„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3449
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 22/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2017
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.001.004.130
  • Word
3449
16/07/2010
სსმ, 42, 22/07/2010
320.110.000.05.001.004.130
„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 26.03.2008, მუხ. 46) მე-19 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დადგომამდე ან/და ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული საზღვარგარეთ გაცემული ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატების აღიარებამდე ამ კანონის მოქმედება, გარდა ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტისა, არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანოების (ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირების) საქმიანობაზე საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ შესაბამისი კანონით საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესაძლებლობა პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ან თუ არ არსებობს საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება.“;

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სახელმწიფო ორგანოები (ორგანიზაციები და დაწესებულებები, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირები) უფლებამოსილი არიან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა გამოიყენონ აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                         მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 16 ივლისი.

№3449–რს