„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 3049
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 20/05/2010
ძალაში შესვლის თარიღი 10/06/2010
სარეგისტრაციო კოდი 360.000.000.05.001.004.039
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3049
04/05/2010
სსმ, 26, 20/05/2010
360.000.000.05.001.004.039
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) XVI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVI

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სახელმწიფო რეგულირება

    მუხლი 57. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სახელმწიფო რეგულირების ზოგადი დებულებანი

1. სამინისტრო უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენას და შესაბამისი რეაგირების ზომების გატარებას.

2. სამინისტრო გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე რეაგირებას უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – საგამოძიებო დეპარტამენტი) მეშვეობით, რომელიც ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამასთანავე, პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს დანაშაულის ჩამდენს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.

    მუხლი 571. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი, თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესები, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები

1. საგამოძიებო დეპარტამენტში იმ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესები, რომლის ფუნქციაა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

3. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2 . (ამოღებულია)

საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4654 - ვებგვერდი, 13.05.2011წ.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3049–Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4654 - ვებგვერდი, 13.05.2011წ.