„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2942
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 23, 04/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.003.986
  • Word
2942
20/04/2010
სსმ, 23, 04/05/2010
440.050.000.05.001.003.986
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 481) 151 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო სამეცნიერო გრანტებით მეცნიერების დაფინანსების უზრუნველსაყოფად საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირები – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი, ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო ფონდები (შემდგომში – სამეცნიერო ფონდი).“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი განისაზღვრება ფონდის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი შესაბამისი ბრძანებით.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდისა და სამეცნიერო ფონდის დირექტორებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სამეცნიერო ფონდის ერთი მესამედის დაკომპლექტების წესს შეიმუშავებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან ერთად.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 20 აპრილი.

№2942 –Iს