საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3363
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 40, 20/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.05.001.004.106
  • Word
3363
06/07/2010
სსმ, 40, 20/07/2010
170.050.000.05.001.004.106
საქართველოს კანონი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ნოტარიუსი არ არის საჯარო მოხელე.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) თუ ნოტარიუსთა თანამდებობები შევსებულია მოცემული წლისათვის იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობის შესაბამისად.“.

3. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ნოტარიუსის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან განზრახი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;“.

4. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საძიებო-სადაზვერვო და სხვა, მათ მსგავს ექსპედიციებში მყოფ მოქალაქეთა ანდერძები, რომლებიც დადასტურებულია შესაბამისი ექსპედიციის უფროსის მიერ;“. 

5. 57-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ამ კანონის ამოქმედებამდე თანამდებობაზე დანიშნულმა ნოტარიუსებმა უზრუნველყონ შესაბამისად საქართველოს ნოტარიუსთა პალატის არქივსა და სანოტარო ბიუროებში დაცული სამემკვიდრეო საქმეებისა და ანდერძების აღწერა და სათანადო მონაცემების ელექტრონულ სანოტარო რეესტრში შეტანა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  . სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3363–რს