„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2525
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 49, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.04.001.003.861
  • Word
2525
28/12/2009
სსმ, 49, 30/12/2009
010.190.020.04.001.003.861
„საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექს“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „კ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;“;

გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევის ხელშეწყობას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს;“.

2. 82 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს ეკისრება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) რეგისტრაციის მისამართი პირადობის მოწმობის შესაბამისად;“.

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, ასევე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საგარეო დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;“;

ბ.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ მიიჩნია ქმედუუნაროებად;

თ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა.“;

გ) მე-6–მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 1 აგვისტოსა და 15 ნოემბერს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადებში. ამ მონაცემების საფუძველზე ცესკო უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას.

7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.“;

დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში.“.

4. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან;“;

ა.ბ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და კენჭისყრამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

გ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლისა);“;

დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას, კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან:

ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში/რეფერენდუმში;

ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი საარჩევნო ოლქის საზღვრებს.“.

5. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, ასევე საარჩევნო უბანში შემავალ შენობა-ნაგებობათა ნუსხას და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, მუნიციპალიტეტის, თვითმმართველი ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.“.

6. მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს ამ კანონის 171 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, ანგარიშვალდებულია ცესკოს წინაშე და მას წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.“.

7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

     „მუხლი 171. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

1. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (შემდგომში – სწავლების ცენტრი) უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და სწავლების ცენტრის დებულების შესაბამისად.

2. სწავლების ცენტრის ფუნქციებია: საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა და დაინტერესებულ პირთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; ცენტრი ასევე ასრულებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301 მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციას.

3. სწავლების ცენტრის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სწავლების ცენტრის დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს ცესკო.

4. სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს ცესკოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით, ხოლო ცენტრის ხელმძღვანელის დანიშვნასთან/გათავისუფლებასთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას.“.

8. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტითა და ამ კანონის 281 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;

ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;

დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია ამ კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტში, 33-ე მუხლის მე-7 პუნქტში და 37-ე მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ განცხადებებში, გადაწყვეტილებებსა და მათ დანართებში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

ვ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არსებობისას, ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;

ი) საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას;

კ) საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში.“;

ბ) 12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:

„13. არჩეული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.“.

9. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არაა დადგენილი), მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება ქვემდგომი კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადათვლას, მიიღება დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედის მიერ.“.

10. 221 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს (გარდა ცესკოს თავმჯდომარისა), თავმჯდომარის მოადგილეს/კომისიის მდივანს (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისა) შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი კომისია.

2. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისა) კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21–25 პუნქტები:

„21. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).

22. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

23. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული კომისიის წევრები წევრობის უფლებამოსილების ვადით, დამსწრეთა უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით ირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება კომისიის განკარგულებით. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს წარდგენილი კანდიდატურებისგან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

24. თუ ამ მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

25. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით არ იქნა დასახელებული საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არც ერთი კანდიდატურა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ 2 წევრს.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი (გარდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისა), აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.“.

11. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.“.

12. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა ამ კანონით დადგენილი წესით, ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.“.

13. 27-ე–28-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი

1. ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოს პარტიული წევრების მიერ (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა), ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს 3 კანდიდატურას.

3. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგინებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). წარდგინებას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

5. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა). სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს ამ პუნქტით განსაზღვრულ წევრთაგან უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე თითო წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს.

7. ცესკოს მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულება 7 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პარლამენტს, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს.

    მუხლი 28. ცესკოს წევრების არჩევის წესი

1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს.

2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

4. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

5. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

6. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

7. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატის წარდგენა.

8. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.

9. კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს წევრად ასარჩევად თითო ვაკანსიაზე წარუდგენს არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატს. კანდიდატების შერჩევიდან არა უგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატს.

10. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს პარლამენტი სახელობითი კენჭისყრით ირჩევს ცესკოს წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის 5 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.

11. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებისგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

12. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

13. ცესკოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ხელახლა წარუდგენს იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პარლამენტის არანაკლებ სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმები, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატების არარსებობის შემთხვევაში.

14. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ცესკოს წევრის არჩევის შესახებ წარედგინება ცესკოს მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში.

15. ამ მუხლის მე-14 პუნქტში აღნიშნულ დადგენილებაში უნდა მიეთითოს ცესკოს წევრად არჩეული პირის სახელი და გვარი. დადგენილებას უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული, საკონკურსოდ წარდგენილი დოკუმენტაცია და ზემოაღნიშნული პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს.“.

14. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა და რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“.

15. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

16. 35-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) აძლევს სათანადო მოწმობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წარდგენილ კანდიდატებს;“.

17. 37-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 39-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:

     „მუხლი 371. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:

ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

დ) არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ე) საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

ვ) კომისიის წევრის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი.

2. დისციპლინური გადაცდომისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.“.

19. 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის 371 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.“.

20. 46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნა სავალდებულოა საარჩევნო სუბიექტისათვის. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფონდით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები საარჩევნო კამპანიის ფონდს ხსნიან ნებაყოფლობით.“.

21. VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VII

კენჭისყრა

    მუხლი 49. კენჭისყრის შენობის მოწყობა

1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობებსა და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ.

2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია:

ა) პარტია (პარტიები);

ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა-ნაგებობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;

გ) პოლიციის სამსახურები (გარდა გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისა).

3. კენჭისყრის ადგილი ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, უნდა გამოიყოს შენობის პირველ სართულზე.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოები ვალდებული არიან (თუ კომისიის სათანადო განკარგულება მათ გადაეცათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა), უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია, თუ საარჩევნო უბანში არიან ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები და მათ სათანადო განცხადებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. კენჭისყრის შენობაში:

ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით უნდა იყოს დაფარული. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინა. ყოველ კაბინაში უნდა იყოს ერთი კალმისტარი;

ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის;

გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;

დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები) (სადემონსტრაციო ოქმი არის A2 ფორმატის ფურცელი, რომელშიც შეიტანება იგივე მონაცემები, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში);

ე) არჩევნების პროცესში დარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შეიძლება განთავსებულ იქნეს ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები – ე. წ. ვიდეოთვალი. ვიდეოთვალის ჩანაწერის მონაცემები არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია.

7. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას როგორც საარჩევნო უბანში, ისე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში).

8. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და კენჭისყრის შენობის ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

9. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

    მუხლი 50. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი გააძევოს საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.

5. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

    მუხლი 51. კენჭისყრის დრო და ადგილი

1. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიამ უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ამომრჩევლისათვის ყველა შესაძლო ფორმით, მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე საჯარო ადგილებში სათანადო ინფორმაციის განთავსებით, ამომრჩევლებისათვის ამომრჩევლის ბარათის გადაცემით კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა.

3. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

4. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის.

5. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში, კენჭისყრის შეწყვეტისთანავე ან შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების დადასტურების ან მისი გაუქმების შესახებ. კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის შეჩერების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღება განკარგულებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების მიზეზი და დრო. კენჭისყრის შენობის ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კენჭისყრა განახლდება. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.

6. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

7. კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, ნაოსნობაში მყოფ გემებსა და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეტანილმა ყველა ამომრჩეველმა.

8. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 52. საარჩევნო უბნის გახსნა

1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროისთვის კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.

3. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი, და ხსნის მას;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ;

დ) პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამასთანავე, ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები;

ე) კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა:

ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;

ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა ერთი წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ;

ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი;

ვ) წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს;

ზ) კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით.

4. თუ კენჭისყრის დღეს გასანაწილებელ ფუნქციებთან მიმართებით კომისიის წევრთა რაოდენობა:

ა) ერთით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;

ბ) ორით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;

გ) სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.

5. საუბნო საარჩევნო სპეციალური კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომითი ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

6. წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით;

ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;

გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით – ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.

