,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 473
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 10/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003.463
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
473
08/06/2005
სსმ, 69, 10/06/2005
040.030.000.08.002.003.463
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/06/2005 - 03/01/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №473

2005 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლისა და ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების განსაზღვრისა და საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დანიშნული პირების უფლებამოსილების განსაზღვრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ამავე საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული მართვის ორგანოების არჩევამდე, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დანიშნული პირების უფლებამოსილება განისაზღვროს ამ ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელი:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელიც წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილური და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;

დ) ხელმძღვანელობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას;

ე) ახორციელებს სტრუქტურულ ცვლილებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ვ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს;

ზ) ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას, ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით ასევე ამტკიცებს ფაკულტეტის საშტატო ნუსხას;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს;

ი) ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;

კ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;

ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უნივერსიტეტის ფინანსებსა და ქონებას;

ნ) უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები;

ო) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით;

პ) ადგენს სხვა უმაღლესი სასწავლებლების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების ცნობის წესს;

ჟ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;

რ) ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებს;

ს) ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების დროებით დებულებებს;

ტ) ამტკიცებს ფაკულტეტების სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;

უ) ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე დაწესებულებაში მისაღები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას; 

ფ) ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

ქ) ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოების დებულებებს;

ღ) ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინებით ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის წესს;

ყ) ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ;

შ) გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ჩ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის;

ც) პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის;

ძ) უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება-მოვალოებანი და საქმიანობის წესი;

წ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი:

ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს;

ბ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აკრედიტაციის ფარგლებში მისაღები სტუდენტების კონტინგენტს და ერთიანი ეროვნული გამოცდის გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობას;  

გ) განსაზღვრავს და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტს;

დ) შეიმუშავებს და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

ე) შეიმუშავებს და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას და დროებით დებულებას;

ვ) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს;

ზ) უზრუნველყოფს პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანას უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით;

თ) უზრუნველყოფს ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია რექტორის ადმინისტრაციული აქტების შესრულებისათვის;

ლ) პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისათვის.

4. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ უფლება-მოსილებებს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი მართვის ორგანოს არჩევამდე, ხოლო დეკანის მოვალეობის შემსრულებელი – ფაკულტეტის შესაბამისი მმართველი სუბიექტის არჩევამდე.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 დეკემბრის №541 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2000 წ., №123, მუხ. 998);

ბ) საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 14 თებერვლის №55 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №15, მუხ. 131);

გ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 ივლისის №277 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №76, მუხ. 543);

დ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 ივლისის №299 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №80, მუხ. 575);

ე) საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №85, მუხ. 628);

ვ) თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №328 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №85, მუხ. 629);

ზ) გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 სექტემბრის № 393 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №104, მუხ. 752);

თ) თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 ოქტომბრის №428 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №120, მუხ. 863);

ი) თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 2 დეკემბრის №488 ბრძანებულების მე-2 პუქნტი (სსმ III, 2001 წ., №130, მუხ. 922);

კ) ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 11 მაისის №232 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2002 წ., №47, მუხ. 434);

ლ) თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 25 ნოემბრის № 488 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2002 წ., №120, მუხ. 1050);

მ) ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. გორში) სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 24 ივნისის №280 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2003 წ., №61, მუხ. 536);

ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 2 ნოემბრის №548 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2003 წ., №127, მუხ. 1056);

ო) საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 15 ნოემბრის №507 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2004 წ., №133, მუხ. 1166);

პ) საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივნისის №302 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2003 წ., №62, მუხ. 568);

ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უნივერსიტეტად ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №566 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2003 წ., №3, მუხ. 25);

რ) საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 ივლისის №316 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2002 წ., №69, მუხ. 627);

ს) თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტად და საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 ივლისის №344 ბრძანებულების მე-3 პუნქტი (სსმ III, 2002 წ., №77, მუხ. 702);

ტ) თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 ივნისის №253 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №68, მუხ. 490);

უ) თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დამტკიცებისა და მისთვის სპეციალური უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 აგვისტო №345 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2001 წ., №92, მუხ. 667);

ფ) ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 ივნისის №303 ბრძანებულების მე-2 და მე-3 პუნქტები (სსმ III, 2002 წ., №62, მუხ. 570);

ქ) თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 5 ნოემბრის №464 ბრძანებულების მე-2 პუნქტი (სსმ III, 2002 წ., №112, მუხ. 976).

მ. სააკაშვილი