„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2441
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 28/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 04/07/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.003.830
  • Word
2441
18/12/2009
სსმ, 47, 28/12/2009
010.250.000.04.001.003.830
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

�ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1 . �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს ს აკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის �ნ� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის �რ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�რ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;�.

3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) �ო� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ო) თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;�;

ბ) �ფ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ფ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;�.

4. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებული პროგრამების (ბიუჯეტის) შესრულებას; საკრებულოს განსახილველად წარუდგენს ბიუჯეტის (ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე) პროექტს;�.

5. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) ამზადებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებების და გაუქმების თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტებს; უფლებამოსილია დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად გადაანაწილოს თანხები მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის;�.

6. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის �ლ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;�.

7. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 49. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის� ფორმირების ძირითადი პრინციპები

1. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი არის ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ.

2. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისგან, ისე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისგან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისგან.

3. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენისა და განხილვის, ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.

4. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისაგან. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გათანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები, ხოლო არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.

5. თვითმმართველ ერთეულს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლია განახორციელოს დამოუკიდებლად და თავისი შეხედულებისამებრ.

6. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობებს განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო თვითმმართველი ერთეულის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას � შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მიერ.

8. თვითმმართველ ერთეულს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, �გრანტების შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტების, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერების გარდა, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსულობები.

9. თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებლად განსაზღვრავს ამ კანონით დადგენილი ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს.

10. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.�.

8. 50-ე და 51-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

9. 63-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის �დ� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 �პუნქტი:

�11 . საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებიდან 3 თვის განმავლობაში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საკრებულოს შეუწყვიტოს უფლებამოსილება.�.

��� მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის� 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი��� �������������������������������������

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 18 დეკემბერი.

№2441�IIს