7. ამომრჩეველთა ყოველ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა. შ..

8. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადასცემს წილისყრით გამოვლენილი რეგისტრატორის ბეჭედს, რომლის ნომერიც შეიტანება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი; მათზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს (გარდა პირველი ამომრჩევლის მონაცემებისა) სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.

    მუხლი 53. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).

2. ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც.

3. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.

4. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.

5. ჩანაწერთა წიგნი არის ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და მას დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები.

6. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის გატანებული, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობას.

7. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.

8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი.

9. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი რეგისტრაციის მოწმობის მიხედვით.

10. არავის არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

11. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან (ოქმებთან) ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

    მუხლი 54. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი

1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც.

2. იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები, ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.

3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა.

4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე.

5. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.

6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.

7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ბლოკნოტები, ცალ-ცალკე თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენისათვის, თანამიმდევრობით ინომრება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.

8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი (მეტობით დამრგვალებული) რიცხვისა.

9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე აქტის ხელმომწერი მხარეები ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობის გარკვევის შემდეგ ითვლიან საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემები შეაქვთ მიღება-ჩაბარების აქტში; ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ მხარეები.

12. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის ჩატარების თარიღი;

ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე);

დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება;

ე) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.

13. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია სხვა საარჩევნო ოლქისათვის ან იგი არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან მას აქვს ბეჭდური ან სხვა სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სათანადო აქტის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში დააფიქსიროს ბიულეტენთა რეალური რაოდენობა.

14. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერის ადგილი;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.

15. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის სახელის/სახელწოდების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.

16. საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი გატანა, წაღება ან განადგურება.

17. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენისა და ამავე მუხლის მე-17 პუნქტში აღნიშნული სპეციალური ქაღალდის დამზადება, გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 55. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები

1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

4. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება კომისიის ბეჭედი, გატარდება საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

5. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს.

6. შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. ოქმების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

7. საარჩევნო კომისიაში ოქმების შენახვასა და დანიშნულებისამებრ გაცემაზე პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

8. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

9. შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

10. შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისთვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, შემაჯამებელი ოქმი შეიძლება დაიბეჭდოს შესაბამის ენაზედაც.

    მუხლი 56. ამომრჩეველთა მარკირება

1. ყველა საარჩევნო უბანში (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).

2. მარკირების შემოწმების პროცედურას ამომრჩეველი გადის კენჭისყრის ოთახში შესვლისას საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრთან, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი აშუქებს მარკირების ადგილს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აღენიშნება, აძლევს მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი განახორციელებს მის მარკირებას და იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.

4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა მარკირების ან მისი შემოწმების პროცედურის გამო, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სათანადო რეაგირება მარკირების პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.

5. მარკირება არ გამოიყენება ნაოსნობაში მყოფ გემებზე, წინასწარი პატიმრობის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილეთა მიმართ.

6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს, იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

    მუხლი 57. საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – ასევე დევნილის მოწმობის (პირადობის მოწმობასთან ერთად) წარდგენის შემთხვევაში.

2. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.

3. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

4. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

    მუხლი 58. კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას;

ბ) თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

გ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – ასევე დევნილის მოწმობას (პირადობის მოწმობასთან ერთად). ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას, რის შემდეგაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი აკეთებს ხელმოწერას ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამოწმებს სპეციალური ბეჭდით;

დ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;         

ე) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში; საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;

ვ) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

ზ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;

თ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.

3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;

დ) დამკვირვებლისა.

4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 საათსა და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი, შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

7. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.

8. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

    მუხლი 59. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ პირებს.

3. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე. ინფორმაციას კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;

ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში), რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

4. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს ამომრჩეველთა სიის დანართს (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას), სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.

5. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.

6. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.

7. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი განეკუთვნება იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას, სადაც იგი რეგისტრირებულია.

8. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცალკე შეინახება.

9. თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო ან სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.

11. გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.

    მუხლი 60. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს ორ მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან ორ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).

2. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და ამომრჩეველთა სიის დანართის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან და სპეციალურ სიებს და ამომრჩეველთა სიის დანართს.

3. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან:

ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში;

ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს, რომელთა რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

4. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.

5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

6. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურა ტარდება ზოგადი პროცედურების დაცვით. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს. საარჩევნო ყუთი, ამომრჩეველთა სია, დალუქული გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანს (ძირითადი საარჩევნო უბანი).

7. ძირითადი საარჩევნო უბანი ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ხსნის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთს და მასში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს შეურევს ძირითად საარჩევნო უბანზე არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს.

8. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთები. ძირითადი საარჩევნო უბნისა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.

    მუხლი 61. საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.

2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ორი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები. ამ მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ორი მეთვალყურე.

4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. ამ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავების არარსებობის შემთხვევაში მთვლელები ითვლიან იმ სპეციალურ კონვერტებს, რომლებშიც მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები. სპეციალური კონვერტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ამომრჩეველთა სიის დანართში (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში) ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას. თუ იმ სპეციალური კონვერტების რაოდენობა, რომლებშიც მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები, ამომრჩეველთა სიის დანართის (გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის) მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდება, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.

5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.

    მუხლი 62. ხმის დათვლა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

2. დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;

დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;

ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;

ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

4. ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი ფორმით შესწორების, ცვლილების ან დამატების შეტანა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“; ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება, რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.

7. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს შესაბამისი ზომის კონვერტში. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამავე მუხლის მე-9 პუნქტში აღწერილი წესით. თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

9. ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების დასტას უნდა ეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

    მუხლი 63. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა

1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და შუალედური არჩევნებისას დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.

3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;

გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;

დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;

ვ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ზ) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე;

ი) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

კ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

მ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ნ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ო) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

პ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ჟ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

რ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი, რეგისტრაციის თარიღი და დრო (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია ოქმის ასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ან პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.

9. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების ოქმის ასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. საოლქო საარჩევნო კომისია გასცემს საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლს, დამოწმებულს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდითა და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

11. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს, რომელიც ახარისხებს მათ და ინახავს არქივში.

12. კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

13. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები.

14. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ფაქსის მეშვეობით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკოს.

    მუხლი 64. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი

1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი და დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და მისამართი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი და მისამართი;

დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, ანალოგიური განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია აღნიშნული განცხადების/საჩივრის განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის შედეგების ბათილობის საკითხზე.

4. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებულ დარღვევას აღმოფხვრის საუბნო საარჩევნო კომისია, აღნიშნულის თაობაზე კეთდება სათანადო ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და ზუსტი დროის მითითებით შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

    მუხლი 641. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 64-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისია გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღის 20 საათიდან 48 საათის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების ამ კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიას შეიძლება გადასცეს უშუალოდ განმცხადებელმა/მომჩივანმა.

    მუხლი 642. ხმის დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა

1. ამ კანონის 641 მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ დარღვეულია ამ კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივანი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

4. ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

5. ამ კანონის 64-ე და 641 მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზედაც შესაბამისი საარჩევნო კომისია გამოსცემს განკარგულებას.

    მუხლი 643. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ე) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ი) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

კ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ლ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

მ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;

ნ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

ო) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

პ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ჟ) ოქმის სარეგისტრაციო ნომერი და რეგისტრაციის თარიღი (აღინიშნება ოქმის გაცემისას).

3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა, მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.

4. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

6. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.

10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 644. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში

1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-18 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;

ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.

3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოში, მე-2 ეგზემპლარი კი გადაეცემა ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.

4. ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე.

5. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

6. განცხადების/საჩივრის ან/და ცესკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცესკოს შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.

8. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 63-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცესკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.“.

