,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 02/04/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 27/03/2009
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.10.003.000.707
  • Word
66
28/03/2007
სსმ, 45, 02/04/2007
330.130.000.10.003.000.707
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2007 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მშენებლობის, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით გაიცემა მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მონტაჟისა და დემონტაჟისათვის.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ბ“, დ“, ე“, ვ“, თ“ და ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მშენებლობა – შენობა-ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელების აგების, რეკონსტრუქციის, მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესი;

დ) რემონტი – შენობა-ნაგებობის ან მისი ცალკეული ელემენტების შეკეთება ან შეცვლა (გარდა მზიდი კონსტრუქციებისა); ხაზოვანი ნაგებობებისათვის – ლოკალური (ორმული, წერტილოვანი და სხვ.) დაზიანების შეკეთება;

ე) საპროექტო დოკუმენტაცია (მშენებლობის პროექტი) – კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტთა ერთობლიობა, რომლის საფუძველზე ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის სამშენებლო კომპლექსისათვის, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთ-ერთ საფუძველს;

ვ) ხაზობრივი ნაგებობა – საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა (გარდა შენობის შიდა ქსელისა და მონაკვეთისა შენობიდან გარე ქსელთან მიერთების წერტილამდე), საჰაერო-საბაგირო გზა, საჰაერო და საკაბელო საკომუნიკაციო ხაზები, მათ შორის ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზები;

თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული, რომელზეც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია სამშენებლო სამუშაოების გარკვეული ტიპები, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე მშენებლობისათვის განსაზღვრული ტერიტორია;

ი) სანებართვო ობიექტი – სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობ(ები) (მათ შორის ხაზოვანი), მათი ჯგუფი ან/და კომპლექსი, რომელიც უნდა შეიქმნას მშენებლობის შედეგად ან/და რომელზეც უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები, რაც წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემის საგანს;“.

3. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მ“, ნ“, ო“, პ“, ჟ“, რ“, ს“, ტ“, უ“, ფ“ და ქ“ ქვეპუნქტები:

მ) იერსახის არსებითი შეცვლა – შენობის იერსახის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც ფასადის მოპირკეთება ხდება მთლიანად ახალი მასალის, კონსტრუქციების, ნაკეთობების გამოყენებით, შენობათა ფასადებსა და სახურავებზე დგება (მონტაჟდება) ახალი არქიტექტორული ელემენტები, ახალი ტექნიკური საშუალებები, კონსტრუქციები, ნაკეთობები; აგრეთვე ხდება ღიობების ისეთი გადაკეთება, რომლის დროსაც მისი ერთ-ერთი ხაზოვანი პარამეტრი იცვლება 2%-ზე მეტად და ეს ცვლილება აღემატება 10 სმ-ს (ისეთი სამუშაოს გარდა, რომელიც წარმოადგენს რეკონსტრუქციის სამუშაოს ნაწილს);

ნ) ფუნქციური დანიშნულების არსებითი შეცვლა – შენობა-ნაგებობაში ან მის ნაწილში განსახორციელებელი საქმიანობის სახის ან დანიშნულების ისეთი ცვლილება, რომელიც იწვევს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეცვლას (მაგ: იზრდება მზიდ სამშენებლო კონსტრუქციებზე დატვირთვები, იცვლება ემისიების დადგენილი რაოდენობა და ტიპი, აგრეთვე უსაფრთხოების მახასიათებლები და სხვ.);

ო) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი – ამ დადგენილების მიზნებისათვის გათვალისწინებული ობიექტი, რომლის მდგრადობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის და საზოგადოებრივი ინტერესების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და რომლის მშენებლობის პროექტი ექვემდებარება სავალდებულო ექსპერტიზას და მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით;

პ) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის;

ჟ) ნაგებობა – გამაგრების, საყრდენი, დამცავი, გამიჯვნის, საწარმოო, ტვირთებისა და ადამიანთა გადაადგილების, აგრეთვე ადამიანთა თავშეყრის მიზნით აგებული მიწისზედა, მიწაზე მდებარე ან მიწისქვეშა ხაზოვანი, ორგანზომილებიანი ან სივრცითი სამშენებლო სისტემა, რომელში/ზეც ადამიანთა ყოფნა გათვალისწინებულია ხანმოკლე ვადით, აგრეთვე განპირობებულია ნაგებობის მომსახურებით ან სხვა განსაკუთრებული მიზნებით;

რ) მონტაჟი – სამშენებლო კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების დაყენება (დამაგრება-ჩამაგრება) შენობა-ნაგებობათა აგების ან/და მათი აღჭურვისა და ფუნქციონირების მიზნით;

ს) დემონტაჟი – შენობა-ნაგებობათა დაშლა (დანგრევა) ან/და კონსტრუქციების, ნაკეთობების, მოწყობილობების, დანადგარების მოხსნა;

ტ) დროებითი შენობა-ნაგებობა – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები. ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებული დროებითი ნაგებობები ფუნქციონირებს მშენებლობის პროექტით განსაზღვრული ვადით, ხოლო საზოგადოებრივ ადგილებში დროებითი ნაგებობის ფუნქციონირების ვადა განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციული აქტით. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობის მოქმედების ვადა განისაზღვრება მესაკუთრის მიერ;

უ) დამხმარე სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობა – შინამეურნეობაში არაკომერციული (არასამეწარმეო) მიზნებით გამოყენებისა ან სხვა დამხმარე მიზნებისათვის აგებული შენობა-ნაგებობა, აგრეთვე ისეთი შენობა-ნაგებობა, რომელიც არ არის უშუალოდ ჩართული საწარმოო ტექნოლოგიურ ციკლში;

ფ) საზოგადოებრივი ადგილი – დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიათა ფარგლებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყალსატევების სანაპირო ზოლი და სხვა ადგილები, რომლებიც ხელმისაწვდომია ადამიანისთვის;

ქ) მშენებლობადამთავრებული ობიექტი – მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული ობიექტი, მათ შორის შენობა-ნაგებობის ცალკეული, დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობა ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული მათი ჯგუფი, რომლებზეც დასრულებულია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული სამუშაოები ისე, რომ მათი ფუნქციონირება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა შენობა-ნაგებობათა კომპლექსში.“.

4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნებართვას არ საჭიროებს:

ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100-კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების ფარგლებში მშენებლობისა;

ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 5 მ-მდე სიმაღლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთსართულიანი შენობა-ნაგებობ(ებ)ის, მათ შორის სათბურების მშენებლობა, რომელთა ფართობი არ აღემატება 60 კვ.მ-ს, სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით;

გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 50 კუბ.მ-მდე მოცულობის დამხმარე სამეურნეო დანიშნულების ან/და არასაცხოვრებელი ერთსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, რომელთა ფასადი არ არის განთავსებული ქუჩებზე, ავტომაგისტრალებზე, გზებზე ან საზოგადოებრივი ადგილის მომიჯნავედ;

დ) არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის ფასადისა და სახურავის სამუშაოთა შესრულება, გარდა ისტორიის და კულტურის ძეგლებისა, ასევე ისეთი ზონებისა, სადაც ეს სამუშაოები საჭიროებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პროცედურებით რეგულირებას;

ე) ხაზობრივი ნაგებობებისა და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოები;

ვ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, არასაზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული (მაყურებელთა ტრიბუნებისა და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა შენობების გარეშე) მოედნებისა და ღია ავტოსადგომების მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა;

ზ) საზოგადოებრივ ადგილებში განსათავსებელი ბაზრობა-გამოფენებისათვის, საზოგადოებრივი და სანახაობითი ღონისძიებებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა, რის შესახებაც მიღებულია უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;

თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე ისეთი წყალ-სარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, რომლებიც უერთდება მიწის ნაკვეთზე უკვე არსებულ წყალსარინ (საკანალიზაციო) სისტემას, ბუნებრივ წყალშემკრებებს, ან ხდება შეკრებილი წყლის გრუნტში ბუნებრივი ინფილტრაცია;

ი) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 25 კუბ.მ-მდე მოცულობის და 2,2 მეტრამდე სიღრმის აუზების, აგრეთვე ჭებისა და წყაროების მოწყობა;

კ) 2,2 მ-მდე სიმაღლის სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი, სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ, მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის ღობეების, ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;

ლ) 5 მ-მდე სიგრძის ერთმალიანი საქვეითო ხიდების მშენებლობა;

მ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი 8 მ-მდე სიმაღლის ანძების, გაყვანილობისა და განათებისათვის ბოძების, ანტენებისა და 2 კუბ.მ-მდე რეზერვუარიანი წყლის სადაწნევო კოშკების მშენებლობა;

ნ) სასაფლაოებზე ძეგლების, ქანდაკებებისა და მონუმენტების, აგრეთვე 4 მ-მდე სიმაღლის საფლავის ნაგებობების აგება;

ო) ფორსმაჟორული ვითარებით განპირობებული ან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;

პ) დემონტაჟის სამუშაოები, თუ დემონტაჟი გათვალისწინებულია სხვა სამშენებლო სამუშაოების წარმოებით და ასეთ სამუშაოებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა, აგრეთვე იმ ობიექტების დემონტაჟზე, რომელთა მშენებლობა ნებართვას არ საჭიროებს;

ჟ) საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, ბაღების, პარკებისა და სკვერების სავალი ბილიკებისა და ტროტუარების რემონტი და მოვლა-შენახვა.“.

5. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“, ,,თ“, ,,კ“, ,,ლ“ და ,,პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 100 კუბ.მ-დან 250 კუბ.მ-მდე მოცულობის ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა სამეზობლო მიჯნაზე მშენებლობის წესისა და სხვა კანონმდებლობის დაცვით, გარდა კანონმდებლობით დადგენილ საკურორტო, სარეკრეაციო და დასახლებათა განაშენიანებულ ტერიტორიებზე მშენებლობისა;

გ) საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.), ღია სათამაშო და სპორტული მოედნებისა (მაყურებელთა ტრიბუნების და მათი ინფრასტრუქტურის ან სხვა დამხმარე შენობების გარეშე) და ღია ავტოსადგომების მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა;

დ) საზოგადოებრივ ადგილებში სანახაობითი ღონისძიებების, სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა;

თ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე და მის მიმდებარედ წყალსარინი არხებისა და დრენაჟების მოწყობა, თუ ეს განპირობებულია სამშენებლო მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების წყლისაგან დაცვის საჭიროებით და უერთდება მიწის ნაკვეთს გარეთ არსებულ წყალსარინ (საკანალიზაციო) სისტემას;

კ) სამეზობლო მიჯნაზე და ქუჩების გასწვრივ სამშენებლო მიწის ნაკვეთების შემომსაზღვრელი (მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის) ღობეების, აგრეთვე ღია ტერასების, საყრდენი, დამცავი და ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გამიზნული კედლების მშენებლობა, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 2,2 მ-ს. აღნიშნული არ ვრცელდება საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი საავტომობოლო გზების გასწვრივ, ქალაქების განაშენიანებული ტერიტორიებისა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მდებარე ქუჩების გასწვრივ ამგვარი ნაგებობების მშენებლობაზე, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილებით ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება;

ლ) გაყვანილობისა და განათებისათვის განკუთვნილი 8 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლის ანძებისა და ბოძების მშენებლობა;

პ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული შენობების არსებული გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე ფასადისა და სახურავის სარემონტო მოპირკეთებით სამუშაოთა შესრულება, ასევე ისეთ ზონაში, სადაც საქართველოს მთავრობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა გადაწყვეტილებით დადგენილია ასეთი პროცედურით რეგულირება.“.

6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე 2,2 მ-ზე მეტი სიმაღლის (მათ შორის ბუნებრივი და ხელოვნური ქვის) ღობეების მშენებლობა;

დ) მხოლოდ საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დარგში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობით, იმ განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ქვეყნისათვის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობებზე ან მათ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობა უკვე დასრულებულია და არ გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი (სათანადო საბუთები და სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაცია). ასეთ შემთხვევაში:

დ.ა) ობიექტის მესაკუთრე სათანადო დასაბუთებით წარადგენს განცხადებას დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელ შესაბამის სახელმწიფო უწყებაში არსებული საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის თანდართვით, რათა აღიძრას შუამდგომლობა საქართველოს მთავრობის წინაშე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყებისათვის საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემის მიზნით;

დ.ბ) ობიექტის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს აღნიშნული პროცედურის საჯაროობა, კერძოდ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამშენებლო ობიექტზე გამოაკრას ფირნიში სახელმწიფო ორგანოში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების შეტანის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, აგრეთვე აქვეყნებს ინფორმაციას პრესაში;

დ.გ) დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით განმცხადებელს (მესაკუთრეს) უდგენს დავალებას ობიექტის მდგომარეობის გამოსაკვლევად;

დ.დ) დავალების შესაბამისად ობიექტის მესაკუთრე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს ობიექტის გამოკვლევის სამუშაოების შესრულებას და გამოკვლევის შედეგებს წარუდგენს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს;

დ.ე) ადმინისტრაციული ორგანო გამოკვლევის შედეგებს წარდგენიდან 10 დღეში, მაგრამ განცხადების მიღებიდან არანაკლებ 20 დღისა, იხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობაში შუამდგომლობის შეტანის თაობაზე მიღებული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით;

დ.ვ) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება კანონით დადგენილ ვადებში;“.

7. მე-3 მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა მოიცავს I და II სტადიებს ან მხოლოდ II სტადიას, II სტადიაზე გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს ისეთივე სამართლებრივი სტატუსი, როგორც III სტადიაზე გამოცემულს და იგი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველია.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობას ახორციელებს ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა და მათ მიერ მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

6. ხაზობრივი ნაგებობისათვის, რომელიც გადის ქვეყნის რამდენიმე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე, I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებს ახორციელებენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი სამსახურები, ხოლო III სტადიისათვის, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტისა, ახორციელებს თვითმმართველობის ის ორგანო, რომელსაც მიმართავს ნებართვის მაძიებელი.

7. უცხო ქვეყნების წარმომადგენლობებისა და საელჩოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა გაიცემა I და II სტადიებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებით.

8. სამშენებლო სამუშაოთა შესრულებაზე, რომლებზეც გაიცემა ნებართვა, ზედამხედველობას ახორციელებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამსახური.

9. თუ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა საცხოვრებელი სახლებისა) მშენებლობა დაკავშირებულია დასამუშავებელი საპროექტო დოკუმენტაციის დიდ მოცულობასთან და შემჭიდროებულ ვადებში შესასრულებელ მასშტაბურ სამუშაოებთან, აგრეთვე გართულებულია დაპროექტებისათვის საჭირო გარემოებათა დაზუსტება, რის გამოც შეუძლებელია III სტადიისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში გაიცემა მშენებლობის ნებართვა, რომელშიც შეიტანება ამ დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპროექტო დოკუმენტაციის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის პირობები და ვადები.“.

8. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები:

10. ამ მუხლის პირველი პუნქტის ა“, ბ“, გ“ და ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამშენებლო ობიექტის შესახებ უნდა ეცნობოს ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს, რისთვისაც განაცხადს უნდა დაერთოს ობიექტის სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განთავსების გეგმა და არქიტექტურული პროექტი.

11. თუ ნებართვის მაძიებელს კონკრეტული ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ერთხელ მიღებული აქვს ნებართვა, შემდგომში იმავე ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღების მოთხოვნის შემთხვევაში, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის გამცემი არ იკვლევს იმ სანებართვო პირობების დამაკმაყოფილებელ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დადასტურდა წინა ნებართვის მიღებისას. თუ ასეთ შემთხვევაში სანებართვო პირობების დასადასტურებლად საკმარისია I და II სტადიებით დადგენილი პროცედურების ჩატარება, III სტადია აღარ იმართება.

12. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ყველა დანარჩენი ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამივე სტადიით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების დაცვით.“.

9. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დ“, ი“, ლ“, ნ“, ო“ და ღ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი (საჰაერო და საკაბელო) (35 კვ და მეტი) და ელექტროქვესადგური (110 კვ და მეტი);

ი) დღე-ღამეში 10 000 კუბ.მ და მეტი მწარმოებლურობის რეგიონალური და საქალაქო სათავე წყალმიმღები სადგური და 500 მმ და მეტი დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი;

ლ) დღე-ღამეში 20 000 კუბ.მ და მეტი მწარმოებლურობის რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები, აგრეთვე 700 მმ და მეტი დიამეტრის მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორი;

ნ) პორტების ნავმისადგომი, მოლო, ჯებირი, ბუნი, ბერმა და ტალღამტეხი, აგრეთვე 10 მ-ზე მეტი სიმაღლის კაშხალი და ჯებირი;

ო) სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც ხორციელდება საშიში საწარმოო პროცესები და გამოიყენება მაღალ წნევასა და ტემპერატურაზე მომუშავე მოწყობილობა, აგრეთვე საშიში ნივთიერებები, კერძოდ:

ო.ა) სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დამამზადებელი საწარმოები;

ო.ბ) მაღალი წნევის ბუნებრივი გაზისა და თხევადი ნახშირბადიანი გაზის საკომპრესორო, გაზგამანაწილებელი და შემვსები სადგურები;

ო.გ) დღე-ღამეში 100 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის მინერალური სასუქის მწარმოებელი საწარმოები;

ო.დ) დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის ნავთობ და გაზგადამმუშავებელი საწარმოები;

ო.ე) ჰაერის დაყოფის პროდუქტების (ჟანგბადი, აზოტი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი და ნეონჰელიუმის ნარევი) მწარმოებელი და მომხმარებელი საწარმოები;

ო.ვ) ქიმიური ბოჭკოს, პოლიმერული მასალების მწარმოებელი საწარმოები;

ო.ზ) საღებავი მასალების მწარმოებელი საწარმოები, რომლებშიც მიმდინარეობს პროცესები ქიმიური ტექნოლოგიების გამოყენებით;

ო.თ) ცელულოზა-ქაღალდის მწარმოებელი საწარმოები;

ო.ი) რეზინტექნიკური ნაკეთობების მწარმოებელი საწარმოები;

ო.კ) დღეღამეში 10 ტ-ზე მეტი მწარმოებლურობის სპირტის საწარმოები;

ო.ლ) ცივი და ცხელი ნაგლინის მწარმოებელი საწარმოები;

ო.მ) შავი და ფერადი ლითონების ჩამოსხმის საწარმოები;

ღ) ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებების საცავები, ნაგავსაყრელები და მათი გადამმუშავებელი საწარმოები;“.

10. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2 შესაბამისი სამთავრობო დაწესებულების მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სამართლებრივი სტატუსი შესაძლებელია გავრცელდეს ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფისათვის საჭირო არასაცხოვრებელი დანიშნულების სპეციალიზებულ შენობა-ნაგებობებზე.“.

11. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

3. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების რეკონსტრუქცია საჭიროებს მშენებლობის ნებართვის მიღებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტისათვის დადგენილი წესით.“.

12. მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ზოგადად მშენებლობის ნებართვის გაცემის, კერძოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების I და II სტადიებთან დაკავშირებულ პროცედურებს აწარმოებენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურები.

2. ამ დადგენილებით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის (მათ შორის მონტაჟის, დემონტაჟისა და რეკონსტრუქციის) ნებართვას (III სტადია) გასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შემთხვევაში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების შესაბამისი სამსახურები.

3. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის რ“,ს“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტების მშენებლობა ხორციელდება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას ავტონომიურ რესპუბლიკებში გასცემს უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულება, ხოლო ქ. თბილისში – თვითმმართველობის სათანადო სამსახური.

4. თუ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის რ“ და ,,ყ“ ქვეპუნქტებში მითითებული ობიექტის მშენებლობა ხორციელდება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, მშენებლობის ნებართვას სამივე სტადიით გასცემს ამ ქალაქის თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური.“.

13. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მშენებლობის (მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა) ნებართვა გაიცემა სამი სტადიით (გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა), რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. აღნიშნული სტადიების ადმინისტრაციული წარმოების ვადებია:

 ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება – აგდ) – 30 დღე;

 ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება – 20 დღე;

 გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა – 10 დღე.

2. ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას, გარდა ამ დადგენილებით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი გამონაკლისებისა, აწარმოებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს:

ა) I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის შესახებ ადმინისტრაციული აქტი;

ბ) II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციული აქტი;

გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტი.“.

14. მე-7 მუხლის პირველი, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, მოცემული სამშენებლო ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებულ გარემოებათა დასადგენად ვადების არასაკმარისობისას უფლებამოსილია დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში (სამშენებლო ობიექტის გეგმარებით, კონსტრუქციულ ან/და გამოსაყენებელ ტექნოლოგიურ გადაწყვეტათა სირთულე ან უნიკალურობა, შესასწავლი და განსახილველი მასალის სიმრავლე და სხვ.) საკუთარი ინიციატივით ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების თაობაზე.

5. ნებართვის გამცემის მიერ ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომელიც ნებართვის გამცემის მიერ გაგრძელებულ ვადაზე 5 დღით ნაკლები უნდა იყოს.

6. ადმინისტრაციული წარმოების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ნებართვის გამცემს ჩააბაროს გაგრძელებული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 2 დღისა.

7. ნებართვის გამცემი მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტადიებისათვის განსაზღვრული ვადების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სტადიისათვის დადგენილი ვადების ნახევრის გასვლამდე.“.

15. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ა“, ბ“ და გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) I სტადიაზე ნებართვის გამცემის მიერ, აგრეთვე ამ სტადიაზე ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე სხვა ორგანოს ადმინისტრაციული აქტის გათვალისწინებით, განისაზღვრება ის ქალაქთმშენებლობითი პირობები, რომელთა მიხედვითაც უნდა შედგეს საპროექტო დოკუმენტაცია, რომელსაც მაძიებელი შესათანხმებლად წარუდგენს ნებართვის გამცემ ორგანოს II სტადიაზე;

ბ) II სტადიაზე ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის მონაწილე ორგანოები და ქალაქთმშენებლობითი პირობებით განსაზღვრული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობას ქალაქთმშენებლობით პირობებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან და აღნიშნულთან დაკავშირებით იღებენ გადაწყვეტილებას სათანადო ადმინისტრაციული აქტის გამოცემით;

გ) III სტადიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიმტკიცესთან, მდგრადობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საპროექტო დოკუმენტაცია გადის სავალდებულო ექსპერტიზას. შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და სათანადო საპროექტო დოკუმენტაცია წარედგინება ნებართვის გამცემ შესაბამის ორგანოს. პროექტების სავალდებულო ექსპერტიზა ტარდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

16. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის ზ“ და თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო ა“, ბ“, გ“, დ“, ე“ და ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;

ბ) თუ განცხადება მესაკუთრის წარმომადგენელს შეაქვს, წარდგენილ უნდა იქნეს უფლებამოსილების მიმნიჭებელი სათანადო დოკუმენტი;

გ) საპროექტო ტერიტორიის სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;

დ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების გეგმა;

ე) შენობა-ნაგებობების ტექნიკური სპეციფიკაცია, რომელიც მოიცავს დანიშნულებას, გაბარიტებს, სიმძლავრეს – საწარმოო შენობებისათვის, ადგილების რაოდენობას – საზოგადოებრივი შენობებისათვის, ბინების რაოდენობას – საცხოვრებელი შენობებისათვის; აგრეთვე ობიექტის ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელების საანგარიშო დატვირთვების პარამეტრებს;

ვ) თუ პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის დემონტაჟი კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლების დაცვის ზონაში – შენობის ამსახველი ფოტო-მასალა და აზომვითი ნახაზი.“.

17. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ინფორმაცია იმ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსის შესახებ, რომლებზეც გაივლის ნაგებობა;“.

18. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ა“, ბ“, გ“, ე“, თ“, ი“, კ“, მ“, ნ“, პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისა და ისტორიისა და კულტურის ძეგლების შემთხვევაში (თუ ძეგლი იმავდროულად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტია) განცხადებას ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საპროექტო ტერიტორიის არქეოლოგიური კვლევის ინფორმაცია. არქეოლოგიური კვლევა უნდა მოიცავდეს შემუშავებულ რეკომენდაციებს გამოვლენილი ობიექტების კონსერვაციის, ასევე საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ორგანიზების საკითხების შესახებ; კვლევითი სამუშაოები უნდა მოიცავდეს:

ა) საველე-საკვლევ და წინასწარ კამერულ სამუშაოებს;

ბ) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიულ და საარქივო კვლევას.“.

19. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე, როდესაც ძეგლი იმავდროულად არის განსაკუთრეული მნიშვნელობის ობიექტი, სარეკონსტრუქციო-გამაგრებით სამუშაოთა შესრულების მიზნით მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა განცხადებას დამატებით უნდა დაურთოს:“.

20. მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა – მ 1:200 ან 1:500;“.

21. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 და მე-10 პუნქტები:

9. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასების აუცილებლობას, განმცხადებელმა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა უნდა წარადგინოს მოკლე ანოტაცია საქმიანობის შესახებ (,,არატექნიკური რეზიუმეს“ სახით).

10. განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს ამ დადგენილების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯაროობის უზრუნველყოფის მოთხოვნათა შესრულების შესახებ განმცხადებლის ინფორმაცია და საინფორმაციო დაფის ადგილზე განთავსების დამადასტურებელი ფოტოილუსტრაცია.“.

22. მე-10 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა წარმოებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ქალაქთმშენებლობით პირობებში კანონმდებლობის საფუძველზე უნდა დადგინდეს ტექნიკური პირობები და შეზღუდვები და უნდა მიეთითოს იმ ტექნიკური და სხვა სახის პარამეტრების დაპროექტების პროცესში გათვალისწინების აუცილებლობა, რომლებსაც საჭიროებს ასაშენებელი ობიექტი ან/და რომლითაც ხასიათდება სამშენებლო მიწის ნაკვეთი ან/და ხაზოვანი ნაგებობის ტრასა, აგრეთვე ობიექტის ზეგავლენის არეალში მოხვედრილი ტერიტორიები (სასაზღვრო ზოლი, ხაზოვანი ნაგებობების გასხვისების ზონა, სანაპირო ზოლი და სხვ.), აგრეთვე განისაზღვროს II სტადიაზე წარსადგენი არქიტექტურული პროექტის ეგზემპლარების რაოდენობა და ყველა ადმინისტრაციული ორგანო, რომლსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალება არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ქალაქთმშენებლობით პირობებთან შესაბამისობის დადგენა. ამავე სტადიაზე, საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-9 მუხლის შესაბამისად, გაიცემა ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირება, მიერთების ადგილის, ტიპის და სიმძლავრის მითითებით, ხოლო თუ არსებული ქსელის პარამეტრები არ იძლევა მიერთების შესაძლებლობას, უნდა მიეთითოს მათი განვითარების პარამეტრები.

7. ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემი ვალდებულია გადაწყვეტილება ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიიღოს ამ დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში. უარის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს დასაბუთებული უარი ნებართვის მაძიებელს.“.

23. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ აქტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ შემდეგი ადმინისტრაციული ორგანოები:

ა) სასაზღვრო ზოლის ან სასაზღვრო ზონისათვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;

ბ) დაცული ტერიტორიისა და იმ ობიექტებისათვის, რომლებშიც განსახორციელებელი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;“.

24. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე“, ვ“, ზ“ და თ“ ქვეპუნქტები:

ე) იმ ენერგეტიკის ობიექტებისათვის, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ერთიან ენერგეტიკულ სისტემას, მათ შორის ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ობიექტებისათვის და ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ ობიექტებისათვის, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისათვის – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო;

ვ) ამ დადგენილების მე-4 მუხლის ა“, ბ“, ვ“, ო“, პ“, ტ“ და ფ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია;

ზ) სანაპირო ზოლისა და სანაპირო ზონისათვის – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ – მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი;

თ) საინჟინრო კომუნალურ ქსელებთან მიერთების შესაძლებლობის შესახებ ადმინისტრაციული დაპირების მისაღებად – ქსელების ოპერატორი კომპანიები, როგორც საჯარო სამართლებრივი ურთიერთობების შემსრულებელი ადმინისტრაციული ორგანოები.“.

25. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტს (სამუშაო პროექტს ხაზობრივი ნაგებობებისათვის) ქალაქთმშენებლობითი პირობების საფუძველზე ამუშავებს/უკვეთავს ნებართვის მაძიებელი და ამ დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ქალაქთმშენებლობითი პირობებით განსაზღვრული რაოდენობით წარუდგენს ქალაქთმშენებლობითი პირობების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.“.

26. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ა“, ე“ და ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, ხოლო მე-3 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის მხოლოდ ფასადები, განშლები, ტერიტორიის მოწყობის გეგმა, შენობათა სქემატური გეგმა და მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

27. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და ამავე პუნქტის ა“ და დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს ახალი ვ“ ქვეპუნქტი:

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ობიექტებისათვის (გარდა ,,ვ“ ქვეპუნქტისა) არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;

დ) მიმდებარე ტერიტორიის განშლის ნახაზი;

ვ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;“;

28. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს ახალი გ“ და დ“ ქვეპუნქტები:

გ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი:“

დ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის დემონტაჟის თაობაზე.“.

29. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები:

6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ა“ ბ“ და გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისათვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებაზე განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების ან რეკონსტრუქციის თაობაზე;

ბ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;

გ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);

დ) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;

ე) საპროექტო დოკუმენტაცია.

7. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობიექტებისათვის განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურის დაწყების თაობაზე;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივ ტერიტორიაზეა – უფლებამოსილი სამთავრობო დაწესებულების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ობიექტის განთავსების თაობაზე;

გ) ტოპოგრაფიული საფუძველი და საპროექტო ტერიტორიების სიტუაციური გეგმა ექსპლიკაციით;

დ) ინფორმაცია ნაგებობის ტექნიკური სპეციფიკის შესახებ (დანიშნულება, გაბარიტები, მასალა და სხვ.);

ე) საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა;

ვ) არსებული საპროექტო დოკუმენტაცია;

ზ) შენობა-ნაგებობის გამოკვლევის შედეგები.

8. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია ისეთი ობიექტის მშენებლობასთან, რომელშიც გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, განმცხადებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა უნდა წარადგინოს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად შედგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში – ხუთ ეგზემპლარად და ელექტრონული ვერსიით;

ბ) მოსალოდნელი ემისიების მოცულობა და სახეები (დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციათა ტექნიკური ანგარიში და მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის/ჩაშვების ნორმები – 4 ეგზემპლარად);

გ) განცხადება წარდგენილი განცხადების კონფიდენციალური ნაწილის შესახებ.

9. იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელი მოითხოვს II და III სტადიების გაერთიანებას ერთ ადმინისტრაციულ წარმოებაში ან მე-3 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში III სტადია არ ხორციელდება, განმცხადებელი სანებართვო მოსაკრებლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენს II სტადიაზე განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

10. თუ მშენებლობის ნებართვის მოპოვება დაკავშირებულია განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობასთან, ნებართვის მაძიებელმა II სტადიაზე უნდა წარადგინოს ექსპერტიზის მონაცემები, როლებიც უნდა შეესაბამებოდეს ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ჩატარების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 24 აგვისტოს №823 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №113, მუხლი 1552) დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც გადაეგზავნება შესათანხმებლად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის ნებართვის გაცემა არ არის დელეგირებული ორგანოსადმი, რომელშიც მიმდინარეობს ქალაქთმშენებლობითი პირობების შეთანხმების ადმინისტრაციული წარმოება.“.

30. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებიც ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მონაწილეობენ ქალაქთმშენებლობითი პირობების გაცემაში და ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ევალებათ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის დადგენა. ყველა ეს ორგანო განისაზღვრება ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენის დროს.“.

31. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ და ა.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, ხოლო ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს:

ა) ამ დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი (თითოეული ფურცლის დამოწმებით) და სამშენებლო ობიექტისათვის შემდეგი საპროექტო დოკუმენტაცია:

ა.ვ) მშენებლობის ორგანიზების პროექტი/სამუშაოთა წარმოების გრაფიკი;“.

32. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი და ამავე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. დადგენილების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა განცხადებას უნდა დაურთოს დადგენილების IV თავით განსაზღვრული წესით შეთანხმებული არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი და ამ მუხლის მე-2 პუნქტის ა.ა“, ა.ბ“, ა.ვ“ და ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, იმ შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის მასშტაბი ან ტიპი არ იძლევა საშუალებას მოცემული მომენტისათვის საპროექტო დოკუმენტაცია სრულად იქნეს წარდგენილი, შენობებისათვის ა.გ“–ა.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არარსებობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ხოლო ნაგებობებისათვის ა.ა“ და ა.ბ“ პუნქტების შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის ასევე არასრულად არსებობის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) სათანადო დასაბუთება არასრული შემადგენლობით პროექტის პირობებში ნებართვის გაცემის შუამდგომლობის შესახებ;“.

33. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით, ხოლო მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს:

4. სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის პროექტზე დამკვეთი წარადგენს ამ დადგენილების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შერჩეული ექსპერტების მიერ შესრულებულ საექსპერტო დასკვნას.“.

34. მე-16 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

51. ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტსა და მის საფუძველზე გაცემულ სანებართვო მოწმობაში გაიწერება შენობა-ნაგებობის (ხოლო მათი კომპლექსებისათვის – თითოეული შენობა-ნაგებობისათვის ცალ-ცალკე) მშენებლობის ის ეტაპები, რომელთა დასრულება საჭიროებს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოს მიერ დათვალიერებას და სათანადო ოქმის გაფორმებას, რომელშიც დადასტურდება შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პროექტთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში მითითებულ იქნება შენიშვნები და ხარვეზები, კერძოდ:

ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის:

ა.ა) დაკვალვა;

ა.ბ) ფუძის მოწყობა;

ა.გ) ნულოვანი ციკლის დასრულება;

ა.დ) გადახურვის მოწყობა;

ა.ე) ხუთ სართულამდე სახლებისათვის დამატებით – ძირითადი მზიდი კონსტრუქციის სამშენებლო სამუშაოების დასრულება;

ა.ვ) ხუთ სართულს ზევით შენობებისათვის დამატებით – ყოველი მე-5 სართულის დასრულება;

ა.ზ) ორსართულიან და 200 კუბ.მ მოცულობის საზოგადოებრივი შენობებისათვის – მხოლოდ დაკვალვა და ძირითადი მზიდი კონსტრუქციული სამშენებლო სამუშაოების დასრულება;

ა.თ) კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულება;“.

35. მე-16 მუხლის 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

52. ნებართვის მფლობელი ვალდებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის სამსახურს შეატყობინოს სანებართვო პირობების ეტაპების დასრულება შვიდი დღით ადრე, თუ მოცემული ეტაპის დასრულება არ ემთხვევა სანებართვო მოწმობაში წინასწარ განსაზღვრულ გრაფიკს;“.

36. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

1. ნებართვა გაიცემა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო ვადით, საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ამასთან მშენებლობის დაწყების ვადად შეიძლება განისაზღვროს ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული აქტის გამოცემიდან არა უმეტეს 6 თვისა, განცხადების მოთხოვნის შესაბამისად: კლიმატური, ტექნიკური თუ სხვა მიზეზით არგუმენტირებული შუამდგომლობის საფუძველზე.

2. თუ მშენებლობის გაგრძელება შეუძლებელია ბუნებრივი, ტექნიკური ან სხვა მიზეზებით, ნებართვის მფლობელმა უნდა მიმართოს ნებართვის გამცემს შესაბამისი დასაბუთების მქონე განცხადებით მშენებლობის დამთავრების გადავადების თაობაზე. განცხადებას უნდა დაერთოს მშენებლობის წარმოების ახალი გრაფიკი, ხოლო მშენებლობის ექვს თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში აგრეთვე მშენებლობის კონსერვაციის პროექტი. ნებართვის გამცემი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ აქტში მშენებლობის დასრულების თარიღის ცვლილების შესახებ, რის შესაბამისად ცვლილებები შედის სანებართვო მოწმობაში.

