„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 2676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 10, 16/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.05.001.003.901
  • Word
2676
26/02/2010
სსმ, 10, 16/03/2010
010.080.000.05.001.003.901
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 30.10.2008, მუხ. 172) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება:

) საქართველოში შემოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს სახელმწიფოს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე;

) იმ პირზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაშიშესვლის შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო; ამ მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მეფუტკრეობის შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში;“;

ა.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა;“;

ა.გ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები:

„6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და ამავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფენ საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი განხორციელების შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი/განხორციელებული შესაბამისი საქმიანობის დაწყებისა და დასრულების დრო, აგრეთვე წარუდგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებისათვის, მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის და სათანადო ნებართვით საქართველოში მყოფი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.

4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის რუსეთის ფედერაციის, როგორც სამხედრო ოკუპაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.“.

5. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“.

6. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კანონის მე-5, მე-6 და მე-8 მუხლების მოქმედება გავრცელდეს 1990 წლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. უკუძალა არ აქვს ამ მუხლების არც ერთ დებულებას, რომელიც მიუთითებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2012 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტი დეოკუპაციის პროცესის შესაბამისად იმსჯელებს ამ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზანშეწონილობის თაობაზე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 თებერვალი.

2676-Iს