,,პლებისციტის დანიშვნის შესახებ“

  • Word
,,პლებისციტის დანიშვნის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 657
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 23/11/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 28/11/2007
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004
  • Word
657
23/11/2007
სსმ, 168, 28/11/2007
010.340.000.08.002.004
,,პლებისციტის დანიშვნის შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №657

2007 წლის 23 ნოემბერი

ქ. თბილისი

პლებისციტის დანიშვნის შესახებ

,,რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 81 მუხლის შესაბამისად:

1. დაინიშნოს პლებისციტი 2008 წლის 5 იანვარს.

2. პლებისციტზე გამოტანილ იქნეს ორი საკითხი:

ა) საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე, თუ 2008 წლის გაზაფხულზე;

ბ) უჭერენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო).

3. პლებისციტის მომზადება და ჩატარება უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პლებისციტის დასაფინანსებლად შესაბამისი ასიგნებების გამოყოფის მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

5. საქართველოს მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა პლებისციტის ორგანიზებულად და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ჩატარების მიზნით უზრუნველყონ საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი