„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 841
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/10/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 121, 21/10/2005
სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.08.002.003
  • Word
841
20/10/2005
სსმ, 121, 21/10/2005
230.090.000.08.002.003
„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №841

2005 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის (ფულადი სახსრებისათვის) გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

     „მუხლი 21.

1. საგანგებო სიტუაციების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე საზღვარგარეთიდან უსასყიდლოდ გადმოცემული მატერიალური და ფინანსური საშუალებები ითვლება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მქონედ და შესაბამისად მათზე არ ვრცელდება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მისაღებად ამ დებულების მე-2 მუხლით და მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონელი, რომელიც განკუთვნილია მრავალჯერადი მოხმარებისათვის, რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში საგანგებო სიტუაციების დროს შემდგომი გამოყენებისათვის.

3. ამ მუხლის საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის განხორციელების შესახებ ანგარიში წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთიდან მატერიალური და ფინანსური საშუალებების უსასყიდლოდ გადმოცემის თაობაზე წინასწარ აწვდის წერილობით ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.”.

2. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და 21 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევით ჰუმანიტარული საქონლის განაწილებისას ასეთ საქონელს ეხსნება ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი და იბეგრება საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

3. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბრძანებულებას მიენიჭოს უკუძალა და ამოქმედდეს 2005 წლის 1 აპრილიდან.

მ. სააკაშვილი