დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1920 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 03/11/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 19/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.001.003.680 |
საქართველოს კანონი
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ადგენენ დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესს.“.
2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლი
1. სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ადგენენ დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვი-დაციო ღონისძიებების გატარების კოორდინაციის წესებს.
2. სურსათით გამოწვეული დაავადებების პრევენციის კომპლექსურ ღონისძიებათა დაგეგმვისა და გატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად, რეგულარულად აწვდის სამინისტროს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგებსა და მონაცემებს.“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი.
№1920–IIს
დოკუმენტის კომენტარები