დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2800 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 30/03/2010 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.05.001.003.948 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში განცხადებას სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტებთან ერთად უნდა ერთოდეს საბანკო დაწესებულებაში უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს, თუ ნასყიდობის საფასურის გადახდა მხარეებს შორის ხდება ფულადი თანხით.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
№2800–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5581 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები