„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2981
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/05/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.001.004.009
  • Word
2981
27/04/2010
სსმ, 24, 10/05/2010
240.140.000.05.001.004.009
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1 ქვეპუნქტი:

„ა1) სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დანიშვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრიროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება;“.

2. 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. გაკოტრების მმართველი ვალდებულია დანიშვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრიროს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.“.

3. 44-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია დანიშვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრიროს რეაბილიტაციის საქმის წარმოების დაწყება.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№2981–რს