დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2169 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 01/12/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 10/12/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.05.001.003.747 |
საქართველოს კანონი
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 448) 26-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების რეორგანიზაცია ამ სკოლებიდან სააღმზრდელო მომსახურების, მოსწავლეთა საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების კომპონენტის ამოღების მიზნით, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ – სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნება საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის პანსიონური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ფუნქციები სამინისტროებმა განახორციელონ კოორდინირებულად 2010 წლის 1 სექტემბრამდე.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 1 დეკემბერი.
№2169–IIს
დოკუმენტის კომენტარები