დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3441 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 22/07/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.05.001.004.127 |
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ) მინდობით აღზრდა – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლისა და აღზრდის მიზნით, სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის განხორციელებითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაიცვას და უზრუნველყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის კანონიერი უფლება;“.
2. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მინდობით აღზრდის ანაზღაურება;“.
3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მინდობით აღზრდის ანაზღაურება
1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც მიეცემა დედობილს/მამობილს შვილობილის მოსავლელად და აღსაზრდელად.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. მინდობით აღზრდის ანაზღაურების დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.“.
4. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. სპეციალიზებული დაწესებულება
სპეციალიზებული დაწესებულება არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების სოციალურ მომსახურებას მთელი დღე-ღამის განმავლობაში ან/და დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში, გარდა პანსიონური მომსახურების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა.“.
5. 26-ე მუხლის:
ა) მე-6–მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ სამინისტრომ განახორციელა ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით დაფუძნებული დაწესებულებების რეორგანიზაცია, მაშინ რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი დაწესებულება (დაწესებულებები) „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩაითვალოს ლიცენზირებულად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 16 ივლისი.
№3441–რს
დოკუმენტის კომენტარები