22. 69-ე მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი) და ის საარჩევნო ოლქი (ოლქები) და საარჩევნო უბანი (უბნები), სადაც იგი დააკვირდება არჩევნებს.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დამკვირვებლის მოწმობა ძალაში შედის შესაბამისი მოწმობის გაცემის მომენტიდან და ძალას კარგავს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის შემდეგ.“.

23. 70-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3–მე-4 პუნქტები:

„3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისათვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

24. 71-ე მუხლის მე-2–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, დანიშნოს ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისია 24 საათის განმავლობაში განკარგულებით ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.“.

25. 73-ე მუხლის:

ა) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);“;

ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიციირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში.“;

გ) 141 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებული არიან დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში იმავე გაზეთში გამოაქვეყნონ და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (რეგიონულმა გაზეთებმა – შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას) ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის ერთ ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში – მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

ბ) არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის ერთ ნომერში ან ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი;

გ) ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;

დ) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა: „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ე) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.“;

ე) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. გაზეთს, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გაზეთებისა, უფლება აქვს, წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს.“.

26. 731 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ქვეპუნქტი:

„11) კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს ამ მუხლის მიზნებისთვის წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტი, რომელში გაერთიანებული პარტიაც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:

ა) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი;

ბ) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით;

გ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი;

დ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი.“;

ბ) მე-4 და მე-9 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

27. 75-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

28. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო მასალას.“.

29. 762 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეგისტრირებული კანდიდატის მიერ ამ კანონის 76-ე და 761 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კანდიდატის მიმართ ამავე კანონის 12627 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

ა) მისი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის კენჭისყრამდე წარდგენისას;

ბ) იმავე სახის მომდევნო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის აკრძალვის ღონისძიება სასამართლოში შესაბამისი სარჩელის არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 30 დღის ვადაში წარდგენისას.“.

30. 77-ე მუხლის:

ა) მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. რაიონული/საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

5. ცესკოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიის მიერ მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“;

ბ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში საარჩევნო დავებზე განცხადების/საჩივრის წარდგენა შესაძლებელია კალენდარული დღის დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.“.

31. 771 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკომ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ან ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში არ გაატარა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები ანდა ამ კომისიებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკომ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;

გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათ მიერ ამ მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოხდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.“;

გ) მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ საქმე ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;“;

დ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“;

ე) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატსა და არჩევნების დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“.

32. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე პუნქტი:

„27. ცესკოში რეგისტრირებული პარტია/საარჩევნო ბლოკი საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას კარგავს, თუ:

ა) პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატები არც ერთ იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება;

ბ) შესაბამისმა საარჩევნო კომისიებმა რეგისტრაციაში არ გაატარეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ ოლქებში წარდგენილი არც ერთი პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი კანდიდატი, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება;

გ) გაუქმდა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ იმ საარჩევნო ოლქებში წარდგენილი და რეგისტრირებული საქართველოს პარლამენტის წევრობის მაჟორიტარული წესით ასარჩევი ყველა კანდიდატის რეგისტრაცია, სადაც პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება.“.

33. 108-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

4. ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.“.

34. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი და კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე. საკრებულოს წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც 10 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში.“.

35. 111-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება კანდიდატად წარდგენილი იყოს ორი სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში.“.

36. 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო შედგება:

ა) მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს;

ბ) მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 75 000-ს.“.

37. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 116. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.“.

38. 117-ე მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.

2. ის პარტიები, რომლებსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავენ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.

3. პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ან რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა. პარტია ვალდებულია 30 000 მხარდამჭერის ხელმოწერები ცესკოს წარუდგინოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა. ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს.“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიას და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 37-ე დღისა.“;

გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.“;

დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს. ცესკო დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკო რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკს და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.“;

ე) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცენტრალური საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.“.

39. 118-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტიულ სიას თან უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

40. 119-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.“;

დ) მე-5–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენის თაობაზე გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერებით.

6. განცხადებას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.

