილვის მონაწილე პირთა ახსნა-განმარტებები, შუამდგომლობანი და მათი განხილვის შედეგები;
ვ) საქმის განხილვის დროს გამოკვლეული დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი;
ზ) ცნობები მიღებული დადგენილების საჯაროდ წაკითხვისა და გასაჩივრების წესისა და ვადების განმარტების შესახებ.
2. სამანდატო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 266. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება
1. დისციპლინური საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს დადგენილება საქმეზე.
2. დადგენილება უნდა შეიცავდეს: დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) დასახელებას; საქმის განხილვის თარიღს; ცნობებს იმ სამხედრო მოსამსახურის შესახებ, რომლის მიმართ განიხილება საქმე; საქმის განხილვისას დადგენილ გარემოებებს; საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას; იმ ნორმატიული აქტის მითითებას, რომელიც ითვალისწინებს წახალისებას ან დისციპლინურ პასუხისმგებლობას მოცემული ქმედებისათვის.
3. თუ დისციპლინური გადაცდომისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების საკითხის გადაწყვეტისას უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები) წყვეტენ ბრალეულის მიერ ქონებრივი ზარალის ანაზღაურების საკითხს, მაშინ საქმეზე მიღე-ბულ დადგენილებაში აღინიშნება ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა, მისი ანაზღაურების ვადა და წესი.
4. საქმეზე მიღებულ დადგენილებაში უნდა გადაწყდეს ჩამორთმეული ნივთებისა და დოკუმენტების საკითხი.
5. სამანდატო კომისია დადგენილებას მიიღებს სხდომის მონაწილე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
6. დისციპლინურ საქმეზე მიღებულ დადგენილებას ხელს აწერს საქმის განმხილველი თანამდებობის პირი, ხოლო სამანდატო კომისიის დადგენილებას – თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 267. დადგენილებათა სახეები
1. დისციპლინური საქმის განხილვის შემდეგ ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი დადგენილება:
ა) წახალისების ზომის შეფარდების შესახებ;
ბ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ;
გ) საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2. დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მიიღება წესდების 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 268. საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადება და დადგენილების ასლის ჩაბარება
1. საქმეზე მიღებული დადგენილება გამოცხადდება დაუყოვნებლივ, საქმის განხილვის დამთავრებისთანავე.
2. დადგენილების ასლი სამი დღის ვადაში ჩაბარდება ან გადაეგზავნება სამხედრო მოსამსახურეს, რომლის მიმართაც არის გამოტანილი, აგრეთვე დაზარალებულს – მისივე თხოვნით.
3. დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
მუხლი 269. წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების შეტყობინება
ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც განიხილავს ამ წესდებით გათვალისწინებულ დისციპლინურ საქმეებს, ატყობინებს საკადრო ორგანოს დამრღვევის სამუშაო ან სწავლის ადგილზე, რათა მან შესაბამისი მონაცემები შეიტანოს სამხედრო მოსამსახურის პირად საქმეში არსებულ სამსახურებრივ ბარათში, ხოლო, თუ წახალისების ზომად ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულ იქნა ფულადი სანქციები, მაშინ ატყობინებს შესაბამის საფინანსო სამსახურსაც.
მუხლი 270. წინადადებები დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ
საქმის განმხილველ ორგანოს, (თანამდებობის პირს) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას, შესაბამის სამთავრობო დაწესებულებაში, სამხედრო ქვედანაყოფში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად საჭირო ზომების მიღების შესახებ. აღნიშნული სამთავრობო დაწესებულების, ქვედანაყოფები და თანამდებობის პირები მოვალენი არიან წინადადების მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ აცნობონ წინადადების შემტან ორგანოს (თანამდებობის პირს).
თავი XXII
დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრება
მუხლი 271. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების უფლება
დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გაასაჩივროს სამხედრო მოსამსახურემ, რომლის მიმართაც არის გამოტანილი აღნიშნული დადგენილება, აგრეთვე გასაჩივრება შეუძლია დაზარალებულ პირს.
მუხლი 272. დისციპლინურ საქმეზე დადგენილების გასაჩივრების წესი
1. დისციპლინურ საქმეზე დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს:
ა) სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურისა ადმინისტრაციული საქ-მისწარმოებით გასაჩივრების უკანასკნელ ინსტანციას წარმოადგენს ერთი საფეხურით ზემდგომი სამანდატო კომისია, რომლის გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს;
ბ) რაიონული (ქალაქის) სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) წესდების 224-ე მუხლით გათვალისწინებულ საქმის წარმოებებზე მიღებული დადგენილებები სასამართლოში გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება დისციპლინურ საქმეზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემოსული საჩივარი, საქმესთან ერთად, სამი დღე-ღამის განმავლობაში გადაეგზავნება იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომლის სახელზეც არის შეტანილი და რომელიც, ამ მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული საჩივარი.
3. პირმა, რომელმაც გაასაჩივრა დადგენილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ, სახელმწიფო ბაჟი არ გადახდება.
მუხლი 273. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადა
დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ (თანამდებობის პირმა) იმ სამხედრო მოსამსახურის განცხადების საფუძველზე, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება.
მუხლი 274. დადგენილების აღსრულების შეჩერება საჩივრის შეტანის გამო
დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებას, მაგრამ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ან შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება ვალდებულია აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.
მუხლი 275. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების შესახებ საჩივრის განხილვის ვადა
დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების შესახებ საჩივარს განიხილავენ საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები) საჩივრის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში.
მუხლი 276. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების შესახებ საჩივრის განხილვა
დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების შესახებ საჩივრის განხილვისას ორგანო (თანამდებობის პირი) შეამოწმებს გამოტანილი დადგენილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას.
მუხლი 277. საჩივრის განმხილველი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილება დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების შესახებ
1. საჩივრის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად, ხოლო საჩივარის – დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გადაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ამ წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ, ამასთან, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ უნდა გამკაცრდეს.
2. თუ დადგინდება, რომ დადგენილება გამოიტანა ორგანომ (თანამდებობის პირმა), რომელიც არ იყო უფლებამოსილი გადაეწყვიტა საქმე, მაშინ ასეთი დადგენილება გაუქმდება და საქმე განსახილველად გადაეგზავნება კომპეტენტურ ორგანოს (თანამდებობის პირს).
3. დისციპლინურ საქმეზე არსებულ დადგენილებასთან დაკავშირებული საჩივრის გამო მიღებული გადაწყვეტილების ასლი სამი დღის ვადაში გაეგზავნება იმ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის მიმართ იყო გამოტანილი, აგრეთვე დაზარალებულს – მისივე თხოვნით.
მუხლი 278. დისციპლინური საქმის შეწყვეტით დადგენილების გაუქმების შედეგები
1. საქმის შეწყვეტით დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება გამოიწვევს გადახდილი ფულადი თანხების და ჩამორთმეული საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას. თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება.
2. ადმინისტრაციული პატიმრობის სახით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის უკანონოდ დაკისრების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის ვადა შეუმცირდება ადმინისტრაციულ პატიმრობაში გატარებული დროის ორმაგი ოდენობით ან დაუყოვნებლივ მიეცემა შვებულება ადმინისტრაციულ პატიმრობაში გატარებული დროის ერთმაგი ოდენობით.
თავი XXIII
წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულება
მუხლი 279. წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების სავალდებულობა
დადგენილება წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ შესასრულებლად სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეთათვის.
მუხლი 280. დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა
1. დადგენილება წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ აღსრულდება მისი გამოტანის მომენტიდან, თუკი ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების გასაჩივრების დროს დადგენილება აღსრულდება, საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.
3. წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების აღსასრულებლად მიქცევა ხდება დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ.
მუხლი 281. წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილებათა აღსრულების წესი
დადგენილება წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ აღსრულდება საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების მიერ ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 282. წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების გადადება
იმ გარემოებათა არსებობისას, რომელთა გამო წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელია, დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია დადგენილების აღსრულების გადადება.
მუხლი 283. წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების შეწყვეტა
წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების გამომტანი ორგანო (თანამდებობის პირი) დადგენილების აღსრულებას წყვეტს შემდეგ შემთხვევებში:
1. წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას.
2. სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებისას, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.
მუხლი 284. დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა
წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადების შესახებ დადგენილების გამომტან ორგანოს (თანამდებობის პირს) ეკისრება აღნიშნული დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და კონტროლი.
თავი XXIV
დადგენილების აღსრულების წარმოება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში
მუხლი 285. დადგენილების აღსრულების წესი და ვადები ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში
1. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში აღსრულდება საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დისციპლინურ საქმეზე მიღებული დადგენილება ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს.
3. ქონებრივი ზარალი დამრღვევმა უნდა აანაზღაუროს მისთვის დადგენილების ჩაბარებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა, ხოლო დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში – საჩივრის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს თხუთმეტი დღისა.
მუხლი 286. ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობის შედეგები
წესდების 285-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ქონებრივი ზარალის ანაზღაურების ნაწილში დადგენილების შეუსრულებლობისას დავა განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი XXV
სამსახურებრივი, თანამდებობრივი და წოდებრივი შეზღუდვები
მუხლი 287. სამსახურებრივი შეზღუდვა
1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი პირები, რომელთა სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, სამხედრო საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში არ მიიღებიან სავალდებულო სამსახურის დასრულებიდან სამი წლის მანძილზე. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამსახურში მიღებული პირის სამსახურებრივი ბარათი ნადგურდება და იწარმოება ახალი სამსახურებრივი ბარათი.
2. საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში მყოფი ოფიცრები, რომელთა სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, კადრის სამსახურში არ მიიღებიან. კადრის სამხედრო სამსახურში მიღებული ოფიცრის სამსახურებრივი ბარათი ნადგურდება და იწარმოება ახალი სამსახურებრივი ბარათი.
მუხლი 288. თანამდებობრივი და წოდებრივი შეზღუდვა
კადრის ოფიცრები, რომელთა კადრის სამსახურის პერიოდში მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის რაოდენობა აღემატება წახალისებათა რაოდენობას, არ მიენიჭება უმაღლესი სამხედრო წოდება და არ დაინიშნება თანამდებობაზე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია უმაღლესი სამხედრო წოდების მინიჭება.
დოკუმენტის კომენტარები