„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 16/01/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 17/01/2006
ძალაში შესვლის თარიღი 23/01/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.003
  • Word
24
16/01/2006
სსმ, 6, 17/01/2006
010.210.040.08.002.003
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №24

2006 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედის ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც შედგება მთავარი მრჩევლებისაგან საგარეო, ეკონომიკურ, სოციალურ, საგანმანათლებლო-კულტურულ, რელიგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობებისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვა საკითხებში. ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსი.”;

ბ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 23 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი