დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2479 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 31/12/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.250.000.04.001.003.856 |
საქართველოს ორგანული კანონი
�ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
��� მუხლი 1 . �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება:
ა) ამ კანონით თვითმმართველი ერთეულისათვის მიკუთვნებული ქონება;
ბ) სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული ქონება;
გ) თვითმმართველი ერთეულის მიერ საქართველოს კანონმდებლობით შექმნილი ან შეძენილი ქონება.�.
2. 651 � მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 � და 63 � პუნქტები:
�62 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ან/და თვითმმართველობის 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება, მათზე დამაგრებული მიწით.
63 . ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე დარეგისტრირდეს ის საერთო საცხოვრებლები, რომლებიც აღრიცხულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, როგორც საერთო საცხოვრებელი, აგრეთვე იმ საერთო საცხოვრებლების შენობა-ნაგებობები ან/და მათი ნაწილები, რომლებზედაც საჯარო რეესტრში არ არის დარეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრების უფლება.�.
��� მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი��
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 25 დეკემბერი.
№2479�რს
დოკუმენტის კომენტარები