დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3549 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 04/08/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.320.000.05.001.004.158 |
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 30-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. წამოყენებული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.
2. თანამდებობაზე დანიშვნისას საჭიროა ამ კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულება.“.
3. 82-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. 113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 113. მოხელეთა რეზერვის შექმნა
1. მოხელეთა რეზერვი იქმნება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ამ კანონის პირველი პუნქტის შესაბამისად მოხელეთა რეზერვში ყოფნის დრო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით.“.
6. 114-ე–120-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
7. 121-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 122-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 122. სამსახურის სტაჟის შეწყვეტა
სამსახურის სტაჟი შეწყდება პირის სამსახურიდან გათავისუფლებისას, დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას.“.
მუხლი 2
1. პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის ჩარიცხული იყო მოხელეთა რეზერვში, ამოირიცხება რეზერვიდან და 2010 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი ჩაეთვლება სამსახურის სტაჟში.
2. დრო, რომლის განმავლობაშიც პირი იყო მოხელეთა რეზერვში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის შესაბამისად, ჩაითვლება სამსახურის სტაჟში.
მუხლი 3. მოხელეთა რეზერვის გაუქმებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3549–რს
დოკუმენტის კომენტარები