„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 2641
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/02/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 15/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.003.893
  • Word
2641
23/02/2010
სსმ, 9, 15/03/2010
080.000.000.05.001.003.893
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 33. შეურაცხაობა ასაკის გამო

ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი.“.

2. მე-80 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 80. არასრულწლოვანი დამნაშავის ასაკი

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი წელი.“.

3. 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

4. 1072  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1072. იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევები

იურიდიულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კოდექსის 1431, 1432, 186-ე, 192-ე, 194-ე, 1941, 2003,  221-ე, 2241, 2271, 2272, 2311, 2551, 260-ე–271-ე, 3222, 323-ე–330-ე, 3301, 3302, 3311, 339-ე, 3391, 3441, 364-ე, 365-ე, 372-ე და 406-ე  მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის.“.

5. 221-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირისათვის, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზების, დაპირების, გადაცემის ან გაწევის მოთხოვნა ან მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

6. 406-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 406. მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, შეძენა ან გასაღება

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალული ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შეძენა ან გასაღება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.

7. 414-ე მუხლის მე-7 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 23 თებერვალი.

№2641–Iს