საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1879
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 02/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.003.650
  • Word
1879
20/10/2009
სსმ, 30, 02/11/2009
010.190.030.06.001.003.650
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 147-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ კანონპროექტი იწვევს სხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარდგენილი უნდა იქნეს ერთიანი საკანონმდებლო პაკეტის სახით, ხოლო იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე მდგომ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია ასევე ერთი საკანონმდებლო აქტით.“.

2. 155-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პარლამენტი წამყვანი კომიტეტის სხდომის შემდეგ კანონპროექტს განიხილავს სამი მოსმენით, გარდა გამარტივებული წესით კანონპროექტის მიღებისა.“.

3. 157-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით მისი მიღებისათვის დადგენილ ხმათა საჭირო რაოდენობას, უარყოფილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის უარყოფის შესახებ. პირველი მოსმენით განხილვისას უარყოფილი კანონპროექტის პარლამენტის იმავე სესიაზე განმეორებით გატანა დასაშვებია, თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც დასკვნას წარადგენს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი.“.

4. 160-ე მუხლის:

ა) მე-2–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პარლამენტის სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პარლამენტის სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.

3. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. თუ პარლამენტის ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ, აღნიშნულ საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სხდომა.

31 . პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

4. დაუშვებელია დაჩქარებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის განხილვა და მიღება.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები. დაჩქარებული წესით კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე განხილვა და კენჭისყრა ხდება კანონპროექტის განხილვისა და კენჭისყრისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

5. 168-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანონი ოფიციალურად ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.“.

6. XXVI3 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXVI3

კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა და მიღება

    მუხლი 1765

1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ კანონპროექტი, აგრეთვე იმ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება საქართველოს კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას, პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. დაუშვებელია გამარტივებული წესით საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის განხილვა და მიღება.

3. კანონპროექტის (გარდა საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ კანონპროექტისა) გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო კანონპროექტის ინიციატორის ან წამყვანი კომიტეტის წინადადების საფუძველზე. თუ პარლამენტის ბიურო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ, აღნიშნულ საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სხდომა. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ კანონპროექტს გამარტივებული წესით იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სხდომა.

4. პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის სხდომის მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) თავიანთ შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით.

5. კანონპროექტს, რომლის თაობაზედაც მიღებულია გამარტივებული წესით განხილვის გადაწყვეტილება, პარლამენტის სხდომაზე განხილვისას უნდა ერთოდეს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი დასკვნები.“.

7. 182-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. XXVII1  თავი ამოღებულ იქნეს.

9. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXVII3  და XXVII4  თავები:

„თავი XXVII3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების წესი

    მუხლი 1823

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მიღებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შემდეგ პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და ამ კანონპროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად გადასცემს წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს), სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას.

3. კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და საქართველოს მთავრობა წამყვან კომიტეტს (კომიტეტებს) წარუდგენენ თავიანთ შენიშვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით.

4. წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში იწვევს კომიტეტის სხდომას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განსახილველად. კომიტეტის მიერ მიღებული დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

5. წამყვანი კომიტეტი უფლებამოსილია დასკვნასთან ერთად საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილების პროექტი შემუშავდება საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციასთან დაკავშირებით წარდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით.

    მუხლი 1824

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონით, ერთი მოსმენით განხილვისა და მიღების გზით.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიიღება საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

3. თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს, მიიღება დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

    მუხლი 1825

1. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად გაითვალისწინებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მისთვის დადგენილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს პარლამენტს განმეორებით წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ.

2. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთლიანად არ გაითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში მოცემულ შენიშვნებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას შემთანხმებელ კომისიაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრის (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარის) კანდიდატურის წარდგენის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აღნიშნული დადგენილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადაეცემა საქართველოს პარლამენტს. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უმრავლესობასთან, უმცირესობასთან კონსულტაციის შედეგად ერთი კვირის ვადაში პარლამენტის ბიუროს წარუდგენს დადგენილების პროექტს შემთანხმებელი კომისიის შექმნის შესახებ, რომლის შემადგენლობაში იქნება 14 წევრი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე) და საქართველოს პარლამენტის 7 წევრი (მათ შორის, 1 კომისიის თანათავმჯდომარე). პარლამენტის ბიურო დადგენილების პროექტს ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში. დადგენილების პროექტი პარლამენტის სხდომაზე განიხილება და მიიღება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

    მუხლი 1826

1. შემთანხმებელი კომისია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების გათვალისწინებით ერთი თვის ვადაში შეიმუშავებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. შეთანხმებული ტექსტის შემუშავების დროს შემთანხმებელი კომისია ცალ-ცალკე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას დადგენილებაში მოცემულ თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით. შემთანხმებელი კომისია არ არის შეზღუდული დადგენილებაში მოცემული შენიშვნებით, ამასთანავე, შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული შენიშვნების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების ძირითად პრინციპებს.

2. შემთანხმებელი კომისია საქმიანობს, როგორც კოლეგიური ორგანო. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის სხდომებს თავმჯდომარეობენ თანათავმჯდომარეები. მათ მიერ სხდომის წარმართვის რიგითობის საკითხს წყვეტს კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია თანათავმჯდომარეების მიერ სხდომების ერთობლივად წარმართვა.

3. შემთანხმებელი კომისიის სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლიათ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც არ შედიან კომისიის შემადგენლობაში, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს.

4. შემთანხმებელი კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის მიხედვით მის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ შესაბამისად საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატები.

    მუხლი 1827

1. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტის 1826  მუხლის შესაბამისად შემთანხმებელი კომისიის მიერ წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს გადასცემს კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და საქართველოს მთავრობას, რომლებიც ბიუროს ერთი კვირის ვადაში წარუდგენენ დასკვნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებთან დაკავშირებით. ამ ვადის გასვლის შემდეგ პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას წარმოდგენილი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინების შესახებ.

2. საქართველოს პარლამენტი ერთი მოსმენით განიხილავს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტებს და იღებს დადგენილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტების საფუძვლად მიღების და მათი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემის შესახებ“. აღნიშნული დადგენილება მიღებიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. დადგენილებასთან ერთად უმაღლეს საბჭოს გადაეცემა შემთანხმებელი კომისიის მიერ შემუშავებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებული ტექსტები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი დადგენილების მიღებიდან 3 კვირის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის შეთანხმებულ ტექსტს და ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

4. საქართველოს პარლამენტის ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ ითვალისწინებს პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად.

    მუხლი 1828

1. ამ თავით გათვალისწინებული წესით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია და პარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში და დადგენილი წესით ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

2. საქართველოს პრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს ორგანულ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს ორგანული კანონის პროექტს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

3. თუ საქართველოს პრეზიდენტი დააბრუნებს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, პარლამენტი 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საჭიროა ხმათა იგივე რაოდენობა, რაც საქართველოს ორგანული კანონის პროექტისთვის არის დადგენილი. თუ პარლამენტი არ მიიღებს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირვანდელ რედაქციას, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

4. თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად გაიზიარებს, პარლამენტი 5 დღის ვადაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უგზავნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნათა გათვალისწინებით 15 დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის ორი მესამედით. თუ პრეზიდენტის შენიშვნები სრულად იქნება გაზიარებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 5 დღის ვადაში პარლამენტს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საბოლოო რედაქციებს. პარლამენტის ბიურო თავის უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პარლამენტის უახლოესი სხდომის დღის წესრიგის პროექტში კენჭსაყრელ საკითხად გათვალისწინების შესახებ. პარლამენტის მიერ მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი 5 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს ორგანულ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე“.

5. თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს სრულად არ გაიზიარებს, ამ თავით დადგენილი წესით იქმნება შემთანხმებელი კომისია, რომლის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტის 1826 –1827  მუხლებით.

    მუხლი 1829

1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების ან/და დამატებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განიხილება და მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია ძალადაკარგულად გამოცხადდება მისი მიღებისათვის გათვალისწინებული წესით. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ძალადაკარგულად გამოცხადების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განიხილება და მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.

თავი XXVII4

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა და მიღება

    მუხლი 18210  

1. საქართველოს მთავრობიდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიღებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის ბიურო ადგენს პროექტის განხილვის გრაფიკს და დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ასევე პროექტის განხილვის გრაფიკი ეგზავნება კომიტეტებს, ფრაქციებს, უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთა საკოორდინაციო საბჭოს და საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს კონტროლის პალატას. საქართველოს მთავრობას ეგზავნება მხოლოდ განხილვის გრაფიკი. საქართველოს კონტროლის პალატა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 2 დღით ადრე პარლამენტს წარუდგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თაობაზე.

3. კომიტეტები, ფრაქციები, უმრავლესობა, უმცირესობა, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, ამზადებენ შესაბამის დასკვნებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. შესაძლებელია კომიტეტების მიერ ერთობლივი დასკვნის მომზადება.

4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის დადგენილი წესით განხილვასა და შეთანხმებას ორგანიზებას უწევს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას პროექტის განხილვისა და შეთანხმების მიმდინარეობის თაობაზე.

5. კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვას ესწრება საქართველოს მთავრობის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ან მისი წარმომადგენელი.

6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმ ნაწილს, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, განიხილავს ნდობის ჯგუფი. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საკუთარ დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გასათვალისწინებელი თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

7. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, ასევე კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის დასკვნებს, რომლებმაც განიხილეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი, წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად.

8. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტში წარდგენიდან 7 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შესაბამის დასკვნებს უგზავნის საქართველოს მთავრობას.

9. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის გადამუშავებულ პროექტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია პროექტის მომზადებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტს უნდა ერთოდეს ინფორმაცია წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ, თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობის მითითებით.

10. წინადადებები (შენიშვნები), რომელთა გათვალისწინებაზედაც საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა, გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტში.

    მუხლი 18211  

1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ პროექტის საბოლოო ვარიანტის გადაცემიდან არა უგვიანეს 5 დღისა. პროექტის განხილვა იწყება საქართველოს მთავრობის წევრის მოხსენებით. მოხსენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია პარლამენტის მოთხოვნით. მთავრობის წევრის მოხსენების შემდეგ სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის თანამომხსენებელი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის თაობაზე სიტყვით არა უმეტეს 20 წუთის ხანგრძლივობისა გამოდიან:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს;

ბ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს დასკვნას ბიუჯეტის პროექტის ხარჯების კანონიერებისა და საფუძვლიანობის თაობაზე;

გ) კომიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც წარმოადგენენ ამ კომიტეტების დასკვნებს ბიუჯეტის პროექტის თაობაზე.

3. კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობის, უმცირესობის წარმომადგენლებს, ცალკეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს ან გამოვიდნენ სიტყვით.

4. გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით არა უმეტეს 30 წუთის ხანგრძლივობისა გამოდის საქართველოს მთავრობის წევრი. მას უფლება აქვს შესთავაზოს პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის მიღება.

5. საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს.

6. თუ პარლამენტი ვერ მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტს, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონის პროექტის იმავე ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრთა შემთანხმებელი კომისიის მონაწილეობით გადამუშავებულ პროექტს ხელახლა ეყაროს კენჭი.

7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ კანონი ქვეყნდება დადგენილი წესით. ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.“.

    მუხლი 2

ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                               დ. ბაქრაძე

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1879–IIს