დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1886 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 22/10/2009 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 33, 09/11/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 020.000.000.05.001.003.657 |
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №32(39), 1999 წელი, მუხ. 166) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. 103-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 ნაწილები:
„11. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.
12. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების მიმართ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო, აგრეთვე მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული წესები.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1061–1065 მუხლები:
„მუხლი 1061. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად
1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.
2. გადაწყვეტილება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე წერილობითია და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
3. ადმინისტრაციული წარმოება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად შეიძლება დაიწყოს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს განცხადების საფუძველზე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
მუხლი 1062. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნება
1. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს ამ კოდექსის 55-ე და 56-ე მუხლებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად ან კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე.
2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად უნდა გამოქვეყნდეს ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.
3. ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობაში აღინიშნება:
ა) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;
ბ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების ვადა;
გ) იმ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა;
დ) მოსაზრებების წარდგენის ვადა.
4. თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა და კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს მხოლოდ ცნობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცნობაში აღინიშნება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება და მოკლე შინაარსი.
მუხლი 1063. ადმინისტრაციული ორგანოების ან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარმოდგენა
1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გაეგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით, ან თუ კანონი მოითხოვს ამ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დასკვნების წარდგენას ასეთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ.
2. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი აგრეთვე უნდა გაეგზავნოს საზოგადოებრივ ექსპერტს, თუ კანონით სავალდებულოა მის მიერ დასკვნის წარდგენა.
3. ადმინისტრაციული ორგანოები, აგრეთვე საზოგადოებრივი ექსპერტი, რომელთაც გაეგზავნათ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, ვალდებული არიან ამ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის თაობაზე წარადგინონ საკუთარი დასკვნები საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომლის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები.
4. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე და მას წერილობით უნდა გაეცეს პასუხი.
5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში სხვა ადმინისტრაციული ორგა-ნოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობამ არ შეიძლება დააბრკოლოს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება.
6. დაუშვებელია კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულ იქნეს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის არსებობის გარეშე, თუ დასკვნის არსებობა სავალდებულოა კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით.
7. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უარყოფითი დასკვნა არ წარმოადგენს დაბრკოლებას კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისათვის.
მუხლი 1064. საკუთარი მოსაზრების წარდგენა
1. ყველას აქვს უფლება, წარადგინოს საკუთარი მოსაზრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით.
2. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებული ყოველი მოსაზრება უნდა განიხილოს შესაბამისმა კოლეგიურმა ადმინისტრაციულმა ორგანომ. მასზე პასუხის გაცემა სავალდებულო არ არის.
3. პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.
4. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო კერძო პირების მიერ წარდგენილ მოსაზრებებს რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში უგზავნის სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს.
მუხლი 1065. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და მიღების ვადა
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და მიღების ვადა განისაზღვრება კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.“.
3. XV თავი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 22 ოქტომბერი.
№1886–IIს
დოკუმენტის კომენტარები