დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2839 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/03/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 17, 06/04/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 260.030.000.05.001.003.961 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (09/12/2011 - 25/05/2012)
საქართველოს კანონი
სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 1. კანონის მიზნები და მოქმედების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო სექტორში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესს, პრინციპებს და სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის.
2. ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის არსებობისთვის აუცილებელი მეთოდოლოგია, სტანდარტები და ამ სისტემის დანერგვისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ჰარმონიზაციის ცენტრსა და სხვა სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მათი უფლებამოსილებები და მოვალეობები.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არის უფლებამოსილი ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ხოლო ჰარმონიზაციის ცენტრი სამდივნოს მეშვეობით ახორციელებს აღნიშნული საკითხების კოორდინაციასა და ჰარმონიზაციას.
4. სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემა მოიცავს:
ა) ფინანსურ მართვას და კონტროლს;
ბ) შიდა აუდიტს;
გ) ჰარმონიზაციის ცენტრს.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შიდა აუდიტის სუბიექტი – დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეული , რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს შიდა აუდიტი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) შიდა აუდიტორი – შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს შიდა აუდიტს ამ კანონით დადგენილი წესით;
გ) შიდა აუდიტის ობიექტი − დაწესებულება, მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი (ერთეული) ან/და მისდამი დაქვემდებარებული ერთეული, რომელშიც ხორციელდება შიდა აუდიტი;
დ) დაწესებულება − ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებები;
ე) შიდა კონტროლი – მენეჯერული, ფინანსური და სხვა სახის კონტროლის მექანიზმების სისტემა, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ სტრუქტურას, მეთოდებს, პროცედურებს, შიდა აუდიტს და რომელიც ყალიბდება, რათა დაეხმაროს დაწესებულებას, მიაღწიოს თავის მიზნებს და კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართოს თავისი საქმიანობა. შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება არის დაწესებულების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობა, რომლის საშუალებითაც უნდა იქნეს მიღწეული დაწესებულების მიზნები საბიუჯეტო სახსრების კანონიერი, გამჭვირვალე, ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული გამოყენებით;
ვ) ფინანსური მართვა და კონტროლი – შიდა აუდიტთან ერთად შიდა კონტროლის სისტემა , რომელიც ინერგება და ხორციელდება ხელმძღვანელების მიერ, რაც უზრუნველყოფს დაწესებულების მიზნების მიღწევისას საბიუჯეტო სახსრების კანონიერ, გამჭვირვალე, ეკონომიურ, ეფექტიან და პროდუქტიულ გამოყენებას;
ზ) შიდა აუდიტი – დაწესებულების საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას და მიმართულია დაწესებულების ამოცანების სრულყოფილად შესრულებისკენ;
თ) შიდა აუდიტორული შემოწმება − სარეკომენდაციო შემოწმება, რომელიც მოიცავს შიდა აუდიტის ობიექტში განსახორციელებელი ქმედებების, დავალებებისა და პროცესების ერთობლიობას;
ი) ჰარმონიზაციის ცენტრი − საქართველოს მთავრობასთან შექმნილი შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო, რომელიც სამდივნოს მეშვეობით უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვას, განვითარებას, ფუნქციურ სრულყოფას და აღნიშნული საკითხების კოორდინაციას;
კ) სისტემური აუდიტი − ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ლ) შესაბამისობის აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის მიერ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი;
მ) ეფექტიანობის აუდიტი – სახელმწიფო პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება;
ნ) ფინანსური აუდიტი – შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი − ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
პ) შიდა აუდიტორული ანგარიში – შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად შიდა აუდიტორის მიერ შედგენილი ანგარიში, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჟ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი – პრინციპები, რომლებიც ვრცელდება შიდა აუდიტორებზე და მოიცავს მათი ქცევის ძირითად წესებს;
რ) შიდა აუდიტის სტანდარტები – კრიტერიუმები ან მაჩვენებლები, რომლებიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის ძირითად პროფესიულ მოთხოვნებს და არის შიდა აუდიტორის მთავარი გზამკვლევი შიდა აუდიტის განხორციელებისას;
ს) შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები − უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) „საჯარო სექტორში შიდა კონტროლის სტანდარტების სახელმძღვანელო“;
ტ) რისკი − ალბათობა ისეთი მოვლენის მოხდენისა, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს დაწესებულების მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე;
უ) ეკონომიურობა − მინიმალური რესურსის გამოყენებით შესაბამისი შედეგისა და ხარისხის მიღწევა;
ფ) ეფექტიანობა − გარკვეული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ მიღებულ შედეგებსა და დაგეგმილ მიზნებს შორის თანაფარდობა;
ქ) პროდუქტიულობა − გამოყენებული რესურსით მაქსიმალური შედეგისა და ხარისხის მიღწევა.
საქართველოს 20 10 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3756 - სსმ I, № 62 , 05 . 11 .20 10 წ., მუხ. 395
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 3. შიდა აუდიტის სუბიექტისა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობა
1. შიდა აუდიტის სუბიექტი ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად.
2. შიდა აუდიტის სუბიექტი დაწესებულების სხვა სუბიექტებისგან ფუნქციურად დამოუკიდებელია.
3. შიდა აუდიტის სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში.
4. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და სხვა ინსტრუქციებისა და სამართლებრივი აქტების საფუძველზე. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
6. დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს შეთანხმებულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 4. შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა ცალკეულ დაწესებულებებში
1. შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება შემდეგ დაწესებულებებში:
ა) საქართველოს სამინისტროებში;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში;
გ) იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომლებიც ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში – გამგეობებში (მერიებში), შესაბამისი საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. შიდა აუდიტის სუბიექტი შესაძლოა შეიქმნას ასევე კერძო სამართლის იურიდიულ პირსა (რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო) და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში, მათივე გადაწყვეტილებით.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
თავი II. ფინანსური მართვა და კონტროლი
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 5. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავება
1. თითოეული დაწესებულება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისა და ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის შესაბამისად შეიმუშავებს ფინანსური მართვისა და კონტროლის საკუთარ სისტემას.
2. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია იმისთვის, რომ ზემდგომ ხელმძღვანელს აცნობოს ფინანსურ მართვასა და კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებების შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 6. ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზანი
1. ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა ინერგება ფინანსური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესებისათვის, დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად, რაც ხორციელდება შემდეგი საშუალებებით:
ა) დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ წესებთან, შიდა პოლიტიკასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან;
ბ) ფინანსური და ოპერაციული ინფორმაციის თაობაზე სრულყოფილი, ამომწურავი და სანდო ანგარიშგება;
გ) საბიუჯეტო სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენება;
დ) აქტივების, ინფორმაციისა და სხვა რესურსების დაცვა დაკარგვისაგან, არამართლზომიერი გამოყენებისაგან ან მართვისაგან და დაზიანებისაგან.
2. ფინანსური მართვა და კონტროლი ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ დაწესებულების ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთეულში) და დაწესებულებისადმი დაქვემდებარებულ ყველა ერთეულში.
3. ფინანსური მართვა და კონტროლი მოიცავს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროცესებს, ოპერაციებსა და ქმედებებს.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 7. მენეჯერული ანგარიშვალდებულების არსი
1. დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე მდგომი ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ზემდგომი ხელმძღვანელის წინაშე თავის მიერ განხორციელებული ქმედებისა და სახელმწიფო სახსრების კანონიერი, ეკონომიური, ეფექტიანი და პროდუქტიული მართვის გზით დაწესებულების მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულებისათვის.
2. რომელიმე პროგრამაზე ან პროექტზე ერთზე მეტი დაწესებულების ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი ხელმძღვანელები წერილობით უნდა შეთანხმდნენ თითოეული მათგანის მენეჯერული ანგარიშვალდებულების მოქმედების სფეროზე.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 8. მენეჯერული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ფარგლები
1. დაწესებულების ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახდენს რისკის იდენტიფიცირებას, შეფასებასა და მართვას;
ბ) განსაზღვრავს დაწესებულების მიზნებსა და ამოცანებს; დასახული მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად შეიმუშავებს სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებსა და პროგრამებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს და მართავს დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად საჭირო რესურსებს;
დ) ხელს უწყობს ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას;
ე) ხელს უწყობს მონაცემთა დაცვისა და მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას;
ვ) დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანად შესასრულებლად შეიმუშავებს და აყალიბებს ოპტიმალურ ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ზ) ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას გადაწყვეტილების მიღების, განხორციელებისა და კონტროლის პროცესში;
თ) უზრუნველყოფს დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად აღრიცხვის პროცედურების დანერგვას;
ი) ხელს უწყობს შიდა აუდიტის სუბიექტის ფუნქციონირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
კ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგს, სისტემის გასაუმჯობესებლად იღებს შესაბამის ზომებს შიდა აუდიტორების რეკომენდაციებსა და სხვა შეფასებებზე დაყრდნობით;
ლ) ახორციელებს და ხელს უწყობს ანტიკორუფციული ღონისძიებების პროცედურების დანერგვას;
მ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობის შედეგების შეფასებას;
ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი ამ კანონის მოთხოვნათა ფარგლებში პასუხისმგებელია შიდა აუდიტის სუბიექტის შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფისა და მისი უწყვეტი ფუნქციონირებისათვის.
3. დაწესებულების ხელმძღვანელი ასრულებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ განხილულ და მოწონებულ, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით გამოცემულ მეთოდურ მითითებებს მენეჯერული ანგარიშვალდებულების შესახებ, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 9. უფლებამოსილების დელეგირება
1. დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია მოახდინოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირება მისდამი დაქვემდებარებულ უფლებამოსილ პირზე.
2. უფლებამოსილების დელეგირება დაწესებულების ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან მის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 10. ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტები
1. ფინანსური მართვა და კონტროლი ეფუძნება შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებს და ხორციელდება შემდეგი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტების საშუალებით:
ა) კონტროლის გარემო;
ბ) რისკის მართვა;
გ) კონტროლის ღონისძიებები;
დ) ინფორმაცია და კომუნიკაცია;
ე) მონიტორინგი და შეფასება.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი, დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის კომპონენტების შემუშავებას, ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ფუნქციონირებისათვის დაწესებულების ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ შესაბამისი კონტროლის გარემოს ჩამოყალიბებასა და დახვეწას, რომელიც მოიცავს:
ა) ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა პირად და პროფესიულ პატიოსნებას და ეთიკურ ღირებულებებს;
ბ) მართვის პროცესებსა და მეთოდებს;
გ) დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას;
დ) ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების განაწილებას, ასევე ანგარიშგების საფეხურების იერარქიულობას;
ე) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასა და პრაქტიკას;
ვ) დაწესებულების თანამშრომელთა კომპეტენტურობას.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
1. რისკის მართვა არის იმ შესაძლო მოვლენებისა და სიტუაციების განსაზღვრის, შეფასების, კონტროლისა და მონიტორინგის პროცესი, რომლებიც გავლენას ახდენს დაწესებულების ან/და დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან დაწესებულებისადმი დაქვემდებარებული ერთეულის მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებაზე და გულისხმობს რისკის შესამცირებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რისკის მართვა ხორციელდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული რისკის მართვის სტრატეგიის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 13. კონტროლის ღონისძიებები
1. კონტროლის ღონისძიებები ყალიბდება რისკის ოპტიმალურ დონემდე შესამცირებლად, დაწესებულების მიზნების მისაღწევად და ამოცანების შესასრულებლად და ეფუძნება შესაბამის ინსტრუქციებსა და პროცედურებს.
2. კონტროლის ღონისძიებები უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) საქმიანობას და მათი განხორციელების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს მოსალოდნელ სარგებელს.
