დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2457 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 49, 30/12/2009 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 240.140.000.05.001.003.837 |
საქართველოს კანონი
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №35, 19.11.2009, მუხ. 262) პირველ მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მე-4–51 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია
1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა.
2. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).
3. მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.
4. მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია ხორციელდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით, რომელზე გაგზავნის შემდეგაც წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად) (იურიდიული მისამართი).
5. საწარმოსათვის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. 2010 წლის 1 იანვრიდან ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან აქვს იგივე ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას.
7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების პირობები და რეესტრიდან ამონაწერების ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით“ (შემდგომში – ინსტრუქცია).
მუხლი 5. საწარმოს რეგისტრაციის პირობები
1. დაინტერესებული პირი საწარმოს რეგისტრაციის შესახებ განცხადებას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.
2. საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში განცხადებას უნდა დაერთოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული წესდება (პარტნიორთა შეთანხმება), რომელშიც სავალდებულო წესით უნდა მიეთითოს:
ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;
ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
გ) საწარმოს იურიდიული მისამართი;
დ) საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია – მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი წარმომადგენლების შესახებ;
ე) საწარმოს მმართველობის ორგანო, გადაწყვეტილების მიღების წესი, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – მონაცემები პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის შესახებ;
ვ) ყველა იმ შეზღუდვის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შეეხება წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას;
ზ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – აღნიშვნა, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული.
3. საწარმოს რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო განცხადებასთან, წესდებასთან (პარტნიორთა შეთანხმებასთან) და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს დოკუმენტი, რომელშიც მიეთითება საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი. თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს, უნდა მიეთითოს, ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე. დოკუმენტს ხელს აწერენ საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები, რაც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირები მას ხელს მარეგისტრირებელ ორგანოში აწერენ. რეგისტრაციისათვის ასევე წარდგენილი უნდა იქნეს ხელმძღვანელობაზე (წარმომადგენლობაზე) უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის ნიმუში (ნიმუშები), რომელსაც (რომლებსაც) ის (ისინი) სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენებს (გამოიყენებენ). ხელმოწერის ნიმუში უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან ხელმოწერა უნდა შესრულდეს მარეგისტრირებელ ორგანოში.
4. თუ საწარმოს პარტნიორი (პარტნიორები), ხელმძღვანელობაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები) არიან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირები ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირები, ისინი სარეგისტრაციოდ წარადგენენ შესაბამისად საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული საწარმოსათვის დადგენილ ეკვივალენტურ მონაცემებს. სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტების ეკვივალენტურობის დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უცხო ქვეყნის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული უნდა იყოს სათანადო წესით.
5. საწარმოს რეგისტრაციისათვის ან საქმიანობისათვის არ არის სავალდებულო საწარმოს ბეჭდის არსებობა. დაუშვებელია, ნორმატიული აქტით ან სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი იქნეს საწარმოს ბეჭდით დამოწმებული ნებისმიერი დოკუმენტი.
6. რეგისტრაციის მიზნებისათვის კაპიტალის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არ მოითხოვება.
მუხლი 51. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაცია
1. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს). ეს ვალდებულება არ ზღუდავს პარტნიორის (პარტნიორების) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან სხვა დაინტერესებული პირების უფლებამოსილებას, უზრუნველყონ ცვლილების რეგისტრაცია.
2. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგე-ნილი, შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი. საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ მონაცემების ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს მარეგისტრირებელ ორგანოში. საწარმოს ხელმძღვანე-ლობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების), პროკურისტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ მონაცემების ცვლილების რეგისტრაციისთვის საწარმოს წესდების წარდგენა სავალდებულო არ არის.
3. სააქციო საზოგადოებაში პარტნიორების (აქციონერების) და მათი წილობრივი მონაწილეობის ცვლილება არ მოითხოვს ცვლილებებს წესდებაში და რეგისტრაციას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკო-მერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
4. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება ძალაშია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.“.“;
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის საჯაროობა
1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან გაიცემა საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და საფასურის გადახდის შემთხვევაში, მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერ-თიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს.
2. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში არსებული მონაცემების საფუძვლად გამოყენებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საფასურის გადახდის გარეშე.
3. რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობა.“.“;
გ) მე-14 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16–მე-20 პუნქტები:
„16. საწარმოს რეორგანიზაცია არის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის საფუძველი.
17. საწარმოების გაერთიანებისა და დაყოფის რეგისტრაცია ხორციელდება საწარმოს რეგისტრაციისათვის ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით განსაზღვრული წესის შესაბამისად წარმოშობილი სუბიექტის რაოდენობის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდით.
18. საწარმოს რეორგანიზაციისას სავალდებულოა მარეგისტრირებელი ორგანოსთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული შედარების აქტის წარდგენა. თუ შედარების აქტიდან დგინდება საგადასახადო ორგანოს მიმართ საწარმოს დავალიანების არსებობა, ეს არის საწარმოს რეორგანიზაციაზე მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უარის თქმის საფუძველი.
19. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებული ლიკვიდაციის პროცესი წყდება.
20. იმ საწარმოს, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ლიკვიდაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.“.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 25 დეკემბერი.
№2457–რს
დოკუმენტის კომენტარები