დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/05/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/05/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.05.001.000.357 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს და თანამდებობათა დასახელებას ადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო საქართველოს დანარჩენი საერთო სასამართლოებისას – საქართველოს იუსტიციის საბჭო.“.
2. მე-9 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს მე-6 და მე-7 პუნქტებად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 15 მაისი.
№1389-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები