ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 45, 21/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.05.001.003.797
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2291
11/12/2009
სსმ, 45, 21/12/2009
300.010.000.05.001.003.797
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ამ კანონის მიზანია ოფიციალური სტატისტიკის გაეროს ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების საფუძველზე ქვეყანაში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო სტატისტიკის წარმოების უზრუნველყოფა.

2. ეს კანონი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და პრინციპებს, ადგენს სტატისტიკის წარმოებისა და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სამართლებრივ საფუძვლებს, ოფიციალურ სტატისტიკაზე პასუხისმგებელ ორგანოთა სისტემას და მათ ფუნქციებს.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს ყველა რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა არარეზიდენტზე – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ოფიციალური სტატისტიკის სფეროში

ოფიციალური სტატისტიკის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

    მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

) ადმინისტრაციული წყარო – სახელმწიფო რეესტრი ან სხვა მონაცემთა ბაზა როგორც ელექტრონული, ისე სხვა ფორმით, რომელსაც აწარმოებს ან ფლობს ადმინისტრაციული ორგანო;

) ადმინისტრაციული ორგანო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანო;

) კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემები – სტატისტიკური მიზნით შეგროვებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა;

) მოსახლეობის საყოველთაო აღწერა – განსაზღვრულ დროს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და დემოგრაფიული ვითარების მახასიათებელი მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შეფასების, ანალიზის, განზოგადებისა და გამოქვეყნების ერთიანი პროცესი;

) ოფიციალური სტატისტიკა – სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ სტატისტიკურ საქმიანობათა სისტემა, რომლის საფუძველზედაც მიიღება ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული სტატისტიკა, თუ მისი წარმოება ხორციელდება საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული /აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე;

) სტატისტიკური კვლევა – ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით ჩატარებული კვლევა, რომელიც ეფუძნება სტატისტიკური ერთეულების შესახებ მონაცემთა შეგროვებას;

ზ) სტატისტიკური ერთეული – ელემენტური ერთეული, რომელიც ექვემდებარება სტატისტიკურ კვლევას და არის სტატისტიკური დაკვირვების ობიექტი;

თ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამა – საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ყოველწლიური და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც ძირითადად მოიცავს შესასრულებელ სამუშაოთა ჩამონათვალს და შემსრულებლებს, დაკვირვების პერიოდულობისა და გამოქვეყნების თარიღის მითითებით;

) შინამეურნეობა – ადამიანთა ერთობლიობა, რომლებიც ექვემდებარებიან ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი ადამიანისგანაც);

) საქსტატი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური;

ლ) სტატისტიკური მეთოდოლოგია – სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების სტატისტიკური კვლევის ხერხების, წესებისა და მეთოდების ერთობლიობა;

მ) ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემა – ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანოებისა და ერთეულების ერთობლიობა, რომლებიც აგროვებენ, ამუშავებენ და ავრცელებენ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებს საქართველოს სახელით.

    მუხლი 4. ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები

1. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება ეფუძნება ოფიციალური სტატისტიკის შემდეგ ძირითად პრინციპებს:

ა) მნიშვნელოვნობა, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა – ოფიციალური სტატისტიკა არის დემოკრატიული საზოგადოების საინფორმაციო სისტემის აუცილებელი ელემენტი, რომელიც ხელისუფლების ორგანოებს, ეკონომიკის სუბიექტებსა და საზოგადოებას ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემებით უზრუნველყოფს. ამ მიზნით და მოქალაქეთა მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლები მიუკერძოებლად ამზადებენ და ავრცელებენ პრაქტიკული ღირებულების მქონე სტატისტიკურ მონაცემებს;

ბ) პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა – ოფიციალური სტატისტიკისადმი ნდობის შესანარჩუნებლად ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და წარდგენის მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მხოლოდ პროფესიული მოსაზრებების შესაბამისად, მეცნიერული პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით უნდა მიიღონ;

გ) ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა – სტატისტიკური მონაცემების სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობისათვის ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებმა ინფორმაცია სტატისტიკურ წყაროებთან, მეთოდებთან და პროცედურებთან დაკავშირებული მეცნიერული სტანდარტების შესაბამისად უნდა წარადგინონ;

დ) სტატისტიკური მონაცემების მცდარი გამოყენების თავიდან აცილება – სტატისტიკური მონაცემების მცდარი ინტერპრეტაციის ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს აქვთ მათი განმარტების უფლება;

ე) სტატისტიკური წყაროს არსებობა – სტატისტიკური მიზნებისათვის მონაცემები შეიძლება შეგროვდეს ყველა სახის წყაროდან – სტატისტიკური გამოკვლევებიდან ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციიდან. სტატისტიკის მწარმოებელმა სტატისტიკური წყარო ხარისხის, დროულობის, დანახარჯებისა და რესპონდენტის დატვირთვის გათვალისწინებით უნდა შეარჩიოს;

ვ) კონფიდენციალურობა – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ სტატისტიკური მიზნებისათვის შეგროვებული, ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისათვის გამოიყენება;

ზ) საკანონმდებლო ბაზის საჯაროობა – კანონმდებლობა, ნორმები და ზომები, რომელთა ფარგლებშიც ფუნქციონირებს ოფიციალური სტატისტიკის სისტემა, საჯაროა;

თ) ეროვნული კოორდინაცია – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებს შორის კოორდინაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის მდგრადობისა და ეფექტიანობის მისაღწევად;

ი)საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება – ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლის მიერ საერთაშორისო ცნებების, კლასიფიკაციებისა და მეთოდების გამოყენება ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების შეთანხმებულობასა და ეფექტიანობას;

კ) საერთაშორისო თანამშრომლობა – ოფიციალური სტატისტიკის სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს ოფიციალური სტატისტიკის სისტემების გაუმჯობესებას.

2. სტატისტიკის წარმოება და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის გავრცელება უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას.

    მუხლი 5. საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

1. ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ოფიციალური სტატისტიკის ეფექტიანი წარმოებისათვის მნიშვნელოვანია საქსტატის თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.

2. სტატისტიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიზანია საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

3.ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს საქსტატის თანამშრომლობას და კოორდინირებულ მუშაობას სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან სტატისტიკის ეფექტიანი წარმოების მიზნით.

    მუხლი 6. საქსტატის სამართლებრივი სტატუსი

საქსტატი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.

 

თავი II. საქსტატის უფლებამოსილება, სტრუქტურა და დაფინანსება

    მუხლი 7. საქსტატის უფლებამოსილება

1. საქსტატის უფლებამოსილებას განეკუთვნება:

) სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და მის ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება;

) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა, რომელიც მოიცავს:

გ.ა) სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;

გ.ბ) ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;

გ.გ) დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;

გ.დ) სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;

გ.ე) გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;

გ.ვ) საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას;

) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;

ე) საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

) სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა;

ზ)კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა;

1)„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება;

2) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

თ) ამ კანონითა და საქსტატის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

2.საქსტატი სტატისტიკას აწარმოებს საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული/აღიარებული საერთაშორისო ანალოგიების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე.

3. საქსტატი უფლებამოსილია შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოოს სტატისტიკა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით.

4. საქსტატს ეკრძალება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ოფიციალური სტატისტიკის ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოს მიერ დასახულ მიზნებსა და პრიორიტეტებს.

5.საქსტატის ორგანოების კონკრეტული უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქსტატის დებულებით, რომელსაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

    მუხლი 8. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი

1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის საქსტატის საბჭოსა და საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, თუ, ამ კანონის 141 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქსტატის საბჭო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

2. აღმასრულებელ დირექტორს საქსტატის საბჭოს წარდგინებით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთაგან 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს არანაკლებ 1 მოადგილისა, რომელიც ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.

4.აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

5. აღმასრულებელი დირექტორი ამ კანონითა და საქსტატის დებულებით მისთვის გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქსტატის აპარატის მეშვეობით.

6.აღმასრულებელი დირექტორის მიმართ ვრცელდება ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

7. აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საქსტატის საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში.

    მუხლი 9. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციები

1. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებია:

ა) საქსტატის ხელმძღვანელობა;

1) საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრების თანამდებობაზე დანიშვნა;

ბ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

დ) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამის შემუშავება და მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ვ) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის შემუშავება და საქსტატის საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ზ) საქსტატის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

თ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის შესაბამისად საქსტატის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ი) საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;

კ) საქსტატის საბჭოს მიერ დამტკიცებული საქსტატის ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის საჯაროობის უზრუნველყოფა;

ლ) საქსტატის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. საქსტატის ეფექტიანი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით მოიწვიოს უცხოელი ან ადგილობრივი ექსპერტები შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

3. აღმასრულებელი დირექტორი არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქსტატის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) წლის განმავლობაში განხორციელებული სტატისტიკური საქმიანობის შესახებ;

ბ) საქსტატის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

5. აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია საქსტატის დებულებით გათვალისწინებული ზოგიერთი ფუნქცია, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა, დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.

    მუხლი 10. საქსტატის დაფინანსების წყაროები

საქსტატი ფინანსდება:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად;

ბ) მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლებით;

გ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დონორის მიერ გაცემული გრანტებით;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა წყაროებიდან.

 

თავი III. საქსტატის საბჭო

    მუხლი 11. საქსტატის საბჭო

1. საქსტატთან ფუნქციონირებს საქსტატის საბჭო (შემდგომში – საბჭო).

2. საბჭო შედგება 7 წევრისაგან და საბჭოს თავმჯდომარისაგან.

3. საბჭოს 8 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

4. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურე.

    მუხლი 12. საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა 

1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.

2. ამ  კანონის  მე-11  მუხლის  მე-4  პუნქტით  გათვალისწინებულ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

21. საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, აცხადებს საქსტატი, ხოლო საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტს კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან წარუდგენს არსებულ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 8 კანდიდატურას, ხოლო თუ ვაკანტური თანამდებობა 5-ზე ნაკლებია − არსებული ვაკანტური თანამდებობების ჯამურ რაოდენობაზე არანაკლებ ერთით მეტ კანდიდატურას.

4. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით აძლევს თანხმობას საბჭოს წევრების დანიშვნაზე.

5. (ამოღებულია - 06.12.2018, №3885).

6. (ამოღებულია - 06.12.2018, №3885).

7.(ამოღებულია - 06.12.2018, №3885).

8. (ამოღებულია - 06.12.2018, №3885).

9. საქართველოს პარლამენტის მიერ კანდიდატისთვის თანხმობის მიცემის შემდეგ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

10. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მათ მიერ საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდით.

11. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

111. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ იმავე პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში.

12.საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დანიშვნის შესაბამისი პროცედურები ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრება საბჭოს დებულებით.

    მუხლი 13. საბჭოს ფუნქციები

საბჭოს ფუნქციებია:

) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილი საქსტატის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება;

დ) სტატისტიკური საქმიანობისას გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის განხილვა, რეკომენდაციების მომზადება და დამტკიცება ან საერთაშორისო სტანდარტების, კლასიფიკაციებისა და მეთოდოლოგიის აღიარება;

ე) (ამოღებულია - 01.05.2015, №3584);

) მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

) საქსტატის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განხილვა და დამტკიცება;

) საქსტატის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

) საბჭოს დებულების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც უნდა განისაზღვროს საბჭოს მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები;

1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

    მუხლი 14. საბჭოს წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძვლები

1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია :

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) გარდაცვალება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულის გარდა, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია ასევე:

ა) ამ კანონის მე-11 მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის შემთხვევაში:

ა.ა) ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა;

ა. ბ) საჯარო სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე საქმიანობის შეწყვეტა;

ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის შემთხვევაში:

ბ. ა) საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ბ.ბ)არასაპატიო მიზეზით 2 თვის განმავლობაში საბჭოს წევრობის უფლებამოსილების განუხორციელებლობა;

ბ.გ) საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება;

გ) საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის შემთხვევაში:

გ.ა) ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა;

გ.ბ) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადის გასვლა.

3. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით.

4. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

თავი III1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო

 

    მუხლი 141. საქსტატის მრჩეველთა საბჭო

1. საქსტატის მრჩეველთა საბჭო არის საქსტატის საკონსულტაციო ორგანო. მის წევრებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილების ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.

2. საქსტატის მრჩეველთა საბჭო შედგება არანაკლებ 8 წევრისაგან.

3. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრობისათვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესები განისაზღვრება საქსტატის მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი.

4. საბჭოს გადაწყვეტილებით საქსტატის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს საბჭოს ის წევრი, რომელიც არ არის საჯარო მოსამსახურე.

    მუხლი 142. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილება

1. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია:

ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების წარდგენა;

ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საბჭოსათვის რეკომენდაციების მომზადება;

დ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, სტატისტიკური მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით საბჭოსათვის კონსულტაციის გაწევა და წინადადებების წარდგენა;

ე) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

2. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

 
 

თავი IV. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოები

    მუხლი 15. საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქცია ოფიციალური სტატისტიკის სფეროში

ოფიციალური სტატისტიკის სფეროში საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციაა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე სტატისტიკის წარმოება საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად.

    მუხლი 16. ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკა

1. სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთი საქმიანობის მიზნების, ამოცანებისა და მოვალეობების გათვალისწინებით აწარმოებენ ოფიციალურ სტატისტიკას საბჭოს მიერ დამტკიცებული/ აღიარებული საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი მეთოდოლოგიისა და სტანდარტების საფუძველზე.

2. საქსტატი უზრუნველყოფს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ ორგანოებთან კოორდინირებულ მუშაობას, გასცემს რეკომენდაციებს სტატისტიკის წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, ახორციელებს სტატისტიკის წარმოების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებული ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას და ხელს უწყობს დამტკიცებული სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის ეფექტიან იმპლემენტაციას.

 

 

თავი V. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა

    მუხლი 17. აღწერის ჩატარების მიზანი

აღწერა ტარდება საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, რაც აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული ვითარების დადგენის, სოციალურ - ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

    მუხლი 18. მოქალაქეთა ვალდებულება

1. საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია გაიაროს აღწერა.

2. პირი ვალდებულია გამოკითხვის პროცესში საქსტატს უტყუარი მონაცემები მიაწოდოს.

3. აღწერას არ ექვემდებარებიან ის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათი შინამეურნეობების წევრები, რომლებიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, აგრეთვე უცხო ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მათი შინამეურნეობების წევრები.

    მუხლი 19. აღწერის ძირითადი პრინციპები

აღწერის ძირითადი პრინციპებია:

) აღწერის საყოველთაო ხასიათი;

ბ) აღწერის არაუმეტეს ათწლიანი პერიოდულობით ჩატარება;

გ) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი მეთოდოლოგიითა და წესით ჩატარება;

დ) (ამოღებულია - 01.05.2015, №3584);

) აღწერის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთსა და იმავე დროს ჩატარება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

.ა) საქართველოს ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტში აღწერის ჩატარების დროს მასთან კავშირი გართულებულია და აღწერა ტარდება ამ დასახლებული პუნქტის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრულ პერიოდში;

.ბ) კონკრეტულ ტერიტორიაზე აღწერის ჩატარება შეუძლებელია საქსტატისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით.

    მუხლი 20. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამა და აღწერის ჩატარების თარიღი

1. აღწერა ტარდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამით, რომელსაც შეიმუშავებს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი და დასამტკიცებლად წარუდგენს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიას.

2. აღწერის ჩატარების თარიღი თითოეული აღწერისათვის განისაზღვრება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამით.

3. საქართველოს ზოგიერთ მთიან, ძნელად მისადგომ დასახლებულ პუნქტში, რომელთანაც აღწერის ჩატარების დროს კავშირი გართულებულია, აღწერა ტარდება ამ დასახლებული პუნქტის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრულ პერიოდში.

4. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეთოდოლოგიას ამტკიცებს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია.

