„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.030.000.05.001.003.620
  • Word
1680
24/09/2009
სსმ, 29, 12/10/2009
220.030.000.05.001.003.620
„არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

�არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების � საკრედიტო კავშირების შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1. �არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების�საკრედიტო კავშირების შესახებ� საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №23, 24.07.2002, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის:

ა) �ი� და �კ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ი) კომერციული ბანკი � საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

კ) ლიცენზია � საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის � საკრედიტო კავშირისათვის მინიჭებული უფლება, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა შესაბამისი პირობების დაცვით;�;

ბ) �ნ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ნ) მაკორექტირებელი ღონისძიებები�არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების � საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და რეგულირების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და საკრედიტო კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს ღონისძიებები;�;

გ) �რ� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:

�1. ეს კანონი ვრცელდება არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე � საკრედიტო კავშირებზე (შემდგომში � საკრედიტო კავშირი) და მისი მიზანია მათი საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონის, �მეწარმეთა შესახებ� საქართველოს კანონის, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.�;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. არავის არა აქვს უფლება, თავის დასახელებაში გამოიყენოს ტერმინი �საკრედიტო კავშირი� ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინის გამოყენებით, თუ მას არა აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი რამ დაწესებულია ან აღიარებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ან როდესაც სახელწოდებიდან აშკარაა, რომ იგი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.�.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. საკრედიტო კავშირი ვალდებულია სამეწარმეო რეესტრში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.�.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის �ვ� და �ზ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკითხების გადაწყვეტისას აუცილებელია საქართველოს ეროვნული ბანკის წინას-წარი თანხმობა.�.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის �ვ� და �ზ� ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ვ) დაუბრუნებელი სესხების ჩამოწერის დამტკიცება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის თანახმად;

ზ) ამ კანონით გათვალისწინებული სარეზერვო სახსრების გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით;�.

6. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის �დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�დ) სესხების კლასიფიკაცია და მათი შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;�.

7. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 11. გარე აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა

საკრედიტო კავშირი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად მოიწვიოს გარე აუდიტორი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ბუღალტრული აღრიცხვის წესების მიხედვით.�.

8. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საკრედიტო კავშირი გასცემს სესხს მხოლოდ თავის წევრებზე ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბა-მისად, საკრედიტო კომიტეტის მიერ პერიოდულად განსაზღვრული ვადებითა და პირობებით.�.

9. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული და საკრედიტო კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი.�.

10. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. საკრედიტო კავშირს ჭარბი ლიკვიდურობის გათვალისწინებით შეუძლია ასევე განახორციელოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული სხვა სახის ინვესტიციები.�.

11. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 20. აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი

საერთო რეზერვის გარდა, საკრედიტო კავშირმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შექმნას აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვი. აღნიშნული რეზერვი არ არის საერთო რეზერვის შემადგენელი ნაწილი.�.

12. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო კავშირებს პერიოდულად განუსაზღვრავს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას ფულადი სახით. საკრედიტო კავშირის საწესდებო კაპიტალი შეიძლება შემცირდეს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის ოდენობისა.�.

13. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საკრედიტო კავშირი ლიცენზიის მისაღებად განცხადებით მიმართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს. განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ვინაობასა და იურიდიულ მისამართს, ფილიალების ჩათვლით;

ბ) მოთხოვნას ლიცენზიის მიღების თაობაზე;

გ) განცხადების წარდგენის თარიღს და უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;

დ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხას;

ე) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს.�;

ბ) მე-2 პუნქტის �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ე) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი დასაბუთებულად მოითხოვს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.�.

14. 24-ე მუხლის:

ა) პირველი�მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. ლიცენზირების შესახებ განცხადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ, რის თაობაზედაც გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობებს საკრედიტო კავშირს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი ლიცენზიას სალიცენზიო მოწმობის სახით აძლევს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იმ საკრედიტო კავშირს, რომელსაც აქვს განაღდებული საწესდებო კაპიტალი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნის ოდენობით და რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენ-ტაციაც აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს.

3. ლიცენზია არ გაიცემა, თუ საკრედიტო კავშირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.�;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს გაცემული ლიცენზიების უწყებრივ რეესტრს და ვალდებულია, მონაცემები ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების, აგრეთვე ასლის გაცემის შესახებ გადაწყვე-ტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში შეიტანოს რეესტრში.�.

15. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 25. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიას აუქმებს მხოლოდ საქართველოს ეროვ-ნული ბანკი, თუ:

ა) საკრედიტო კავშირმა დასაბუთებული წერილო-ბითი განცხადებით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ამას დაეთანხმა საქართველოს ეროვნული ბანკი;

ბ) საკრედიტო კავშირმა ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო ამ კანონით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობა;

გ) დადგინდა, რომ ლიცენზია გაცემულია ყალბი მონაცემების ან უზუსტობების შემცველი საბუთების საფუძველზე;

დ) დადგინდა საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა;

ე) ხდება საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია;

ვ) საკრედიტო კავშირმა შეიცვალა საქმიანობის საგანი;

ზ) საკრედიტო კავშირს აღარ აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი სახსრებით ფორმირებული საწესდებო კაპიტალის მინიმა-ლური ოდენობა;