41. 120-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით;“;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოში 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;“;

გ) მე-8–მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობა იმ სიითი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-40 დღისა. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი წერილობით უარს განაცხადებს, აღნიშნული ნომრის გამოყენების უფლება გადადის ბლოკის წევრთა ჩამონათვალში მომდევნოზე და ა. შ.. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ იქნა გამოყენებული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნოს და ა. შ.. თუ საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.

9. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 99-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ენიჭებათ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.“.

42. 122-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის (კანდიდატების) გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება. კანდიდატის თაობაზე მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.“.

43. 125-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.“;

ბ) მე-5–მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ცესკოს, მეორე რჩება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მესამე გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას.

6. ოქმის ერთი ეგზემპლარი კენჭისყრის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეგზავნება ცესკოს, მეორე ეგზემპლარი ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, ხოლო ოქმის დამოწმებული ასლები – პარტიების, საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს.

7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.“.

44. 1262 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1262. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

2. თუ საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. თუ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები.

4. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

5. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.

45. XVII1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVII1

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნები

    მუხლი 1263. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნები

1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს (შემდგომში – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

3. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

5. თბილისის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ცესკო განკარგულებით ქმნის თბილისის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს.

    მუხლი 1264. საარჩევნო ოლქები

1. თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის იქმნება 10 საარჩევნო ოლქი:

ა) მთაწმინდის;

ბ) ვაკის;

გ) საბურთალოს;

დ) კრწანისის;

ე) ისნის;

ვ) სამგორის;

ზ) ჩუღურეთის;

თ) დიდუბის;

ი) ნაძალადევის;

კ) გლდანის.

2. თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ახორციელებს ცესკო.

3. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს და ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

    მუხლი 1265. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს სხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის.

5. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 111-ე მუხლით დადგენილი წესით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

    მუხლი 1266. პარტიული სიების წარდგენა

1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიულ სიებს პარტია, საარჩევნო ბლოკი ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან.

3. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს ამ პარტიის წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.

5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან თანამიმდევრობით.

6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

თ) რეგისტრაციის ადგილი;

ი) ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება, თუ პირი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად.

7. პარტიის პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს თითოეული კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები, რეგისტრაციის ადგილი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 10 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

    მუხლი 1267. თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა

1. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით ასარჩევ კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვს:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს.

2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.

    მუხლი 1268. საარჩევნო ბიულეტენი

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენი და ერთი პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი.

2. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მხოლოდ 1 რიგით ნომერს.

    მუხლი 1269. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების დადგენა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიიღებს სხვებზე მეტ ხმას. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მიიღო ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის თაობაზე.

    მუხლი 12610. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი

1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მანდატების განაწილება ხდება ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს თბილისის საკრებულოს პროპორციული მანდატების რაოდენობაზე და უნდა გაიყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისას პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად, თანამიმდევრულად მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიიღეს ერთი მანდატი მაინც.

4. თუ ორი ან ორზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში ხდება მისი მომდევნო კანდიდატის წანაცვლება სიის დასაწყისისაკენ.

    მუხლი 12611. თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

    მუხლი 12612. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ პროპორციული წესით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

2. თუ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოქმნიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. პროპორციული წესით არჩეული თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადოს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს კანდიდატი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

4. თუ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება და საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 2 წელზე მეტი, უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

5. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

6. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.

46. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII2 და XVII3 თავები:

„თავი XVII2

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნები

    მუხლი 12613. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნები

1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის (შემდგომში – თბილისის მერის) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თბილისის მერი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, თბილისის ამომრჩევლების მიერ, 4 წლის ვადით.

3. თბილისის მერის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

4. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის მერის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

    მუხლი 12614. საარჩევნო ოლქები

1. თბილისის მერის არჩევნებისათვის თბილისი წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს, რომლის საზღვრები ემთხვევა ამ კანონის 1264 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი საარჩევნო ოლქების საზღვრებს.

2. თბილისის მერის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო.

    მუხლი 12615. თბილისის მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. თბილისის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და ფლობს ქართულ ენას.

2. კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 117-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს.

3. თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 111-ე მუხლით დადგენილი წესით. თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

4. თბილისის მერობის კანდიდატებს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

5. თბილისის მერობის კანდიდატს მიეკუთვნება მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

6. წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის თაობაზე უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სქესი;

დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის ნომერი) და პირადი ნომრები;

ვ) განათლება (უმაღლესი, დაუმთავრებელი უმაღლესი, პროფესიული, საშუალო, საბაზო, დაწყებითი);

ზ) სპეციალობა (განათლების დიპლომის/სერტიფიკატის მიხედვით);

თ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

ი) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

კ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ლ) სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება;

მ) თანხმობა, კენჭი იყაროს თბილისის მერად;

ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

7. თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრულია ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა თბილისის მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;

დ) ამ კანონის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით ან/და 76-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

    მუხლი 12616. თბილისის მერის არჩევნების შედეგების შეჯამება

თბილისის მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30%-ისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

    მუხლი 12617. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნები

1. თუ თბილისის მერის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 12616 მუხლით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი და გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, 2 თვის თავზე იმართება ხელახალი არჩევნები.

2. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება კენჭისყრის დღიდან 1 თვის ვადაში.

3. თბილისის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე მეტი, ტარდება თბილისის მერის რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში.

თავი XVII3

პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 12618. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით

 ამ კანონის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა მიერ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12619. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა

ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12620. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში

საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია ამ კანონით, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12621. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევა

კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12622. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება

წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან (ან გამოქვეყნებასთან) დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, –

გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12623. საარჩევნო კამპანიის ფონდში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების მიღება ან/და შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდში საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების მიღება, –

გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას.

2. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდში კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულების თაობაზე ინფორმაციის დამალვა, –

გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას და დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, –

გამოიწვევს შესაბამისად აკრძალული ფინანსური შემოწირულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მატერიალური შემოწირულების კონფისკაციას და დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12624. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, –

გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12625. საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის მასალების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის საჭირო მასალების და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12626. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, –

გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 2000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12627. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12628. არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა, –

გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12629. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა, –

გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12630. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა

ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ამ კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა, –

გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12631. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და მოთხოვნების დარღვევა

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების მიერ ამ კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა, –

გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 12632. სამართალწარმოება

1. ამ კანონის 12618–12631 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკო, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).

2. ამ კანონის 12618–12631 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული/საქალაქო სასამართლო.

3. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

47. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12910–12917 მუხლები:

     „მუხლი 12910

1. ცესკოს არჩეულ წევრებს, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა ეწურებათ 2010 წელს, უფლებამოსილება უწყდებათ ამ მუხლით დადგენილი წესით 2010 წლის 1 იანვარს და ითვლებიან ცესკოს წევრის/ცესკოს შესაბამისი თანამდებობის პირის მოვალეობის შემსრულებლებად ცესკოს წევრის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძალაში შესვლამდე.

2. საქართველოს პრეზიდენტი არა უგვიანეს 2009 წლის 31 დეკემბრისა გამოსცემს განკარგულებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცესკოს წევრების თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

3. საკონკურსო კომისიას წარედგინება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საბუთები, რომელთა წარდგენა უნდა დასრულდეს 2010 წლის 8 იანვარს.

4. არა უგვიანეს 2010 წლის 11 იანვრისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ცესკოს წევრის თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატურას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი 2 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევისა და საქართველოს პარლამენტისთვის ცესკოს წევრის თითო ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატის წარდგენის თაობაზე.

5. საქართველოს პარლამენტი ცესკოს წევრობის კანდიდატების წარდგენიდან 7 დღის ვადაში სახელობითი კენჭისყრით ირჩევს ცესკოს წევრებს.

    მუხლი 12911  

1. ცესკოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება ამ მუხლით დადგენილი წესით 2010 წლის 1 იანვარს და ითვლება ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევის დღემდე.

2. საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატის შერჩევის მიზნით იწყებს კონსულტაციებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რის შემდეგაც არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა საქართველოს პრეზიდენტი შეარჩევს და ცესკოს წარუდგენს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს.

3. არა უგვიანეს 2010 წლის 11 იანვრისა ცესკოს სხდომას თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) კომისიის უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ფარული კენჭისყრით იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 4 ხმისა. ცესკოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა მოწვეული სხდომა, ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატისგან საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს.

    მუხლი 12912

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისას საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამისი არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-12 დღისა, ხოლო ცესკო – კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს 24-ე დღისა.

2. ამ კანონის 77-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე (გარდა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა).

    მუხლი 12913

1. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს 2010 წლის 1 ივნისამდე.

2. 2006 წელს არჩეულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ახალარჩეული საკრებულოების პირველი შეკრებისთანავე.

3. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მუნიციპალიტეტებში ჩატარდეს 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას განსაზღვრული ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 2006–2010 წლებში განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების გათვალისწინებით.

4. ცესკომ 2010 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს თბილისისა და თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა.

5. არა უგვიანეს 2010 წლის 1 მარტისა ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებს განსაზღვრავს ცესკო.

6. 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ტარდება ერედვის, თიღვის, ქურთის, აჟარისა და ახალგორის მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შესაბამის ადგილობრივ ორგანოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება.

    მუხლი 12914

1. 2010 წელს ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის პარტიების მიერ ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არა უგვიანეს 2010 წლის 1 თებერვლისა დამატებით გამოყოს 2010 წელს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისათვის შესაბამისი თანხა და უზრუნველყოს მისი ჩარიცხვა ცესკოს ანგარიშზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა თანაბრად გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც დაფინანსებას იღებენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა უგვიანეს 2010 წლის 1 თებერვლისა წერილობით მიმართავენ ცესკოს ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობის შესახებ.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის ვადაა 2010 წლის 5 თებერვლიდან 2010 წლის 15 მარტამდე. მონიტორინგის შედეგები წერილობით მიეწოდება ცესკოს არა უგვიანეს 2010 წლის 31 მარტისა.

    მუხლი 12915

1. 2010 წლის 15 იანვრიდან 2010 წლის 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციისას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნაცვლად გაიცემა საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობა, რომლის იურიდიული ძალა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის იდენტურია, გარდა საარჩევნო მიზნებისა. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის გაცემას უზრუნველყოფს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის შეცვლა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით განხორციელდეს 2010 წლის 1 ივნისიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

    მუხლი 12916

1. 2010 წლის 1 თებერვლამდე ცესკომ სასწავლო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცება;

ბ) სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონთან;

გ) სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

2. 2010 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ სასწავლო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს:

ა) სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სასწავლო ცენტრისათვის;

ბ) სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სასწავლო ცენტრისათვის.

    მუხლი 12917

1. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის უფასო საეთერო დრო ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4%, ან დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3% ქვეყნის მასშტაბით, უფასო საეთერო დროს მიიღებს ამ კანონის 731 მუხლით განსაზღვრული ოდენობით.

3. იმ პარტიის უფასო საეთერო დრო, რომელიც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და გადალახა 3%-იანი ბარიერი, ან ბოლო საპარლამენტო, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში და გადალახა 4%-იანი ბარიერი, გამოიანგარიშება ამ კანონის 731 მუხლით განსაზღვრული ოდენობის ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობაზე გაყოფის გზით.

4. პარტიებს უფასო საეთერო დროით სარგებლობის უფლება მიეცემათ შესაბამის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მომენტიდან.

5. თუ საარჩევნო სუბიექტში გაერთიანდა რამდენიმე პარტია, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დრო დაჯამდება. ამასთანავე, ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განსაზღვრული უფასო საეთერო დრო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის 731 მუხლით განსაზღვრულ ოდენობას.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 28 დეკემბერი.

№2525–რს