    მუხლი 21. აღწერის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი ორგანოები

1. აღწერის მომზადების, ჩატარების, მოპოვებული მასალების დამუშავების, შედეგების გამოქვეყნებისა და გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქსტატს.

2. აღწერის ჩატარების ზუსტი თარიღის დასადგენად, აღწერის მომზადებისა და ჩატარების საკითხების ოპერატიულად გადასაწყვეტად, აგრეთვე აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების შეთანხმებული მოქმედების (კოორდინაციის) უზრუნველსაყოფად აღწერის ჩატარების სავარაუდო თარიღამდე არაუგვიანეს 3 წლისა, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე იქმნება მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია (შემდგომ – კომისია).

3. საქსტატი ამუშავებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამას, განიხილავს აღწერის ჩატარების მეთოდურ და ორგანიზაციულ საკითხებს, განსაზღვრავს საჭირო სამუშაოთა ჩამონათვალს, მათი შესრულების ვადებსა და შემსრულებლებს. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამასა და კითხვარებს ამტკიცებს კომისია.

4. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

5. კომისიის მუშაობის წესი და საქმიანობა განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

6. კომისია თავის საქმიანობას აგრძელებს აღწერის ჩატარებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.

    მუხლი 23. აღწერის შედეგების გამოქვეყნება

აღწერის წინასწარი შედეგები ქვეყნდება აღწერის ჩატარებიდან 6 თვეში, ხოლო საბოლოო შედეგები – არა უგვიანეს 18 თვისა.

    მუხლი 24. აღწერის მონაცემთა შენახვა

მატერიალურ მატარებელზე წარმოდგენილი აღწერის მონაცემები ინახება აღწერის შედეგების სრულად გამოქვეყნებამდე, ხოლო ელექტრონულ მატარებელზე არსებული ინფორმაცია – უვადოდ.

 

თავი VI. სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, გავრცელება, შენახვა და მათი კონფიდენციალურობის დაცვა  

    მუხლი 25. სტატისტიკური მონაცემების და სხვა ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება

1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქსტატი უფლებამოსილია ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მოითხოვოს და მიიღოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა სტატისტიკური მონაცემი და სხვა ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან, საქსტატის მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარუდგინონ მას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების შესახებ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

3. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან, საქსტატის წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული სახით, მოთხოვნის შემთხვევაში მატერიალური ან ელექტრონული სახით წარუდგინონ მას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, კონფიდენციალური.

4. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში საქსტატისათვის ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ვადას ადგენს საქსტატი სტატისტიკური კვლევის პერიოდის გათვალისწინებით. ეს ვადა არ უნდა იყოს წერილობითი, მათ შორის, ელექტრონული სახით, მოთხოვნის ადრესატისათვის ჩაბარებიდან/ადრესატის მიერ მიღებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

6. ადრესატისათვის წერილობითი მოთხოვნის ჩაბარება უნდა დადასტურდეს სათანადო დოკუმენტით, ხოლო ადრესატის მიერ ელექტრონული წერილის მიღება – საპასუხო ელექტრონული წერილით.

7. წერილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში წერილი ჩაბარებულად ითვლება.

8. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს პირს ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შესრულებისგან.

    მუხლი 26. სტატისტიკურ მონაცემთა ხელმისაწვდომობა და შენახვა

1. სტატისტიკური მონაცემები საჯაროა, გარდა იმ მონაცემებისა, რომლებითაც შესაძლებელია დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირება.

2. სტატისტიკური მონაცემები, გარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის სტატისტიკური მონაცემებისა, მატერიალური ფორმით ინახება მათ სრულად გამოქვეყნებამდე, ხოლო ელექტრონული ფორმით – 20 წლის განმავლობაში.

3. სტატისტიკის წარმოებისათვის შეგროვებული, პერსონალური მონაცემების შემცველი მატერიალური სახის ინფორმაცია უნდა განადგურდეს სტატისტიკური ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 3 თვის განმავლობაში.

    მუხლი 27. სტატისტიკური მონაცემებისა და პუბლიკაციების გავრცელებიდან მიღებული შემოსავალი

1. საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში:

) უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის;

ბ) სასყიდლით უზრუნველყოფს ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებისა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა, უცხო ქვეყნის სტატისტიკური ორგანოებისა, სტატისტიკური ინფორმაციის გამავრცელებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა.

2. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ, ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სტატისტიკური სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.

3. სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ დადგენილი სტატისტიკური მონაცემების საქსტატის მიერ გავრცელება შეიძლება ფასიანი იყოს. ამ პუნქტით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემების სახეობებსა და ფასებს განსაზღვრავს საქსტატის საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგინების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული შემოსავლები გამოიყენება საქსტატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3293 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.224

საქართველოს 2015 წლის 1  მაისის   კანონი  №3584  - ვებგვერდი, 18.05.2015წ.

 

    მუხლი 28. სტატისტიკურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა

1. ოფიციალური სტატისტიკის წარმოების მიზნით შეგროვებული მონაცემები კონფიდენციალურია, თუ ისინი იძლევა დაკვირვების ერთეულის იდენტიფიცირების საშუალებას ან თუ მათი მეშვეობით შესაძლებელია ამგვარი მონაცემების დადგენა.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების გაცემა და გავრცელება ან მათი არასტატისტიკური მიზნით გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა.

3. ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისას სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესებით საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათ შორის, ასეთი მონაცემების შემცველი სტატისტიკური კვლევის ამსახველი კითხვარების განადგურება ან განცალკევებით შენახვა.

    მუხლი 29. საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა

1. დაუშვებელია საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა მიერ სტატისტიკური კვლევის მიზნით შეგროვებული და დამუშავებული კონფიდენციალური სტატისტიკური მონაცემების გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი მიზნით, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობისათვის.

2. საქსტატის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ უტყუარი სტატისტიკური მონაცემების გავრცელება.

3. საქსტატის ორგანოებში დასაქმებულთა მიერ ამ კანონის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

4. ბრალეულობის ან/ და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ახორციელებს შემდეგი დისციპლინური სახდელების შეფარდებას: გაფრთხილება, ხელფასის დაკავება ან/ და სამსახურიდან გათავისუფლება.

 

თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 30. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა გამოცხადდეს და 2010 წლის 1 თებერვლამდე დასრულდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის რეორგანიზაცია.

2. რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად – საქსტატად. საქსტატი შექმნილად ჩაითვლება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და საქსტატის დებულების დამტკიცების მომენტიდან.

3.რეორგანიზაციის დასრულებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამტკიცებს საქსტატის დებულებას.

4. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს საქსტატს საბჭოს პირველი შემადგენლობის დანიშვნამდე.

5. ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს, რომელთა წარდგენა და თანამდებობაზე დანიშვნა ხდება ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

6. საქსტატი არის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის უფლებამონაცვლე.

    მუხლი 31. დასკვნითი დებულებანი

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი–29-ე მუხლებისა და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი–29-ე მუხლები და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 თებერვლიდან.

3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

) „სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 12 ნოემბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997, გვ. 58);

) „საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 12 ოქტომბრის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 01.11.2001, მუხ. 122).

 

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 11 დეკემბერი.

№2291–რს

13. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6947-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 12. 14/07/2020 - საქართველოს კანონი - 6835-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 11. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3885-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 10. 23/03/2017 - საქართველოს კანონი - 497-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 9. 22/06/2016 - საქართველოს კანონი - 5500-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 8. 08/06/2016 - საქართველოს კანონი - 5370-IIს - ვებგვერდი, 24/06/2016 7. 01/05/2015 - საქართველოს კანონი - 3584-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 6. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3355-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 5. 29/11/2013 - საქართველოს კანონი - 1689-Iს - ვებგვერდი, 17/12/2013 4. 24/09/2013 - საქართველოს კანონი - 1292-რს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 22/03/2011 - საქართველოს კანონი - 4469 - ვებგვერდი, 110401027, 01/04/2011 2. 26/10/2010 - საქართველოს კანონი - 3755-IIს - სსმ, 62, 05/11/2010 1. 02/07/2010 - საქართველოს კანონი - 3293 - სსმ, 37, 14/07/2010
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.