„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3159
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/06/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 12/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 050.050.000.05.001.004.068
  • Word
3159
28/06/2010
სსმ, 35, 12/07/2010
050.050.000.05.001.004.068
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და       დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სასაქონლო ნიშნის განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული ექნებოდა რეგისტრაციით. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151. სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურა

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული რეგისტრაციის პროცედურისას გამოიყენება ამ კანონის II თავით დადგენილი წესები.

2. განმცხადებელს სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისას ან განაცხადის შეტანიდან ერთი თვის ვადაში შეუძლია მოითხოვოს განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება.

3. განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა ერთოდეს ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული ყველა საბუთი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, და გადახდილი უნდა იქნეს სასაქონლო ნიშნის განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზისათვის და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური.

4. თუ განმცხადებელს სურს ისარგებლოს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით ან მადრიდის შეთანხმების ოქმის მე-9quinquies მუხლით განსაზღვრული პრიორიტეტით, განაცხადს დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით უნდა ერთოდეს პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი და გადახდილი უნდა იქნეს პრიორიტეტის მოთხოვნისათვის დადგენილი საფასური.

5. დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს, აკმაყო-ფილებს თუ არა განაცხადი ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს. თუ საგანაცხადო მასალებს აკლია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საბუთი, განმცხადებელი ვალ-დებულია 15 დღის ვადაში წარადგინოს აღნიშნული საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ და განაცხადს განიხილავს ამ კანონის II თავით დადგენილი წესით.

6. თუ განაცხადი დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, საქპატენტი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, არსებობს თუ არა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ახდენს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ბიულეტენში აქვეყნებს მონაცემებს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის შესახებ და გასცემს მოწმობას.

7. ბიულეტენში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მონაცემების გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სააპელაციო პალატაში შეიტანოს საჩივარი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მხოლოდ იმ მოტივით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლების მოთხოვნები.

8. თუ სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის შემდეგ საქპატენტში შევა უფრო ადრინდელი პრიორიტეტით სარგებლობის უფლების მქონე განაცხადი და დაჩქარებული წესით რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან მიმართებით იარსებებს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ და აქვეყნებს ბიულეტენში.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული სასაქონლო ნიშნის დაჩქარებული წესით რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“.

5. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. საფასური

სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი ექსპერტიზის, დაჩქარებული ექსპერტიზის, პრიორიტეტის მოთხოვნის, ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრების, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის, ცვლილებების რეგისტრაციის, გამოქვეყნების, მოწმობის გაცემის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერების, აღდგენისა და გაგრძელების, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებებისათვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური. საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

6. 27-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ამ კანონის 151 მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის გასვლისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 28 ივნისი.

№3159–რს