3. თუ მშენებლობა არ დასრულდა ნებართვით დადგენილ ვადაში, ნებართვის მფლობელს შეუძლია მიიღოს ახალი ნებართვა იმავე შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე. იმ შემთხვევაში, თუ სანებართვო პირობები შეცვლილი არ არის, ნებართვა გაიცემა ნებართვის გაცემის III სტადიით დადგენილი წესით, დარჩენილ სამუშაოებზე სამუშაოთა ორგანიზების განახლებული პროექტის შესაბამისად სამუშაოთა წარმოების ახალი გრაფიკით.

4. საპროექტო დოკუმენტაციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც იწვევს:

ა) ქალაქთმშენებლობითი პირობების, საანგარიშო დატვირთვების ან/და კონსტრუქციული გადაწყვეტის შეცვლას (მაგ; იცვლება საძირკვლის კონსტრუქციის ტიპი, შენობის მზიდი სივრცითი კონსტრუქციის (ჩარჩო/კარკასი) ტიპი, გადახურვის ტიპი), საჭიროებს ახალ ნებართვას. ნებართვის გაცემის პროცედურა იწყება იმ სტადიიდან, რომელზეც უნდა მოხდეს დოკუმენტაციაში ასახული ცვლილების დადასტურება, ამასთან ნებართვის მაძიებელი ინარჩუნებს II და III (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ნებართვას გასცემს III სტადიით) სტადიების ერთ წარმოებაში გაერთიანების მოთხოვნის უფლებას;

ბ) ცალკეული კონსტრუქციული ელემენტების, მასალების, ნაკეთობების, აგრეთვე საინჟინრო სისტემების შეცვლას, რაც არ იწვევს ამ პუნქტის ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებს, საჭიროებს შეცვლილი საპროექტო დოკუმენტაციისა და სათანადო საექსპერტო დასკვნის შესაბამის ადმინისტრაციული წარმოების სტადიაზე წარდგენას ცვლილების დადასტურების/შეთანხმების მიზნით. ნებართვის გამცემის მიერ ცვლილების დადასტურება ხდება წერილის ფორმით, რომელიც ნებართვის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, და მისი ერთი ეგზემპლარი გადაეგზავნება არქიტექტურულ-სამშენებლო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს. ამ შემთხვევაში ახალი ნებართვის აღება საჭირო არ არის;

გ) შენობა-ნაგებობის ხაზოვანი პარამეტრების (გარდა ხაზოვანი ნაგებობის განივი პარამეტრისა) უმნიშვნელო ცვლილებას (თითოეული პარამეტრის 2%-მდე, მაგრამ არა უმეტეს 10 სმ-ისა), არ მიიჩნევა პროექტიდან გადახვევად და სანებართვო პირობების დარღვევად, თუ ეს არ ლახავს მესამე პირთა კანონმდებლობით განსაზღვრულ ინტერესებს, შესაბამისად არ საჭიროებს ამ პუნქტის ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი პროცედურების შესრულებას.“.

37. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ნებართვის მაძიებელი განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, ხოლო რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის შემთხვევაში – შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას, რომელზეც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის (რეკონსტრუქციის, დემონტაჟის) მონაცემები და შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება. კერძოდ:“.

38. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ“ და ვ“ და მე-3 პუნქტის ბ“ და ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით.“.

39. 201 მუხლის მე-2 პუნქტი და ამ პუნქტის ბ“, გ“ და დ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მშენებლობადამთავრებული ობიექტის (შენობა-ნაგებობათა კომპლექსებისათვის კი – დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის ან ერთი ტექნოლოგიური პროცესით დაკავშირებული შენობების ჯგუფის) საექსპლუატაციოდ მიღებისათვის ნებართვის გამცემ ორგანოს ნებართვის მფლობელი მიმართავს განცხადებით. განცხადებას თან უნდა დაერთოს:“;

ბ) შესაბამისი კომპანიების მიერ გაცემული გარე კომუნიკაციების პროექტის მიხედვით მიერთების დადასტურება ან ამ ობიექტის აბონენტად აყვანის საბუთი (მათ შორის სააბონენტო გადასახდელის გადახდის ქვითარი);

გ) დამთავრებული შენობა-ნაგებობის საბოლოო (საშემსრულებლო) ნახაზები;

დ) შენობა-ნაგებობებში ლიფტებისა და ესკალატორების, შიდა სისტემების (გათბობის, კონდიცირება-ვენტილაციის, ავტომატური ცეცხლქრობის, ელექტრო- და წყალმომარაგება-კანალიზაციის), ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით – დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და დამკვეთის მიერ.

3. ნებართვის გამცემს შეუძლია ობიექტი დაათვალიეროს მის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტთან ვიზუალური შესაბამისობის დადგენის მიზნით. ნებართვის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის გამცემის შეუფერხებელი და უპირობო შესვლა ობიექტზე. არსებითი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ნებართვის გამცემი აცნობებს ამას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის სათანადო სამსახურს შემდგომი რეაგირებისათვის.“.

40. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. პროექტის ავტორი ვალდებულია უზრუნველყოს პროექტის დამუშავება მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად, ხოლო სამშენებლო ორგანიზაცია – მშენებლობა აწარმოოს პროექტის, ასევე მოქმედი ნორმატიული და მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შესაბამისად.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ზ. ნოღაიდელი