თ) საკრედიტო კავშირი ამოღებულია სამეწარმეო რეესტრიდან;

ი) სისტემატურად ირღვევა ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

��� მუხლი 26. ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება და მისი შედეგები

1. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკისა და სხვა ბეჭდვით ორგანოებში; იგი იმავდროუ-ლად ეგზავნება საკრედიტო კავშირს, რომელიც ვალდებულია, სალიცენზიო მოწმობა გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში დაუბრუნოს საქართველოს ეროვ-ნულ ბანკს. გადაწყვეტილება მოქმედებს მისი მიღების დღიდან ან თვით ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

2. საკრედიტო კავშირს ლიცენზიის გაუქმების დღიდან ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით უნდა მოხდეს მისი ლიკვიდაცია. საკრედიტო კავშირი ვალდებულია, ლიცენზიის გაუქმების დღიდან უმოკლეს ვადაში გაანაღდოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება. საქმიანობის შეწყვეტის პერიოდში ყველა ვალდებულების განაღდებამდე საკრედიტო კავშირი ემორჩილება ამ კანონის დებულებებს ისევე, როგორც ლი-ცენზირებული საკრედიტო კავშირი.

3. საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ლიცენზიის გაუქმებისთანავე იწყებს საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციას. საკრედიტო კავშირის ლიკვიდატორს ნიშნავს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი.�.

16. X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: �საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობა საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე�.

17. 27-ე და 28-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� �მუხლი 27. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობა

1. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიე-ბის გაცემასა და გაუქმებას, ნებისმიერი სახით შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას, დროებითი ადმინისტრაციის მეშვეო-ბით მართვასა და ლიკვიდაციას �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმა-ტიული აქტების შესაბამისად.

2. საკრედიტო კავშირების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი გამოსცემს შემდეგ ნორმატიულ აქტებს:

ა) ფულადი ფორმით განაღდებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური მოთხოვნისა და საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის შესახებ (ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით);

ბ) კაპიტალის კოეფიციენტის ადეკვატურობის შესახებ;

გ) რისკის დონეების შესახებ;

დ) აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ფორმირების წესის შესახებ;

ე) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სხვა ლიმიტებისა და ნორმატივების შესახებ.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ამოწმებს საკრედიტო კავშირებს (დოკუმენტური შემოწმებისა და ადგილზე ინსპექტირების ჩათვლით) მათი ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად, აგრეთვე საკრედიტო კავშირების საქმიანობის ამ კანონთან და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად.

4. საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და საკრედიტო კავშირების ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს მაკორექტირებელ ღონისძიებებს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმის შემოღებისა და ლიცენზიის გაუქმების ჩათვლით.

��� მუხლი 28. საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია

საკრედიტო კავშირის რეორგანიზაცია შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლის გარეშე და მის წევრთა უფლებებისა და ინტერესების სრულად დაცვით.�.

18. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო კავშირის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის წევრთა ანაბრებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით დანიშნოს დროებითი ადმინისტრაცია.�;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. საკრედიტო კავშირის ლიკვიდაციის დროს მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საქართველოს ეროვნული ბანკი და სხვა კრედიტორები, რომელთა მიმართაც ვალდებულებები საკრედიტო კავშირს წარმოეშვა ლიცენზიის გაუქმების შემდეგ;

ბ) მეანაბრეები;

გ) სხვა მოთხოვნები საკრედიტო კავშირის მიმართ.�;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. დროებითი ადმინისტრაციისა და ლიკვიდაციის რეჟიმების და მართვის წესს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.�.

19. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 30. დარღვევები და სანქციები

1. ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტების მოთხოვნებისა და წერილობითი მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საკრე-დიტო კავშირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სანქციები:

ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება;

ბ) გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება), რომ საკრედიტო კავშირმა შეაჩეროს ან შეწყვიტოს ესა თუ ის საქმიანობა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადებში მიიღოს ზომები დარღვევების აღმოსაფხვრელად;

გ) დააჯარიმოს საკრედიტო კავშირი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით;

დ) გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა აღმასრულებელ დირექტორს ან გამგეობის წევრს, თუ მისმა ქმედებამ ფინანსური ზარალი მიაყენა საკრედიტო კავშირს;

ე) საკრედიტო კავშირის აღმასრულებელ დირექტორს და ბუღალტერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეუჩეროს ხელმოწერის უფლება;

ვ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა დარღვევათა განსახილველად, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების განსახორციელებლად ან ხელმძღვანელ ორგანოთა შემადგენლობის განსაახლებლად;

ზ) შეუჩეროს ან შეუზღუდოს აქტივების ზრდა, მოგების განაწილება, დივიდენდების გაცემა, ხელფასების გაზრდა და ანაბრების მოზიდვა, პრემიებისა და სხვა ჯილდოების გაცემა;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა საფრთხე ემუქრება საკრედიტო კავშირის მეანაბრეთა ან სხვა კრედიტორთა ინტერესებს, შემოიღოს დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმი;

ი) გააუქმოს საკრედიტო კავშირის ლიცენზია.

2. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.�.

��� მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი� �მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1680�IIს