„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2980
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 10/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.004.008
  • Word
2980
27/04/2010
სსმ, 24, 10/05/2010
040.150.000.05.001.004.008
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრაციის შედეგად მარეგისტრირებელი ორგანო ამზადებს ამონაწერს, ხოლო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების, ასევე საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისას – დამატებით საკადასტრო გეგმას. ეს წესი არ ვრცელდება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის, აგრეთვე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევებზე.“.

2. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. უძრავ ნივთზე შეზღუდული უფლება რეგისტრირდება შესაბამის შეზღუდვასთან/ვალდებულებასთან ერთად.“.

3. 31-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაცია, რომელიც ასევე მოიცავს იმ საწარმოდ რეგისტრაციას, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავებასთან, რეალიზაციასთან, საკვებწარმოებასთან, აგრეთვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი.“.

4. 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“–„ნ“ ქვეპუნქტები:

„კ) სახელმწიფო, იმ მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის, აგრეთვე ამონაწერის ან ინფორმაციის მომზადების მოთხოვნის შემთხვევაში, რომელშიც იგი წარმოდგენილია პარტნიორის/დამფუძნებლის სახით;

ლ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის იურიდიული მისამართის ცვლილების რეგისტრაცია, თუ ის რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე;

მ) მეწარმისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი სასამართლოს აქტის საფუძველზე;

ნ) ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება, თუ ის მოთხოვნილია იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან ერთად.“.

5. 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) თუ მოთხოვნილია ისეთი მომსახურება, რომლის გაწევაც არ განეკუთვნება სააგენტოს კომპეტენციას.“.

    მუხლი 2

დაინტერესებული პირები ვალდებული არიან მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ იმ უფლებებთან დაკავშირებით, რომლებზედაც მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მესაკუთრის/მოვალის ან კრედიტორის/მოსარგებლის იდენტიფიკაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია (ინფორმაცია), 2010 წლის 1 ივნისამდე წარადგინონ საჭირო საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია (ინფორმაცია). მოცემული ვადის გაშვება არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ამ მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე შესაბამისი უფლების რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 27 აპრილი.

№2980–რ