„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 35, 19/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 240.140.000.05.001.003.724
  • Word
2003
06/11/2009
სსმ, 35, 19/11/2009
240.140.000.05.001.003.724
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტები:

„ს) რეაბილიტაცია – საპროცესო, ხელმძღვანელობითი და მმართველობითი მოქმედებების ერ-თობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით ეტაპობრივ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად მოვალის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, მართვის სისტემის სრულყოფის, მოვალის კომერციული საქმიანობის წარმატებულობისა და მომგებიანობის ზრდის, აგრეთვე სამეურვეო ქონების შესაძლო ოპტიმიზაციის გზით;

ტ) გაკოტრების საქმის წარმოება – საპროცესო და ხელმძღვანელობითი მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც ხორციელდება ამ კანონის შესაბამისად და მიზნად ისახავს კრედიტორთა მოთხოვნების კანონით დადგენილი წესითა და პირობებით შესაძლოდ სრულ დაკმაყოფილებას უმთავრესად სამეურვეო ქონების რეალიზაციის გზით.“.

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. დავის საერთო სასარჩელო წესით განხილვა

1. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მონაწილე პირებს უფლება აქვთ, იმ მოთხოვნებზე, რომლებიც არ აისახება კრედიტორთა ნუსხაში, მიმართონ სასამართლოს დავის საერთო სასარჩელო წესით განსახილველად.

2. მოსარჩელე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარჩელი კრედიტორთა პირველი კრების ჩატარებიდან 5 დღის ვადაში შეიტანება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლო ვალდებულია 5 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. საკასაციო სასამართლო ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს სარჩელი წარმოებაში და მისი წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში დაასრულოს საქმის განხილვა.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების ნორმების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მოვალის ქონებასთან დაკავშირებულ დაწყებულ დავებზედაც.“.

3. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილება არსებითად შეცვლის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შედეგს, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება მიიღოს მოტივირებული გადაწყვეტილება კრედიტორთა პირველი კრების ჩატარების თარიღის ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სარჩელზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 90 დღით გადატანის შესახებ.“.

4. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 2 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ გან-ხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს;

ვ) არანაკლებ 3 კრედიტორს ერთად, თუ თითოეულის მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომიდან გასულია არანაკლებ 30 კალენდარული დღისა და მოვალე წერილობით არ შედავებია კრედიტორის მიერ განხორციელებულ მოთხოვნას. ამასთანავე, ამ კრედიტორების მოთხოვნათა საერთო რაოდენობა უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების ფორმა

1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) სასამართლოს დასახელება, სადაც შეაქვთ განცხადება;

ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების) გვარი, სახელი და მისამართი, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – მისი სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და მისამართი, თუ განცხადება შეაქვს განმცხადებლის წარმომადგენელს;

დ) მოვალის სახელწოდება, იურიდიული მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) განცხადების შეტანის საფუძველი;

ვ) განცხადებისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა.

2. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს მასში მითითებული ყველა გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო თუ განმცხადებელმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლო მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, სასამართლოს შეუძლია განმცხადებლის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები.“.

6. მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტი-ლების ასლს, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება, და რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს გადახდისუუნარობის/მოსალოდნელი გადახდისუუნარობის არსებული მდგომარეობა.“.

7. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე (განჩინების გამოქვეყნებიდან კრედიტორთა კრების დღემდე შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 30 დღისა).“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურ-ვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე;“;

ბ.ბ) „გ“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ჩერდება მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

დ) იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადო/საბაჟო) დარიცხვა/გადახდა;

ე) საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.“.

8. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების უფლება აქვთ აგრეთვე კრედიტორებს.“.

9. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეურვეს უფლებამოსილებას უწყვეტს მომრიგებელი საბჭო ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, ხოლო რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე.“.

10. 27-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 51%, მიუხედავად იმისა, ჩაბარდათ თუ არა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება დანარჩენ კრედიტორებს, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. კრედიტორთა კრების ხანგრძლივობაა არა უმეტეს 3 სამუშაო დღისა, გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძ-ველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება.“;

გ) მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

11. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

„1. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარ-დგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მოსამართლე უსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოაქვს განჩინება კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ.“;

გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრს ხელს აწერს მოსამართლე. სასამართლო ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში, 5 დღის ვადაში გადასცეს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრის დამოწმებული ასლი მეურვეს, მომრიგებელი საბჭოს წევრებს, მოვალეს, გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველს.“.

12. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 30. კრედიტორის მიერ სასამართლოში დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების წესი

1. კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ სასამართლოში წარდგენილი მოთხოვნის აღიარების ან უარყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო მხარეთა მოსმენის შედეგად და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

2. სასამართლოში დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნის მფლობელი პირის მოთხოვნა მისი აღიარების შემთხვევაში დაკმაყოფილდება ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რიგითობით და იმ პროპორციულობით, როგორითაც დაკმაყოფილდა შესატყვისი რიგის სხვა კრედიტორთა მოთხოვნები.“.