3. კონტროლის ღონისძიებები მოიცავს:
ა) უფლებამოსილების მინიჭების პროცედურებს;
ბ) მოვალეობების იმგვარ განაწილებას, რომ ერთი და იგივე პირი არ იყოს პასუხისმგებელი უფლებამოსილების მინიჭებაზე, ქმედების განხორციელებასა და კონტროლზე;
გ) ხელმოწერის ორმაგი სისტემის დამკვიდრებას, რაც შეუძლებელს გახდის ვალდებულების აღებას და გადახდის განხორციელებას დაწესებულების ხელმძღვანელისა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ერთდროულად ხელმოწერის გარეშე;
დ) აქტივებისა და ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესებს;
ე) წინასწარი და შემდგომი კონტროლის განხორციელებას;
ვ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის სრულად, ზუსტად, დროულად და რეგულარულად ასახვის პროცედურების დამკვიდრებას;
ზ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ოპერაციის ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის, პროცესებისა და ქმედებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას;
თ) ზედამხედველობას;
ი) ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის პროცედურების დამკვიდრებას;
კ) დაწესებულების მიერ განხორციელებული ყველა ოპერაციის დოკუმენტირებას და სხვა.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 14. ინფორმაცია და კომუნიკაცია
დაწესებულების ხელმძღვანელი ნერგავს და განავითარებს სანდო, სრულყოფილ და ხელმისაწვდომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემას, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის შესახებ უახლესი და სანდო ინფორმაციის სათანადო ხელმისაწვდომობას დაწესებულების ყველა იერარქიულ საფეხურზე;
ბ) დაწესებულების ყველა თანამშრომელს მისცემს შესაძლებლობას, რომ თავიანთი ფუნქციისა და პასუხისმგებლობის შესახებ მიიღონ სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია, მითითებები და ინსტრუქციები.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 15. მონიტორინგი და შეფასება
1. დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მონიტორინგისა და შეფასებისათვის, მისი ადეკვატურობის, ფუნქციონირების შენარჩუნებისა და დროულად განახლების მიზნით. მონიტორინგი უზრუნველყოფს ასევე შიდა აუდიტორული ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების დროულ და შესაბამის შესრულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება უწყვეტი მონიტორინგისა და თვითშეფასების მეშვეობით, შიდა აუდიტის სუბიექტთან ერთად.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 16. ფინანსური მართვისა და კონტროლის შესახებ ანგარიშის წარდგენა
დაწესებულების ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ჰარმონიზაციის ცენტრისთვის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შემუშავებისა და შემოღების შესახებ წლიური ანგარიშის მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარდგენისათვის.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 17. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობა ხორციელდება შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) კეთილსინდისიერება;
გ) ობიექტურობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე) კონფიდენციალურობა;
ვ) კანონიერება;
ზ) გამჭვირვალობა.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 18. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება და მიზნები
1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფლებამოსილება ვრცელდება იმ დაწესებულების სისტემაზე, სადაც ის არის ჩამოყალიბებული.
2. შიდა აუდიტი ეხმარება დაწესებულებას მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით:
ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
3. შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
4. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 19. შიდა აუდიტორის უფლებები და მოვალეობები
1. შიდა აუდიტორი უფლებამოსილია შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტორს ასევე უფლება აქვს, შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა.
2. დაწესებულების ხელმძღვანელი და თანამშრომლები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ შიდა აუდიტორს შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელების პროცესში.
3. შიდა აუდიტორი ვალდებულია:
ა) დაიცვას შიდა აუდიტის სუბიექტის დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები;
ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
დ) დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 20. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი
1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს შიდა აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა.
2. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი წარმართავს შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
3. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი:
ა) შეიმუშავებს და დაწესებულების ხელმძღვანელს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
ბ) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
გ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
დ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ე) უზრუნველყოფს კვალიფიციური შიდა აუდიტორების შერჩევას და დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს მათ დასანიშნად;
ვ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას;
ზ) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს;
თ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
ი) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 21. შიდა აუდიტის დაგეგმვა
1. შიდა აუდიტის გეგმის სახეებია:
ა) შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა;
ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა;
გ) აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.
2. შიდა აუდიტის დაგეგმვა ხდება რისკის შეფასების საფუძველზე. მისი შედეგები აისახება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმაში, რომლის საფუძველზედაც შემუშავდება შიდა აუდიტის წლიური გეგმა.
3. შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს დაწესებულების გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს.
4. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და ასახავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებებს.
5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიურ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
6. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსის წინადადებით, რისკის შეფასების საფუძველზე.
7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.
8. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, ასევე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი და ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი. ისინი ეგზავნება ჰარმონიზაციის ცენტრს.
9. თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმებისათვის შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი შეიმუშავებს და ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს შიდა აუდიტის მოქმედების სფეროს, ამოცანებს, ხანგრძლივობას, რესურსების განაწილებას, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდებს, ფარგლებს, აუდიტის სახეს და სხვა.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 22. შიდა აუდიტორული შემოწმება
1. შიდა აუდიტორული შემოწმება ხორციელდება ინფორმაციის იდენტიფიკაციის, შეგროვების, ანალიზის, შეფასებისა და დოკუმენტირების საშუალებით.
2. შიდა აუდიტორული შემოწმება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) აუდიტის დაგეგმვა;
ბ) აუდიტის განხორციელება;
გ) ანგარიშგება;
დ) გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
3. შიდა აუდიტორული შემოწმების სახეებია:
ა) სისტემური აუდიტი;
ბ) შესაბამისობის აუდიტი;
გ) ეფექტიანობის აუდიტი;
დ) ფინანსური აუდიტი;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 23. შიდა აუდიტორული ანგარიში
1. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად შიდა აუდიტის სუბიექტი ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.
2. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება ანგარიშში დასმულ საკითხებზე.
3. შიდა აუდიტის ობიექტს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რაც გათვალისწინებული იქნება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში. შიდა აუდიტის ობიექტის საპასუხო წერილი და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა ეგზავნება შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს.
4. შიდა აუდიტის სუბიექტი შიდა აუდიტის ობიექტის მიერ მოსაზრების მიღებისა და მასთან კონსულტაციის შემდეგ საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს, გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმას და უგზავნის დაწესებულების ხელმძღვანელს.
5. შიდა აუდიტის ობიექტის უფროსი პასუხისმგებელია შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახული და შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულებისათვის და მათ შესრულებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის, რომელსაც წარუდგენს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსს და დაწესებულების ხელმძღვანელს.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 24. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში
1. შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელშიც აისახება:
ა) ინფორმაცია განხორციელებული შიდა აუდიტორული შემოწმებების შესახებ;
ბ) ძირითადი დასკვნები და რეკომენდაციები დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
გ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის წლიური გეგმის შეუსრულებლობის მიზეზები (მათი არსებობის შემთხვევაში);
დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებული შესაბამისი ქმედებები და ინფორმაცია შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) ინფორმაცია შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე;
ვ) წინადადებები შიდა აუდიტის განვითარების შესახებ.
2. შიდა აუდიტის წლიური ანგარიში წარედგინება დაწესებულების ხელმძღვანელსა და ჰარმონიზაციის ცენტრს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 25. შიდა აუდიტის სუბიექტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან
1. შიდა აუდიტის სუბიექტი თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან, მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას და მასთან ურთიერთობას წარმართავს შიდა კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
2. შიდა აუდიტის სუბიექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელებისას თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან და აწვდის მას აღნიშნული აუდიტორული შემოწმების ანგარიშს მისი მომზადებიდან ერთი თვის ვადაში.
3. შიდა აუდიტის სუბიექტის საქართველოს კონტროლის პალატასთან და სხვა უწყებებთან თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
1. შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა ამ კანონით და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა.
2. შიდა აუდიტორი არ მონაწილეობს შიდა აუდიტორულ შემოწმებაში, თუ გამოვლინდა ინტერესთა კონფლიქტის ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:
ა) შიდა აუდიტორი შესამოწმებელ პერიოდში მუშაობდა შიდა აუდიტის ობიექტში;
ბ) შიდა აუდიტორის პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკავიათ ან შესამოწმებელ პერიოდში ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები შიდა აუდიტის ობიექტში;
გ) ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევა, რომელსაც აფასებს შიდა აუდიტის სუბიექტის უფროსი.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
თავი IV. შიდა კონტროლის კოორდინირება და ჰარმონიზება
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
მუხლი 27. ჰარმონიზაციის ცენტრი
1. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ისე ფინანსური მართვისა და კონტროლის კოორდინირებასა და ჰარმონიზებას. ჰარმონიზაციის ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
2. ჰარმონიზაციის ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის სტრატეგიისა და მეთოდოლოგიის განახლებას;
ბ) შიდა აუდიტის სუბიექტების დებულებების შემუშავების მიზნით პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და მითითებების შემუშავებას;
გ) შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის შემუშავებას, მის შემდგომ განახლებასა და დახვეწას;
დ) შიდა აუდიტის, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შექმნას, მათ შემდგომ განახლებასა და დახვეწას;
ე) შიდა აუდიტის სფეროში საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოთა სახელმწიფო სექტორის შიდა აუდიტის ორგანოებთან საერთაშორისო ურთიერთობების დამყარებასა და კოორდინაციას;
ვ) შიდა აუდიტის სუბიექტების თანამშრომლებისთვის და ფინანსურ მართვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირებისთვის პერიოდულად სასწავლო/პრაქტიკული სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებას, მათ მხარდაჭერას და მათი საქმიანობის კოორდინაციას;
ზ) შიდა აუდიტის სუბიექტისთვის ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, შიდა აუდიტის სუბიექტში დასანიშნი მინიმალური საკადრო რესურსისა და მისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შიდა აუდიტორის ინტერესთა კონფლიქტის წესების, შიდა აუდიტის ხარისხის გარანტიისა და შიდა აუდიტის ანგარიშგების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ;
თ) შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობის, შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სხვა სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესრულების შეფასებასა და მონიტორინგს;
ი) შიდა აუდიტის სტრატეგიის, შიდა აუდიტის მეთოდოლოგიისა და სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტის განხორციელების საკითხებზე რეგულარული შეხვედრებისა და დისკუსიების ორგანიზებას;
კ) სამდივნოს მიერ შედგენილი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ კონსოლიდირებული წლიური ანგარიშის ყოველი წლის 30 აპრილამდე განხილვას.
3. ჰარმონიზაციის ცენტრის შემადგენლობა, მისი საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებები, მისი ფუნქციები, მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ჰარმონიზაციის ცენტრის დებულებით.
4. ჰარმონიზაციის ცენტრში იქმნება სამდივნო, რომლის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას და რომლის ორგანიზაციულ-მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. სამდივნოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით – აგრეთვე სხვა პირები. სამდივნოს შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სამდივნოს უფლება-მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ჰარმონიზაციის ცენტრის დებულებით.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 32. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს შიდა აუდიტის სტანდარტები და მეთოდოლოგია, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი და სახელმძღვანელო პრინციპები.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
31. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლიკვიდაციისთანავე.
4. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა თავიანთ დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისა.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ და ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულმა დაწესებულებებმა 2014 წლამდე უზრუნველყონ შიდა აუდიტის სუბიექტების შექმნა.
6. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი შიდა აუდიტის სუბიექტის შექმნამდე უფლებამოსილია შიდა აუდიტის განსახორციელებლად თხოვნით მიმართოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოსთან არსებულ შიდა აუდიტის სუბიექტს, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელთან და საბჭოსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შიდა აუდიტის განხორციელებას.
7. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სისტემური, ეფექტიანობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტების განხორციელება დაიწყოს 2013 წლის 1 იანვრიდან.
8. ამ კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად დასამტკიცებელი სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები და სხვა ოფიციალური დოკუმენტები დაამტკიცონ ამ კანონით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირებმა/ორგანოებმა, ხოლო თუ ასეთი პირები/ორგანოები ამ კანონით არ არის განსაზღვრული − საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტების ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ განხილვისა და მოწონების შემდეგ.
9. ამ კანონის II თავით გათვალისწინებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყონ ამავე კანონით განსაზღვრულმა დაწესებულებებმა მას შემდეგ, რაც ჰარმონიზაციის ცენტრი შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინსტრუქციას.
10. სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით სამსახურებრივი შემოწმების ღონისძიებებს ახორციელებს ინსპექტირების ქვედანაყოფი, რომელიც შესაძლოა არსებობდეს დაწესებულებაში ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) სახით. ინსპექტირების ქვედანაყოფის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილება, საქმიანობის წესი, მიზნები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების დებულებით.
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3375 - სსმ I, №40, 20.07.2010წ., მუხ.252
საქართველოს 20 10 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 3756 - სსმ I, № 62 , 05 . 11 .20 10 წ., მუხ. 395
საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №54 47 - ვებგვერდი, 22.12.2011წ
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 26 მარტი.
№2839–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3375 - სსმ I, №40, 20.07.2010წ., მუხ.252
2. საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3756 - სსმ I, №62, 05.11.2010წ., მუხ.395
3. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5447 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები