„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1691
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280.050.000.05.001.003.631
  • Word
1691
24/09/2009
სსმ, 29, 12/10/2009
280.050.000.05.001.003.631
„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 5,  1998 წელი, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

1) საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივებისაქართველოს ეროვნული ბანკის წესით განსაზღვრული, საპენსიო დანაგროვთა დასაფარავად (საინვესტიციოდ) დასაშვები აქტივები;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სპეციალიზებული დეპოზიტარიკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს დოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების მიღებას, შენახვას და საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების შემადგენელი არადოკუმენტირებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;“.

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპენსიო დანაგროვის ფონდი არის დამფუძნებ-ლის მიერ თავისი მონაწილის სასარგებლოდ ფორმირებული სახსრები, რომლებიც იქმნება მეანაბრეთა საპენსიო შენატანებისა და საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვის შედეგად მიღებული სახსრებისსაინვესტიციო მოგების ხარჯზე.“.

3. მე-10 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საინვესტიციო მოგებად ითვლება საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვის შედეგად მიღებული შემოსავალი ხარჯების გამოკლებით.

2. საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივების მართვის ხარჯებს მიეკუთვნება:

) აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების მომსახურებისათვის საპენსიო სქემით დადგენილი წესების შესაბამისად გადახდილი თანხები;

) საპენსიო სქემით დადგენილი ნორმატივების შესაბამისად დამფუძნებლის მომსახურებისა და საქმის წარმოებისათვის გაცემული თანხები.“.

4. მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.

3.  საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებად არ ითვლება:

) ფასიანი ქაღალდები, რომელთა ემიტენტები არიან დამფუძნებლები ან მეანაბრეები, აგრეთვე მათი აფილირებული პირები, აქტივების მმართველი კომპანიები, სპეციალიზებული დეპოზიტარები, რომლებთანაც დადებულია შეთანხმება საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მართვის შესახებ, და მათი აფილირებული პირები;

) წარმოებული ფასიანი ქაღალდები;

) უძრავი ქონების ობიექტები, რომელთა გასხვი-სებაც აკრძალულია.“.

5. მე-12 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპენსიო დანაგროვთა ინვესტირებას ახორციელებენ მხოლოდ აქტივების მმართველი კომპანიები საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მართვის შესახებ შეთანხმების საფუძველზე.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამფუძნებელი თვითონ ირჩევს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მმართველ ერთ ან რამდენიმე კომპანიას. მას უფლება აქვს, რამდენიმე კომპანიასთან ერთდროულად დადოს ხელშეკრულება აქტივების მართვის შესახებ.“.

6. მე-13 მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია მიიღოს და შეინახოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ფასიანი ქაღალდები და სხვა ქონება, რომლებიც საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივს წარმოადგენს და სადეპოზიტო ხელშეკრულებით სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის არის გადაცემული, მის საკუთრე-ბაში არ გადადის.“.

7. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამსაქმებელთა გაერთიანების მიერ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის გან-ხორციელების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

8. მე-19 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო ლიცენზიისა და რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე.“;

) მე-5 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) დამოუკიდებლად განახორციელოს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების მართვა;“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საპენსიო დანაგროვთა ინვესტირებისას ბანკებმა უნდა დაიცვან ამ კანონით და საქართველოს კანონმდებ-ლობით საპენსიო დანაგროვთა  ინვესტირების მიმართ დაწესებული შეზღუდვები.“.

9. მე-20 მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სადაზღვევო კომპანიები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული დაზღვევის ლიცენზიისა და რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპენსიო სქემის დამფუძნებელ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია უშუალოდ მართოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები, ამასთანავე იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.“.

10. 21- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამ კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით არ არის განსაზღვრული, უფლება აქვთ განახორციელონ არასახელმწიფო საპენ-სიო დაზღვევა და უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნულ ბანკში მათი რეგისტრაციის საფუძველზე. მათი რეგისტრაციის წესსა და სავალდებულო მინიმალური კაპიტალის ოდენობას ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

11. 22- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22. საპენსიო სქემის რეგისტრაცია

1. საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. საპენსიო სქემების რეგისტრაციას ახორციელებს და საპენსიო სქემების რეესტრს აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

12. 23- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საპენსიო სქემაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები საქართველოს კანონმდებლობით დად-გენილი წესით უნდა გატარდეს რეგისტრაციაში საქართველოს ეროვნულ ბანკში.“.

13. 25- მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დამფუძნებელთან დადებული ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის უფლებასა და პირობებს.

4. პროფესიული საპენსიო სქემა უნდა ითვალის-წინებდეს მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის პირობებს შემდეგ შემთხვევებში:

) მონაწილის დათხოვნისას ან დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ინვალიდობის დადგენისას;

) დამქირავებლის გაკოტრებისას.“.

14. 26- მუხლის:

) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემის რეგისტრაციის გაუქმება.“;

) მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის“, „დაქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ სარჩელი სასამართლოში შეიძლება წარადგინოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

3. დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის შეწყვეტისას დამფუძნებელი ვალდებულია ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობოს ყველა მონაწილეს და საქართველოს ეროვნულ ბანკს საპენსიო სქემის შეწყვეტამდე სულ ცოტა ექვსი თვით ადრე.

4. საპენსიო სქემა შეწყვეტილად ითვლება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო სქემების რეესტრში საპენსიო სქემის შეწყვეტის შესახებ ჩანაწერის შეტანის მომენტიდან.“.

15. 28- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„3. დამფუძნებელი მონაწილისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობისათვის ან დაგვიანებით მიწოდები-სათვის პასუხს აგებს მონაწილის წინაშე ინფორმა-ციის მიწოდების ვადის ყოველ დაგვიანებულ დღეზე მონაწილის საპენსიო დანაგროვის თანხის 0.01 პრო-ცენტის ოდენობით, თავისი ქონების ხარჯზე, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ანგარიშის წა-რუდგენლობისათვის ან დაგვიანებით წარდგენისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

16. 29- მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„2. დამფუძნებლები კვარტალში ერთხელ და წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენენ ანგარიშს. წლიურ ანგარიშში უნდა აისახოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ანგარიშებისა და ანგარიშგების წარმოების სისწორის იმ აქტივების შეფარდებითი ღირებულების შესახებ, სადაც განთავსებულია საპენსიო, მათ შორის, მუდმივი პენსიის გაცემის დანაგროვები.“;

) მე-3 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) აწარმოოს საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების ცალ-ცალკე აღრიცხვა;“;

.) „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) დამფუძნებელს წარუდგინოს აუცილებელი დოკუმენტები, რომელთა ჩამონათვალს ადგენს საქარ-თველოს ეროვნული ბანკი;

) გამოაქვეყნოს წლიური ანგარიში, რომელიც წარედგინება საქართველოს ეროვნულ ბანკს.“; 

) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საპენსიო და მუდმივი პენსიის დანაგროვთა ოდენობა განისაზღვრება აქტუარული დათვლებით.

6. აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი საქართველოს ეროვნულ ბანკს ანგარიშებს წარუდგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით.“.

17. 30- და 31- მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

    „მუხლი 30. არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობათა მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

მუხლი 31. საქართველოს ეროვნული ბანკის

    ფუნქციები არასახელმწიფო საპენსიო

    დაზღვევისა და უზრუნველყოფის სფეროში

1. საქართველოს ეროვნული ბანკი:

) ახორციელებს დამფუძნებელთა, როგორც საპენსიო დაზღვევის მონაწილეთა, რეგისტრაციას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, გარდა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებადი პირებისა;

) ადგენს დამფუძნებლების მიმართ მინიმალური კაპიტალის განსაზღვრის წესს;

) ახორციელებს ზედამხედველობას დამფუძნებელთა საქმიანობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) ამტკიცებს ეკონომიკურ ლიმიტებს;

) ამოწმებს აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას

) ახორციელებს საპენსიო სქემების ექსპერტიზას

) ადგენს საპენსიო სქემების მიმართ მოთხოვნებს და ამ სქემების რეგისტრაციის წესებს

) ახორციელებს საპენსიო სქემების რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას;

) აწარმოებს ჩანაწერებს საპენსიო სქემებში ცვლილებების შეტანის ან საპენსიო სქემების შეწყვეტის შესახებ

) ახორციელებს დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასებას;

) აკონტროლებს დამფუძნებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებას

) ახორციელებს მეთვალყურეობასა და კონტროლს დამფუძნებლის ფინანსური მდგომარეობის განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესრულე-ბაზე;    

) მონაწილეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სასამართლოში აღძრავს სარჩელს დამფუძნებლის გაკოტრების შესახებ;            

) ადგენს მოთხოვნებს აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მიმართ;

) ამტკიცებს საპენსიო დანაგროვთა ინვესტირების და მისი შეზღუდვის წესებს, საინვესტიციო დეკლარა-ციის მოთხოვნებს, საპენსიო დანაგროვთა შესაბამისი აქტივების სტრუქტურასა და შემადგენლობას;

) აკონტროლებს/ამოწმებს დამფუძნებლის, აქტი-ვების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების საქმიანობას;

) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

) აქტივების მმართველ კომპანიებს, სპეციალიზებულ დეპოზიტარებსა და დამფუძნებლებს გაუგზავნოს შესასრულებლად სავალდებულო ინსტრუქციები;         

) შეამოწმოს დამფუძნებლების, აქტივების მმარ-თველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზი-ტარების საქმიანობა;

) ამ კანონის 311 მუხლში მითითებული დარღვევებისთვის დაუწესოს სანქციები, მათ შორის, დააკისროს ფულადი ჯარიმა, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებს, აქტივების მმართველ კომპანიებსა და სპეციალიზებულ დეპოზიტარებს, გაუუქმოს დამფუძნებელს რეგისტრაცია, გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია. სანქციების ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.“.

18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:

    „მუხლი 311. დარღვევები

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს სანქციები იმ შემთხვევაში, თუ:

) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი მითითება;

) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია;

) დამფუძნებელმა დაარღვიაუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნები

2. ამ კანონით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის აღსასრულებლად მიქცევა ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერსააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

3. დაკისრებული ფულადი ჯარიმების თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

19. 33- მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. 35- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35. დამფუძნებლის კაპიტალის ოდენობა

დამფუძნებლის კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. თუ პირის სამართლებრივი ფორმა არ ითვალისწინებს კაპიტალის არსებობას, მას უნდა ჰქონდეს საგარანტიო ფონდი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.“.

21. 36- მუხლი ამოღებულ იქნეს

22. 37- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„3. თუ დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობა არ აღდგა მისი არადამაკმაყოფილებლად შეფასებიდან 3 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია მიიღოს ზომები დამფუძნებლის საპენსიო სქემების შეწყვეტისა და მისი გაკოტრების შესახებ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მიზნით. განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაუზარდოს დამფუძნებელს ფინანსური მდგრადობის აღსადგენად ამ მუხლით განსაზღვრული პერიოდი.“.

23. 38- მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„6. მონაწილეთა მიმართ არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის მოვალეობათა შესრულების მიზნით დამფუძნებელმა უნდა შექმნას საკუთარი რეზერვი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ნორმატივის შესაბამისად.“.

24. 39- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„3. აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეცია-ლიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერ-თიანებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნიან საკომპენსაციო და სხვა ფონდებს საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს და გამოსცეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

) საპენსიო სქემის დამფუძნებლის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესის შესახებ;

) საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ფინანსური მდგრადობის შეფასების წესის შესახებ;

) საპენსიო სქემის რეგისტრაციის წესის შესახებ;

) საპენსიო სქემების წესების შესახებ;

) საპენსიო დანაგროვთა შეფასების წესის შესახებ;

) საპენსიო შეთანხმების წესის შესახებ;

) საპენსიო სქემის მონაწილეთა და სამეთვალყუ-რეო საბჭოს ინფორმირების წესის შესახებ;

) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ;

) დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანებისა და პროფესიული კავშირის მიერ საპენსიო სქემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის თაობაზე;

) სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის ინფორ-მაციის მიწოდების წესის შესახებ;

საპენსიო სქემის საბუღალტრო აღრიცხვის წესის შესახებ;

) საპენსიო სქემის ანგარიშგების, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილეთა და მეანაბრეთა რეეს-ტრის წარმოების წესის შესახებ;

) მუდმივი პენსიების დანაგროვის ფონდის განსაზღვრის წესის შესახებ;

) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების წესის შესახებ;

) აქტივების მმართველი კომპანიის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

) აქტივების მმართველ კომპანიასთან ხელშეკრუ-ლების დადების წესის შესახებ;

) აქტივების მმართველი კომპანიის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ;

) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ;

) აქტივების მმართველი კომპანიის პერსონალის საკვალიფიკაციო სტანდარტების შესახებ;

) სპეციალიზებული დეპოზიტარის ლიცენზირების წესის შესახებ;

) არასახელმწიფო საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის საწესდებო კაპიტალისადმი მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის წესის შესახებ;

) სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ;

) სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივების შენახვის ვალდებულების განსაზღვრის წესის შესახებ;

) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ანაზღაურების ნორმების შესახებ;

) საპენსიო სქემების დამფუძნებლების, აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ნებაყოფლობითი გაერთიანებების შექმნის წესის შესახებ;

) საპენსიო დანაგროვთა ინვესტირების წესის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნორმატიული აქტების გამოცემამდე ძალას ინარჩუნებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტები.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის  1 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი     . სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

1691II