13. 32-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომრიგებელი საბჭოს ერთ წევრს ნიშნავს მოვალე, ხოლო მეორე წევრს ირჩევს კრედიტორთა კრება ხმების უბრალო უმრავლესობით. თუ კრედიტორთა კრება ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრის არჩევის თაობაზე, მაშინ მომრიგებელი საბჭოს მეორე წევრს დანიშნავს მოსამართლე კრედიტორთა პირველი კრების დამთავრებისთანავე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მოვალემ და კრედიტორებმა მომრიგებლად შეიძლება შესაბამისად დანიშნონ და აირჩიონ ნებისმიერი ქმედუნარიანი, მხარეებისაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი. მომრიგებლად დასახელებამდე აუცილებელია პირის წინასწარი წერილობითი თანხმობა.“.

14. 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლე-ბამოსილებით. გაკოტრების პროცესში საწარმოს დირექტორს ხელმძღვანელობითი და წარმო-მადგენლობითი უფლებამოსილება უჩერდება.

2. კრედიტორებმა გაკოტრების მმართველის კანდიდატურები და მათ შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები, სასამართლოს უნდა წარუდგინონ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად. გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა, მაშინ გაკოტრების მმართველს დანიშნავს სასამართლო კრედიტორთა მიერ წარდგენილი კანდიდატურებისგან. თუ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს არ წარადგენს არც ერთი კრედიტორი, ეს ჩაითვლება კრედიტორთა მიერ მოთხოვნაზე უარის თქმად და წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს.“.

15. 38-ე მუხლის:

ა) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან (დანიშვნიდან) 30-ე დღეს, მთლიანად სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. დაუშვებელია პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულებით, ექსპერტის დასკვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, განმეორებითი აუქციონის ჩატარებამდე პირს შეუძლია შეიძინოს ეს ქონება პირველ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, მაშინ პირველი აუქციონის ჩატარებიდან 30-ე დღეს ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმაზე გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის ჩატარებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასის ნახევარს.“;

დ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს.“;

ე) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან, ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში ან გაკოტრების მმართველს განუსაზღვრონ ქონების გაყიდვის წესი. სამეურვეო ქონება უნდა გაიყიდოს მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში. თუ მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში სამეურვეო ქონება არ გადავიდა კრედიტორების საკუთრებაში ნატურით ან არ განხორციელდა ქონების განსაზღვრული წესით რეალიზაცია, გაკოტრების მმართველი სთავაზობს კრედიტორებს ქონების ნატურით მიღებას. ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება მოთხოვნაზე უარის თქმად და ქონება ნატურით განაწილდება შესაბამის რიგში დარჩენილ კრედიტორებს შორის. ყველა რიგის კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღებაზე უარი წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყი-დვით მიღებული თანხა. ერთიანი კომპლექსის სახით არსებული ქონება კრედიტორებს გადაეცემათ საერთო წილობრივ საკუთრებაში. საპროცესო ხარჯების გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.“.

16. მე-40 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ კრედიტორთა შეთანხმებით (ერთხმად) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისია ამ კანონის 46-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი ში-ნაარსის 41 პუნქტი:

„41. გაკოტრების მმართველი კრედიტორთა წინასწარი წერილობითი თანხმობით უფლებამოსილია, სამეურვეო ქონების რეალიზაციამდეც ან ამ ქონების რეალიზაციის პროცესშიც დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები საერთო წესების დაცვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის საკუთრებაში არსებული ან/და სამეურვეო ქონების მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციით მიღებული თანხებიდან. ასეთ შემთხვევაში უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული საპროცესო ხარჯები, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანებები და მეურვისათვის გადასახდელი თანხები.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კრედიტორთა მიერ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების შედეგები, აგრეთვე ამ კანონის 46-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების წინსწრებით სრულად დაკმაყოფილების თაობაზე დაფიქსირდება კრედიტორთა მოთხოვნების რეეს-ტრში.“;

დ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ამ მუხლით განსაზღვრული რიგითობა, მოთხოვნები და პროცედურები ვრცელდება გაკოტრების საქმის წარმოებაზე და რეაბილიტაციის პროცესზე.“.

17. 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

4. სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდება გაკოტრების პროცესის დასრულებისთანავე. დარჩენილი თანხის ნაწილი შეინახება შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე 3 თვის ვადით.“.

18. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ კრედიტორები. იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ხმათა სულ მცირე 51%-ზე მეტის მქონე კრედიტორების გადაწყვეტილებით.“.

19. 44-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრედიტორები რეაბილიტაციის მმართველს ნიშნავენ და რეაბილიტაციის გეგმის პროექტის მომზადების ვადას განსაზღვრავენ რეაბილიტაციის შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში. კრედიტორთა გადაწყვეტილებას განჩინებით ამტკიცებს სასამართლო.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რეაბილიტაციის პროცესში რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლე-ბამოსილებათა წრეს განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. რეაბილიტაციის მმართველი უფლებამოსილია სანოტარო წესით გაფორმებული რწმუნებულების საფუძველზე თავისი უფლება-მოვალეობების შესრულების უფლება დროებით მიანიჭოს სხვა პირს იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებული იქნება რეაბილიტაციის გეგმაში.“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. რეაბილიტაციის პროცესში საწარმოს კაპიტალში ახალი შენატანის განხორციელება კაპიტალის გაზრდის მიზნით დასაშვებია ამ საწარმოს შესაბამისი დამფუძნებელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, თუ ამაზე არსებობს რეაბილიტაციის მმართველისა და ყველა უზრუნველყოფილი კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობა.“.

20. 45-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეაბილიტაციის გეგმის პროექტი უნდა მომზადდეს და მომრიგებელ საბჭოს განსახილველად უნდა წარედგინოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული პროექტის მომზადების ვადის განმავლობაში.“.

21. 46-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეაბილიტაციის გეგმის მომზადება კრედიტორთა გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს მოვალეს, კრედიტორს ან რეაბილიტაციის მმართველს ანდა რამდენიმე მათგანს ერთდროულად.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეაბილიტაციის გეგმით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი წინადადება, რომლის თანახმად, ერთი რიგის სხვადასხვა კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ვადა და პირობები განსხვავებული იქნება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იმავე რიგის ყველა კრედიტორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამონაკლისია ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“;

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. რეაბილიტაციის გეგმით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მეექვსე და მეშვიდე რიგის იმ მოთ-ხოვნების (ამ პუნქტის მიზნებისათვის, შემდგომში – სოციალურ დავალიანებაზე მოთხოვნები) წინსწრებით სრულად დაკმაყოფილება (რიგგარეშედ, ნებისმიერი წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებამდე), რომლებიც წარმოქმნილია მოვალესა და მოვალის მოსამ-სახურეთა ან/და ყოფილ მოსამსახურეთა შორის შრომითი ურთიერთობებიდან (სახელფასო, სამივ-ლინებო ხარჯების ანაზღაურების, სარჩოს, კომპენსაციის და სხვა დაკავშირებული დავალიანება) და ასახულია რეაბილიტაციის გეგმაში. ამ პუნქტის შესაბამისად სოციალურ დავალიანებაზე მოთხოვნების წინსწრებით სრულად დაკმაყოფილების თაობაზე სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავდროულად უნდა დაკმაყოფილდეს სოციალურ დავალიანებაზე მოთხოვნების თანმდევი (დაკავშირებული) მოთხოვნები შესატყვის საგადასახადო დავა-ლიანებაზე. სოციალურ დავალიანებაზე მოთხოვნებისა და თანმდევ საგადასახადო დავალიანებაზე მოთხოვნების წინსწრებით დაკმაყოფილების თაობაზე სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იმავე მოცულობის მეოთხე რიგის მოთხოვნების (უზრუნველყოფილი მოთხოვნების), რომელთა დაკმაყოფილების ვადა რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებულია სოციალურ დავალიანებაზე მოთხოვნების წინსწრებით სრულად დაკმაყოფილების ვადის ყველაზე ახლო პერიოდში, დაკმაყოფილების ვადა შესაბამისად გადაიწევს მეოთხე რიგის მოთხოვნების (უზ-რუნველყოფილი მოთხოვნების) დაკმაყოფილების რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრული ვადის ბოლოს.“;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. რეაბილიტაციის გეგმის განხილვას მომრიგებელი საბჭო იწყებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტის წარდგენისთანავე და ასრულებს 10 დღის ვადაში.“.

22. 50-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეაბილიტაციის გეგმის განხორციელებას ზედამხედველობს კრედიტორთა კრება. ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერ კრედიტორს აქვს უფლება, მიიღოს ან/და გაეცნოს მოვალის წლიურ ანგარიშს, აგრეთვე რეაბილიტაციის გეგმის იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადასა და პირობებს. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია უზრუნველყოფილ კრედიტორებს რეაბილიტაციის გეგმით განსაზღვრულ ვადებში წარუდგინოს ამომწურავი ინფორმაცია რეაბილიტაციის გეგმის მიმდინარეობის შესახებ.“.

23. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებები შეიტანება იმავე წესით, როგორითაც მტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა ამ კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად. რეაბილიტაციის გეგმაში შესატან ცვლილებებს ამზადებს და დასამტკიცებლად წარადგენს რეაბილიტაციის მმართველი, თუ კრედიტორთა გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

24. 52-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული განცხადებით რეაბილიტაციის გეგმის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ, რეაბილიტაციის გეგმის იმ პუნქტების მითითებით, რომლებიც დარღვეულია განცხადების წარდგენის მომენტისათვის.

4. სასამართლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ კრედიტორის (კრედიტორების) განცხადებას განიხილავს მისი წარდგენიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის გეგმის შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 6 ნოემბერი.

№2003–IIს