დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2565 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/02/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 22/02/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.010.000.01.001.003.882 |
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს კონსტიტუციას (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 668) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1043 მუხლი:
„მუხლი 1043
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა.
2. ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ჩატარდეს საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
4. ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების ამ მუხლთან შესაბამისობას.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 12 თებერვალი.
№2565–Iს
დოკუმენტის კომენტარები